ვიქტორ ჯაფარიძე

22 Mar. 2023, 17:07

ვინც მოღალატეს დამიძახებს, მიიღებს საკადრის პასუხს ყველა... თქვენ ნუ მასწავლით მე როგორ უნდა მოვიქცე, თუ რაიმე პრეტენზია აქვს, მიმართოს სასამართლოს. მისაღები რომ არ ყოფილიყო, არ გავაკეთებდი. არ არის მისაღები, როდესაც ადამიანს შეურაცხყოფას აყენებენ, ეგ არ არის შეურაცხყოფა, როდესაც... შეურაცხყოფა მომაყენა, მოღალატე დამიძახა. ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, ბოდიში თვითონ მოიხადოს თავის სიტყვებისთვის. და პირი გამოირეცხოს სუყველამ, როდესაც მოღალატეზე საუბრობენ. [...]

მისაღები არ არის, რასაც ესენი აკეთებენ, პოლარიზაციას აკეთებენ მოსახლეობაში, რომ ესეთი ეპითეტებით ამკობენ ადამიანს, ეგაა მისაღები? ეგ მოგწონთ? მატყუარები ბრძანდებით თქვენც და სხვებიც, ვინც ლაპარაკობს, რომ ესაა რუსული კანონი. 

განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ. დღეს, პარლამენტის სხდომაზე, ანტიდასავლური, პრორუსული და ქართული ოცნებისგან ფორმალურად გამიჯნული ხალხის ძალის დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ ოპოზიციონერ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა. მისი გაღიზიანება გამოიწვია სიტყვა "აგენტმა", რომლითაც ის ცოტა ხნის წინ აპირებდა, მოენათლა არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია და სამოქალაქო საზოგადოება. დეპუტატი ძალადობას ამართლებს და ბოდიშის მოხდას არ აპირებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მაგთიკომი": "მოვუწოდებთ "ენერგო-პრო ჯორჯიას", ნუ დატოვებს მოსახლეობას ინტერნეტისა და ტელევიზიის გარეშე"
  2. ათეა-ს პრეზიდენტად კვლავ კახა კალაძე აირჩიეს
  3. ტრამპი 30-მდე ქვეყნის ელჩებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლებს გაიწვევს — მიზეზი და ქვეყნების ჩამონათვალი
  4. გამოძიება ჩვენი ინიციატივით მიმდინარეობს — კახა კალაძე “პროგრეს ბანკთან” დაკავშირებით
  5. მეუფე გიორგი ჯამდელიანის მკვლელობის მცდელობის საქმეში ფიგურანტი მონაზონი თეკლა კუბლაშვილი ეკლესიიდან განკვეთეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"ადამიანები, რომლებიც წარსულში მხილებულნი იყვნენ ძალიან მძიმე დანაშაულებში, დღემდე ფიქრობენ ახალი დანაშაულების ჩადენას" — ირაკლი კობახიძე ბაჩო ახალაიას დაკავებაზე

"მძიმე ფაქტია, რომ ადამიანები, რომლებიც წარსულში მხილებულნი იყვნენ ძალიან მძიმე დანაშაულებში, დღემდე ფიქრობენ ახალი…