ნინო წილოსანი

21 Mar. 2023, 19:55

რაც შეეხება კონკრეტულ პირთან დაკავშირებით, რომელზეც ამბობთ, რომ თუნდაც მის ეთერში რომელიმე ჩვენი კოლეგა ზის, ეს ნიშნავს, რომ თქვენ, ზოგადად, ყოფილი პატიმრების ან მსჯავრდადებულების რესოციალიზაციის წინააღმდეგი ხართ. ამით შეურაცხყოფას აყენებთ ყველა ადამიანს აბსოლუტურად, რომელსაც ოდნავ მაინც კი სასამართლოს რაღაცა გადაწყვეტილება მიუღია და თურმე შემდეგ ეს ადამიანები უნდა მოგლიჯოთ საერთოდ საზოგადოებას და თურმე ეს ადამიანები ფაშისტურად უნდა გარიყოთ სოციუმიდან, რომელსაც არ ვეთანხმები მიუხედავად იმისა, რომ, რა თქმა უნდა, ვეთანხმები, რომ ყველა ადამიანი, რომელიც ქალზე ძალადობს აუცილებლად უნდა იყოს დასჯილი.

ასე უპასუხა ნინო წილოსანმა ანა ნაცვლიშვილს, რომელმაც თქვა, რომ შალვა რამიშვილის წინააღმდეგ სასამართლო გადაწყვეტილებაა გამოტანილი და დადასტურებულია, რომ ის თავის თანამშრომელს სექსუალურად ავიწროებდა, ქართული ოცნების გუნდი კი მასთან თანამშრომლობს და ტელევიზიის ეთერში ზის. ნაცვლიშვილმა განმარტა, რომ ამის შემდეგ ვერ იჯერებს, რომ მმართველ პარტიას ქალთა უფლებები აწუხებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
  2. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  3. ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
  4. ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა
  5. რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ