მარტის აქციაზე დაშავებულის მხედველობის აღდგენა ნებისმიერი ჩარევის მიუხედავად შეუძლებელია
ფოტო: კადრი ვიდეოდან / TV პირველი
ამის შესახებ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება განცხადებას ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით დაშალა.
- აქციის ერთ-ერთმა მონაწილეს, ზაზა ბიღიაშვილს სახეში ესროლეს, რის შედეგადაც მან ცალ თვალში მხედველობა დაკარგა.
- ვოლსკი აქციაზე დაშავებულ მოქალაქეზე ამბობს, რომ "მხედველობის დაკარგვაზე გარკვეული კითხვები არსებობს".
- მისივე მტკიცებით, პოლიციაც "ლოიალური დამოკიდებულება" ჰქონდა. მისივე თქმით, ოპოზიციას სურს, რომ ხელისუფლება მონსტრად წარმოაჩინოს, თუმცა "მათთვის სამწუხაროდ", ეს არ ხდება.
- ზაზა ბარიაშვილი გამოეხმაურა გია ვოლსკის განცხადებას და თქვა, რომ მასთან კითხვების დასასმელად არავინ მისულა.
- ის ვერ ამბობს, გამიზნული ნასროლი მოხვდა თუ არა, მაგრამ განმარტავს, რომ გვერდულად იდგა და ზევიდან გაისროლეს.
- "გასროლა და მოხვედრა ერთი იყო, რა მომხვდა და რა გაისროლეს, არ ვიცი. მე მგონი, უფრო ის, კვამლს რომ უშვებს, ცრემლსადენი გაზი", — ამბობს ბიღიაშვილი.
დეტალები: ISFED ამბობს, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ საზოგადოების მასშტაბური პროტესტის დროს, 7-8 მარტს, არსებითად მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა დასაშლელად პოლიციამ უკანონო და არაპროპორციული ძალა გამოიყენა.
- მათი თქმით, აქციის მონაწილეებმა მიიღეს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება, მათ შორის ზაზა ბიღიაშვილმა ერთ თვალში სრულად დაკარგა მხედველობა, რომლის უფლებებსაც სამართლიანი არჩევნები იცავს.
- ამბობენ, რომ პოლიციის მიერ დაშლისკენ მოწოდების შემდეგ, ზაზა ბიღიაშვილმა გადაწყვიტა, გასცლოდა ტერიტორიას, მაგრამ, ხალხმრავლობის გამო, თავისუფლად და სწრაფად სიარული შეუძლებელი იყო.
- "ამასთან, იგი მოხვდა წიწაკის სპრეის მოქმედების არეალში, გართულებული ჰქონდა მხედველობა და უჭირდა გადაადგილება. გადაადგილების შეზღუდვის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ძალებმა დაიწყეს გაზის კაფსულების სროლაც, რა დროსაც ბიღიაშვილს თვალში, სავარაუდოდ, ასეთი კაფსული მოხვდა, რომელიც მოხვედრის შემდეგ გასკდა", — ნათქვამია განცხადებაში.
- მათი თქმით, ზაზა ბიღიაშვილს იმავე ღამეს, 8 მარტს, აღმოუჩინეს გადაუდებელი დახმარება და ჩაუტარდა ოპერაცია, პირველადი დასკვნით, ბიღიაშვილს ჰქონდა თვალის კაკლის ნაფლეთი ჭრილობა, თავის ტვინის შერყევა, თავის მრავლობითი ღია ჭრილობა, ქალასა და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა.
ISFED-ის განცხადებით, ზაზა ბიღიაშვილის დასახმარებლად საქმეში ჩაერთო სამართლიანი არჩევნები და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT), რომლის დახმარებითაც შესაძლებელი გახდა ბიღიაშვილისა და მისი ოჯახისათვის აუცილებელი სამედიცინო, საექსპერტო და სხვა მხარდამჭერი სერვისის უზრუნველყოფა.
- "თვალის კაკლის შენარჩუნებისა და ანთებითი პროცესის შეჩერების მიზნით ზაზა ბიღიაშვილს მეორე ოპერაცია 21 მარტს ჩაუტარდა. თუმცა, მან მარჯვენა თვალში მხედველობა სრულად დაკარგა და მისი აღდგენა შეუძლებელია", — ნათქვამია განცხადებაში.
- დამოუკიდებელი ექსპერტიზის პირველადი შეფასებით, ზაზა ბიღიაშვილის მიერ მიღებული დაზიანების ხარისხი არის მძიმე, მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგული აქვს სრულად, ჩაშლილია თვალის ბადურა, მხედველობის აღდგენა ნებისმიერი სახის ჩარევისა და ოპერაციის მიუხედავად შეუძლებელია.
- ორგანიზაციის თქმით, ავადმყოფობა მწვავედ მიმდინარეობს, ამ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. 14 მარტს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა დაინიშნა, როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ისე სამართლიანი არჩევნების მიმართვის საფუძველზე.
- თუმცა, მათი თქმით, სახელმწიფო ექსპერტიზამ დასკვნისთვის 365 დღე განსაზღვრა, პარალელურად, ბიღიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და დაზიანების ხარისხის შესაფასებლად სამართლიანმა არჩევნებმა ალტერნატიულ დამოუკიდებელ ექსპერტიზას მიმართა.
- განმარტავენ, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ზაზა ბიღიაშვილი ორჯერ, 9 და 15 მარტს დაკითხა, მას ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი.
- "გარდა თვალის და ზოგადად მხედველობასთან დაკავშირებული მკურნალობისა, ვინაიდან ავადმყოფობა მიმდინარეობს მწვავედ, ბიღიაშვილს დამატებით ესაჭიროება ნევროლოგის მიერ დანიშნული მედიკამენტოზური მკურნალობა", — ნათქვამია განცხადებაში.
ISFED-ის თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მკვეთრად შეიზღუდა ზაზა ბიღიაშვილის შრომისუნარიანობა.
- "ამ დრომდე სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები და ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ დაინტერესებულა ზაზა ბიღიაშვილის სოციალური საჭიროებებით, არ გამოუხატავს წუხილი ან თანადგომა მის და მისი ოჯახის მიმართ", — წერს ISFED.
-
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს 2 დღეში 2 ახალი წოდება მიანიჭა ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს 2 დღეში 2 ახალი წოდება მიანიჭა
გადახედვა
-
სურსათის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი იაკობაშვილი გახდა სურსათის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი იაკობაშვილი გახდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკისა და Finance in Motion-ის ინიციატივით, ბიზნესების მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად, მწვანე დაფინანსების რალი გაიმართა საქართველოს ბანკისა და Finance in Motion-ის ინიციატივით, ბიზნესების მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად, მწვანე დაფინანსების რალი გაიმართა
-
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარია პატიმრობაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარია პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
როგორ წავიკითხოთ წყლის ეტიკეტი და რას ნიშნავს ზედ დატანილი სიმბოლოები როგორ წავიკითხოთ წყლის ეტიკეტი და რას ნიშნავს ზედ დატანილი სიმბოლოები
-
ქვიზი: გაიგე, რამდენად კარგად იცნობ საქართველოს ქრისტიანობის ისტორიას ქვიზი: გაიგე, რამდენად კარგად იცნობ საქართველოს ქრისტიანობის ისტორიას
-
ხის ბაყაყის ორგანიზმში სიმსივნის საწინააღმდეგოდ მოქმედ ბაქტერიას მიაგნეს ხის ბაყაყის ორგანიზმში სიმსივნის საწინააღმდეგოდ მოქმედ ბაქტერიას მიაგნეს
გადახედვა
-
არ გამოგრჩეთ, საქართველოს ბანკის საახალწლო PLUS და AmEx შეთავაზებები არ გამოგრჩეთ, საქართველოს ბანკის საახალწლო PLUS და AmEx შეთავაზებები
-
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს
გადახედვა
-
260 000 000 ლარი — თეგეტა ჰოლდინგმა ეროვნულ ვალუტაში რეგიონში მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ემისია განახორციელა 260 000 000 ლარი — თეგეტა ჰოლდინგმა ეროვნულ ვალუტაში რეგიონში მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ემისია განახორციელა
-
"ოცნების" წევრებისთვის სავარაუდო შემზღუდავი ზომების შესახებ დისკუსიები გრძელდება — ევროკომისიის პასუხი ემიგრანტებს "ოცნების" წევრებისთვის სავარაუდო შემზღუდავი ზომების შესახებ დისკუსიები გრძელდება — ევროკომისიის პასუხი ემიგრანტებს
გადახედვა
-
სხვადასხვა ქვეყნის 8 სახალისო და ორიგინალური საახალწლო ტრადიცია სხვადასხვა ქვეყნის 8 სახალისო და ორიგინალური საახალწლო ტრადიცია
- თუ ვინმეს სურს ბავშვებს ახალი წელი ჩაუშალოს, წავიდეს და თბილისის ცენტრში გააპროტესტოს — ალან გაგლოევი თამარ მეარაყიშვილზე თუ ვინმეს სურს ბავშვებს ახალი წელი ჩაუშალოს, წავიდეს და თბილისის ცენტრში გააპროტესტოს — ალან გაგლოევი თამარ მეარაყიშვილზე
-
რა ხდებოდა კოსმოსში 2025 წელს — ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ რა ხდებოდა კოსმოსში 2025 წელს — ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ
გადახედვა
-
ცოტნე ივანიშვილი ვარლამ ლიპარტელიანს ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ხემძღვანელობას ულოცავს ცოტნე ივანიშვილი ვარლამ ლიპარტელიანს ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ხემძღვანელობას ულოცავს
გადახედვა
-
"საკუთარ წლების მეგობარს, ნათლიმირონს ურეკავდნენ და ეს რაიმეს შეიძლება ამტკიცებდეს?" — ბაჩო ახალაიას ადვოკატი "საკუთარ წლების მეგობარს, ნათლიმირონს ურეკავდნენ და ეს რაიმეს შეიძლება ამტკიცებდეს?" — ბაჩო ახალაიას ადვოკატი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წიგნის კუთხეები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში განათლების შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის წიგნის კუთხეები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში განათლების შესაძლებლობებს ქმნის
-
გევორგ პაპოიანი: თბილისმა აზერბაიჯანიდან სომხეთში ბენზინის ტრანზიტს "მაღალი და არაკონკურენტული" ტარიფი დაადო გევორგ პაპოიანი: თბილისმა აზერბაიჯანიდან სომხეთში ბენზინის ტრანზიტს "მაღალი და არაკონკურენტული" ტარიფი დაადო
გადახედვა
-
ბუტკოს ჯუჯა ნაძვი — როგორ შეგიძლია შემოინახო საახალწლო განწყობა მთელი წელი ბუტკოს ჯუჯა ნაძვი — როგორ შეგიძლია შემოინახო საახალწლო განწყობა მთელი წელი
-
ანა ნადარეიშვილი: პოლონეთში ვიყავით ლუკმა-პურის საშოვნელად, იქ გაბრუნებას აპირებდა ბაჩო, თუმცა საზღვარზე არ გაუშვეს ანა ნადარეიშვილი: პოლონეთში ვიყავით ლუკმა-პურის საშოვნელად, იქ გაბრუნებას აპირებდა ბაჩო, თუმცა საზღვარზე არ გაუშვეს
გადახედვა
-
თურქეთში "ისლამური სახელმწიფოს" 115 სავარაუდო წევრი დააკავეს, რომლებიც ახალ წელს თავდასხმებს გეგმავდნენ თურქეთში "ისლამური სახელმწიფოს" 115 სავარაუდო წევრი დააკავეს, რომლებიც ახალ წელს თავდასხმებს გეგმავდნენ
გადახედვა
კომენტარები