ეროვნული ბანკი მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში კონკურსს აცხადებს
ფოტო: ეროვნული ბანკი
თუ ვიზუალური მასალის გაცოცხლება შენი ჰობია ან მოკლე ვიდეოების/რილის გადაღება გიყვარს, მაშინ ეს კონკურსი შენთვისაა! ეროვნული ბანკი მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში კონკურსს აცხადებს. კონკურსის მხარდამჭერია ბაზის ბანკი, ემ ბი სი და კრედო ბანკი.
კონკურსი 2023 წლის 15 მარტს დაიწყება და 1 თვე გაგრძელდება. მისი მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, ასევე, ბაზისბანკის, ემ ბი სისა და კრედო ბანკის, ჩართულობითა და მხარდაჭერით მომხმარებელთა უფლებების დაცვის თემაზე შექმნილი ვიდეო ფორმატის მასალის კონკურსი ცხადდება.
კონკურსში მიიღება ვიდეოფორმატის (Vlog, Motion Design) ნამუშევრები. მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღის წლევანდელი სლოგანი და კონკურსის სახელწოდებაა "იცოდე შენი უფლებები — იყავი დაცული!"
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებისა, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ საკონკურსო პირობებს და წარმოადგენს ნამუშევარს დადგენილ ვადებში. ამასთან, დაუშვებელია ჟიურის შემადგენლობაში შემავალი კომერციული ბანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გამარჯვებულად დასახელდეს იმავე ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომელი.
ვადები და პირობები
ნამუშევარი უნდა პასუხობდეს ფინანსური სექტორის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას რომელიმე ერთ ან, კომბინირებულად, ქვემოთ ჩამოთვლილ რამდენიმე თემაზე:
- მომხმარებელთა უფლებები და ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულებები;
- სესხები და/ან გონივრული სესხება და/ან სესხის ხელშეკრულება;
- ფინანსური უსაფრთხოება და/ან კიბერთაღლითობისგან დაცვა და/ან უსაფრთხოება ინტერნეტში;
- დაზღვევა/პირადი ფინანსების მართვა/დაზოგვა და სხვა
ნამუშევარი შექმნილი უნდა იყოს კონკურსანტის მიერ სპეციალურად ამ კონკურსის ფარგლებში;
ნამუშევარი უნდა იყოს გასაგები ფართო აუდიტორიისათვის და არ უნდა იყოს გათვლილი მხოლოდ ვიწრო ან პროფესიული სეგმენტისათვის;
ნამუშევარი და/ან მასში გამოთქმული ცალკეული მოსაზრებები არ უნდა იყოს ტენდენციური და/ან კომერციული და/ან დისკრიმინაციული და/ან შეურაცხმყოფელი და არ უნდა არღვევდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და აკრძალვებს, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს;
თუ ნამუშევარში გამოყენებულია ისეთი ინფორმაცია, რომელიც მისი ავტორის პირად მოსაზრებას არ წარმოადგენს, უნდა მიეთითოს ამ ინფორმაციის წყარო, ამასთან, ავტორმა უნდა დაიცვას ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული მოთხოვნები და ციტირების სტანდარტები.
კონკურსანტმა თავისი ნამუშევარი უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] და დაელოდოს მიღების დასტურს. იმ შემთხვევაში, თუ ფაილი მოცულობითია, ნამუშევრის გამოგზავნა რეკომენდებულია ნებისმიერი თავისუფლად ჩამოსატვირთი პლატფორმის (მაგ. www.wetransfer.com-ის) ბმულის საშუალებით. კონკურსანტმა წერილის სათაურად უნდა მიუთითოს "მომხმარებელთა უფლებების დაცვის თემატური კონკურსისთვის", ხოლო წერილის შინაარსში — თავისი სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და საცხოვრებელი მისამართი (იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტს სურს თავისი ნამუშევრის ფსევდონიმით გამოქვეყნება, წერილში ასევე უნდა მიუთითოს ფსევდონიმი);
კონკურსანტმა თავისი ნამუშევარი უნდა გააგზავნოს არაუგვიანეს 2023 წლის 31 მარტისა.
გამარჯვებულების გამოვლენის შესახებ
ჟიური გამოავლენს 3 გამარჯვებულს და დააჯილდოებს ქვემოთ მითითებული პრიზებით:
- პირველი ადგილი — 2000 ლარი — სს ბაზისბანკი
- მეორე ადგილი — 1000 ლარი — სს ემ ბი სი
- მესამე ადგილი — 500 ლარი — სს კრედო ბანკი
შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- ნამუშევრის შინაარსის აღქმის სიმარტივე;
- საუკეთესო პრაქტიკული რჩევები;
- გადმოცემის ორიგინალური სტილი.
კონკურსის ფარგლებში შერჩეული ნამუშევრები საქართველოს ეროვნული ბანკის სოციალურ მედიასა და ფინანსური განათლების პორტალზე — www.finedu.gov.ge გამოქვეყნდება და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღის შესახებ
მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე, 15 მარტი, მსოფლიო მასშტაბით 1983 წლიდან აღინიშნება. ინიციატივის მიზანია საზოგადოებაში მომხმარებლის უფლებებისა და მათი დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
ფინანსური სექტორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა მოსახლეობის ყოველდღიურობის ნაწილია. მნიშვნელოვანია, თითოეული მომხმარებელი კარგად იცნობდეს როგორც საკუთარ უფლებებს, ასევე, იმ ვალდებულებებს, რომლებიც ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს მათ მიმართ ეკისრება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ახსოვდეთ, ვის შეიძლება მიმართონ საკუთარი, როგორც მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევაში.
მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით უკვე მესამე წელია აღინიშნება.
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
კომენტარები