ნინო წილოსანი

30 Mar. 2023, 11:32

ბოლო დღეებში ბევრჯერ ვუხსენებივარ მე და გენდერული თანასწორობის საბჭო, თუ ოპოზიციონერ ქალებს, თუ ტელეწამყვანებს. განსაკუთრებულ ყურადღებას არ დავუთმობ მათი საქმიანობის დახასიათებას, ეს ანალიზი და შესაბამისი პოლიტიკური არჩევანის გაკეთება საზოგადოების საქმეა.

ერთს კი ვიტყვი, რაც დარჩება ისტორიას, არის ის რეფორმები, რაც ქალების ინტერესებისთვის გაატარა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა.

მხოლოდ ბოლო ორ წელში:

  • მივიღეთ ახალი გენდერული თანასწორობის კონცეფცია;
  • პირველად ისტორიაში მივიღეთ ქალების ეკონომიკური გაძლიერების კონცეფცია;
  • ძალადობის მსხვერპლთათვის მოვხსენით აქამდე არსებული სავალდებულო სტატუსი, რათა უფრო მარტივად მიიღონ სახელმწიფო სერვისები და დახმარება;
  • ქალებისა და გოგოების ტექნოლოგიებში ჩართვის გაზრდის ვალდებულებით შევუერთდით გაეროს თანასწორობის ფორუმს;
  • შემოვიღეთ ყველა საკანონმდებლო აქტში გენდერული გავლენის ანალიზის ვალდებულება - ყველა ინიციატორი ახლა უკვე იმსჯელებს მისი ინიციატივა რა გავლენას მოახდენს ქალებზე;
  • გავაძლიერეთ ადგილობრივი გენდერული საბჭოები და გავააქტიურეთ გენდერული ბიუჯეტების დამტკიცების პრაქტიკა;
  • შემოვიღეთ სოფლის მეურნეობაში სპეციალურად ქალებზე მორგებული პროგრამა;
  • გავახანგრძლივეთ კვოტების მოქმედების ვადები;
  • კერძო სექტორში დასაქმებულთათვის გავზარდეთ დეკრეტული შვებულების თანხა, აღარ ვამბობ საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის უკვე არსებულ დეკრეტულ შვებულებაზე;
  • პარლამენტში გავხსენით მარო მაყაშვილის სახელობის ოთახი და დავაფუძნეთ გენდერული ჩემპიონებისთვის სპეციალური ჯილდო.
  • ჩატარებულია რამდენიმე საკვანძო თემატური მოკვლევა და მათ საფუძველზე გაცემული რეკომენდაციები, რომლებიც მიემართებოდა ქალების ფინანსურ რესურსებსა და ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, პოლიტიკაში გენდერულ მეინსტრიმინგს და სხვა.
  • ამის გარდა, მიმდინარე რეჟიმში რამდენიმე ცალკე ჯგუფი მუშაობს შშმ ქალებისა და მარტოხელა მშობლის სტატუსის საკითხებზე, ალიმენტის და სხვა საკითხებზე, და მჯერა, რომ ამ თემებსაც მალე მივიყვანთ ბოლომდე.

იქამდე კი:

  • 2017 წელს მოვახდინეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება. ცნობისთვის უკრაინამ მანამდე პოლიტიკური ნების არქონის გამო, მხოლოდ ომის დროს შეძლო ამავე კონვენციის რატიფიცირება.
  • 2019 წელს ირაკლი კობახიძის ლიდით მივიღეთ სექსუალური შევიწროების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები და 2020 წელს, ასევე ირაკლი კობახიძის მონდომებით, გენდერული კვოტები დავნერგეთ.

ეს ყველაფერი იმის შესახებ გენდერული საბჭომ და საპარლამენტო უმრავლესობამ რა გავაკეთეთ. იმ ადამიანებს კი, ზემოთ ვინც ვახსენე, ქალების უფლებების დაცვის მოტივით პოლიტიკურ ტალახს რომ ზელენ, პასუხის ღირსადაც არ ვთვლი. ამიტომ, ჩვენ საქმის კეთებას გავაგრძელებთ ქალების ინტერესებისა და შესაძლებლობების დასაცავად.

პ.ს ამ ყველაფრისთვის მადლობა ყველა განვითარების პარტნიორს, ვინც თავდაუზოგავად გვეხმარებოდა ამ პოლიტიკური რეფორმების გატარებაში, გენდერული საბჭოს ყველა წევრს, ჩვენი საბჭოს სამდივნოს არაჩვეულებრივ თანამშრომლებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას" — საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა
  2. ნინო კუხალეიშვილი: სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით ეცემა | ვიდეო
  3. დავით თარხან-მოურავი: საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, რუსეთი დამარცხდა ანუ ამერიკა ამარცხებს მას
  4. სომხეთის საბაჟომ ირანიდან შემოსულ ტვირთში დამალული 26კგ ბუნებრივი თმა ამოიღო
  5. რა ეღირება ლარი უქმეებზე?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

PHR: სასამართლომ ფსიქიატრიულ დაწესებულებას პაციენტის უფლებების დარღვევისთვის 10 000 ლარის გადახდა დააკისრა

სასამართლომ ფსიქიატრიულ დაწესებულებას პაციენტის უფლებების დარღვევისთვის 10 000 ლარის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ…