ჭამა თუ სექსი — თაგვები საკვებს სოციალიზაციას ამჯობინებენ
ჭამა თუ სექსი? ეს დიდი ხნის შეკითხვაა, რომელსაც მეგობრები ერთმანეთს წვეულებებზე უსვამენ, მაგრამ თაგვების შემთხვევაში საკითხი საკმაოდ საინტერესო კვლევის საფუძველი გახდა. ამან შეიძლება გავლენა იქონიოს იმაზე, თუ როგორ დავძლიოთ ჭარბწონიანობა.
"ერთდროულად ჩვენ მხოლოდ ერთი ქცევის გატარება შეგვიძლია, ამიტომ ტვინმა როგორმე უნდა გამოთვალოს, რომელი იქნება ყველაზე მომგებიანი, ან რა არის ჩვენი ყველაზე გადაუდებელი საჭიროება", — განაცხადა დოქტორმა ტატიანა კოროტკოვამ და კვლევის ავტორმა.
იმის გასაგებად, თუ რომელ თანდაყოლილ მოთხოვნილებებს ენიჭება უპირატესობა თაგვებში, კოროტკოვამ და მისმა გუნდმა შეისწავლეს ნეირონები გვერდითი ჰიპოთალამუსის შიგნით. ეს ტვინის ის რეგიონია, რომელიც ცნობილია როგორც "კვების ცენტრი", რადგან ის პასუხისმგებელია მადასა და წყურვილზე.
შიმშილი თუ სექსი
"ცხოველები შიმშილსა და წყურვილს კონკურენტ მოთხოვნილებებთან ადარებენ. კონკურენციაში ამ შემთხვევაში სოციალური კონტაქტები და შეჯვარება იგულისხმება. თუმცა, ჩვენთვის კვებითი საჭიროებების აღქმისა და გადაწყვეტის ნეირონული მექანიზმები ცუდად არის გაგებული", — წერენ მკვლევრები განცხადებაში.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ კვებაზე პასუხისმგებელი ნეირონები ითრგუნება როდესც საქმე ეხება სოციალურ ინტერაქციას და სექსს. და ეს შიმშილისა და წყურვილის მიუხედავად.
"ჩვენ გვაქვს ეს სისტემა, რომელსაც შეუძლია მხოლოდ ზომიერი შიმშილის რეგულირება, მაგრამ არა ძლიერი შიმშილის. ამან შეიძლება ხელი შეუწყოს იმას, თუ რატომ არ მუშაობს დიეტები: როდესაც საკვების მცირე ხნით არ მიღებაზეა საუბარი, ეს მუშაობას, მაგრამ არა მაშინ როდესაც ამას უფრო დიდი ხნით და სისტემურად ცდილობთ", — განმარტა კოროტკოვამ.
ჯგუფმა თაგვების NtsLH ნეირონების სტიმულირებით დაადგინა, რომ პროცესმა სასმელის მიმართ მოთხოვნილება სოციალიზაციის ხარჯზე გაზარდა.
"ზოგადად მიიჩნევა, რომ ნეირონებს კონკრეტული ფუნქცია აქვთ, მაგრამ აღმოვაჩინეთ, რომ ერთ უჯრედს რეალურად შეუძლია მრავალი განსხვავებული სტიმულის კოდირება. ეს ლოგიკურიცაა, რადგან ერთი უჯრედით სხვადასხვა ფუნქციის შესრულება სისტემის მუშაობას აადვილებს", — თქვა კოროტკოვამ Technology Networks-თან.
კვლევა Cell Metabolism-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები