Boston Dynamics-ის რობოძაღლები ხატვას სწავლობენ — გამოფენა დეკემბერში იქნება
რობოძაღლებს ოთხი თვის განმავლობაში გაწვრთნიან
ცნობილი მხატვარი აგნიესკა პილატი Boston Dynamics-ის სამ რობოძაღლს ხატვას ასწავლის. ეს ვიქტორიას ეროვნული გალერეის შემდეგი გამოფენისთვის მზადების ფორმატში ხდება. გამოფენის პრესრელიზში ნათქვამია, რომ რობოტები ოთხი თვის განმავლობაში გაივლიან წვრთნას.
ერთ-ერთი რობოძაღლი, რომელიც ცნობილია როგორც "სპოტი", მხატვართან ერთად ნიუ-იორკში ცხოვრობს. არტისტმა მას ბასია უწოდა.
ამის შედეგად სამ რობოტს ზეთის საღებავის ჩხირებით კედელზე მიმაგრებულ აკრილის ტილოზე დამოუკიდებლად დახატვა შეეძლება. გამოფენა დეკემბერში მელბურნში გაიხსნება.
პილატი ბასიას "თანამგზავრად" თვლის და ამბობს, რომ რობოტი ძალიან მოენატრება, როდესაც ის დამოუკიდებლად ხატვას დაიწყებს.
"ეს პატარა შვილის ყოლას ჰგავს – რაღაც მომენტში ის გარეთ დამოუკიდებლად უნდა გაუშვა. მე ახლა თავს ასე ვგრძნობ", — განუცხადა ხელოვანმა The Guardian-ს.
პილატს ადრე Boston Dynamics-ის მიერ სპოტის პორტრეტის დახატვა დაევალა და სწორედ ასე გაიცნო მან რობოტი.
"ეს ახალი ტრენდია. ადრე ცნობილი ადამიანების პორტრეტებს ხატავდნენ, ახლა ტექნოლოგიების ჯერი მოვიდა. მეტიც, სულ მალე თავადაც დაიწყებენ ხატვას", — ამბობს პილატი.
კაცობრიობის პარტნიორები
პილატი რობოტ ძაღლებს, როგორც სახალისოებსა და "კაცობრიობის პარტნიორებს" ისე აღიქვამს.
"ტექნო-ოპტიმისტი ვარ. მე მანქანებისთვის ვაკეთებ იმას, რასაც დიეგო რივერა აკეთებდა მუშათა კლასისთვის. როდესაც ადამიანები პირადად ხვდებიან სპოტს, ის ყველას ძალიან სწრაფად უყვარდება. მართლაც, ძნელია არ მოიხიბლო მისით, რადგან ის ძალიან საყვარელია", — თქვა პილატმა.
გასულ თვეში გავიგეთ, რომ კარნეგი მელონის უნივერსიტეტისა და ბერკლის უნივერსიტეტის რობოტების მკვლევრებმა რობოძაღლებს ახალი შესაძლებლობები შესძინეს, როგორიცაა კარის გაღება და ბურთით თამაში.
ფაქტია, რობოტიკა ვითარდება და ის თუ როგორი იქნება მომავალი, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.
კომენტარები