"გლობალური მასშტაბის სირთულეების მიუხედავად, ეროვნულმა ბანკმა ბევრი წარმატებული რეფორმა გაატარა", — კობა გვენეტაძე
ფოტო: ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მისი 7-წლიანი პრეზიდენტობის ანგარიში წარადგინა. შემაჯამებელ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საფინანსო სექტორისა, აკადემიური წრეების და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გამოსვლაში, კობა გვენეტაძემ ვრცლად ისაუბრა იმ რეფორმების შესახებ, რომელიც მისი პრეზიდენტობის პერიოდში ეროვნულ ბანკში განხორციელდა.
კობა გვენეტაძემ ყურადღება გაამახვილა ამ წლების განმავლობაში არსებულ გამოწვევებზე და თუ რამდენად სწრაფი და ადეკვატური იყო რეაგირება ეროვნული ბანკის მხრიდან. მისი თქმით, ეროვნული ბანკი, ამ პერიოდში, ქვეყნის თითოეულ მოქალაქესთან, ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორთან ერთად, გამოწვევებთან, სირთულეებთან ბრძოლისა თუ წარმატებების უშუალო მონაწილე იყო.
"ამ 7 წლიან პერიოდში ჩვენ ქვეყანაში ერთმანეთს მიდევნებული გარე შოკების მთელი კასკადი ვიხილეთ: როგორც გლობალური ფორსმაჟორები — პანდემია, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, დოლარის ყველა ვალუტასთან მიმართებით ისტორიული გამყარება, ნავთობის ფასების ისტორიული მაქსიმუმი, თქვენ წარმოიდგინეთ, პირველად ისტორიაში, ნავთობზე უარყოფით ფასიც კი დაფიქსირდა, ასევე შიდა კრიზისები — 2019 წელს შეწყვეტილი ფრენები, რამაც შემდგომ ნეგატიურად იმოქმედა მოლოდინებსა და შესაბამისად ეროვნული ვალუტის კურსზე. მაღალი ინფლაცია გახდა აშკარა საფრთხე და ბოლო პერიოდის მნიშვნელოვანი გამოწვევა, არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, პირველად, მრავალი წლის განმავლობაში, განვითარებული ქვეყნებისთვისაც. განსაკუთრებით ასეთ პერიოდშია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოზიციაზე ყოფნა უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის წინაშე. თუმცა, ძალისხმევა არ დაგვიკლია და სირთულეებს თავი გავართვით, უფრო მეტიც - გამოწვევები ბევრ შემთხვევაში წარმატებად ვაქციეთ. ეროვნულმა ბანკმა მიიღო და გაატარა ადეკვატური, თანმიმდევრული და დროული ზომები იმ გლობალურ გამოწვევებზე საპასუხოდ, რომელთა წინაშეც დღეს მსოფლიო დგას. კარგად მესმის, რომ სირთულეები კვლავ არის, თუმცა, ჩვენს მიერ არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმის გარეშე, დამერწმუნეთ, დღეს სურათი გაცილებით მძიმე იქნებოდა", — განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ფოტო: ეროვნული ბანკი
მნიშვნელოვანი რეფორმებიდან კობა გვენეტაძემ გამოყო ლარიზაციის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის, საბანკო ზედამხედველობის, ფინანსური განათლების, გამჭვირვალობის და სხვა მრავალი მიმართულებით ჩატარებული რეფორმები. ანგარიშის თანახმად:
- 100 ათასამდე ოჯახს შეუმცირდა ვალუტაზე დამოკიდებულების ტვირთი;
- შეიქმნა მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტი;
- 2017 წელს დაიწყო მდგრად დაფინანსებაზე მუშაობა და 2021 წელს გამოვიდა პირველი მდგრადი დაფინანსების ანგარიში;
- შემუშავდა ეთიკისა და კორპორაციული მართვის სტანდარტების ჩარჩო;
- გატარდა რეფორმები საბანკო და არასაბანკო ზედამხედველობის მიმართულებით;
- შეიქმნა მონაცემთა ვიზუალიზაციისა და ანალიზის თანამედროვე პლატფორმა Business Intelligence;
- შეიცვალა თავდებობის არასწორი პრაქტიკა;
- დასრულდა ფასიანი ქაღალდების ბაზრის საკანონმდებლო ჩარჩოს რეფორმა და ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოება;
- შეიქმნა ფინანსური ინოვაციების ოფისი;
- 2021 წელს ღია ბანკინგი ამოქმედდა ბანკებისთვის, 2022 წლიდან კი - არა-საბანკო ფინანსური სექტორისთვის;
- პირველი ციფრული ბანკის ლიცენზია გაიცა 2022 წელს;
- ციფრული ლარის პროექტი გადავიდა ტესტირების/პილოტის ფაზაში;
- შეიქმნა საგანმანათლებლო პლატფორმა: www.FinEdu.gov.ge;
- გაუმჯობესდა ცენტრალური ბანკის კომუნიკაცია და გაიზარდა ახალგაზრდების ჩართულობა და სხვა.
შეხვედრის დასასრულს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ყველა სექტორის წარმომადგენელს შვიდწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. განსაკუთრებით აღნიშნა ეროვნული ბანკის თანამშრომლების დამსახურება: "თქვენ უდიდესი მისია გაკისრიათ. ეროვნულ ბანკში თანამშრომლების საკმაოდ დიდი დენადობაა, ამაყი ვარ, რომ ეროვნული ბანკის პროფესიონალთა გუნდი საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან მაღალი ნდობით და რეპუტაციით სარგებლობს. მჯერა, რომ ეროვნული ბანკის მდიდარი პროფესიული გამოცდილების მქონე და გუნდი მომავალშიც წარმატებით გაართმევს თავს დასახულ ამოცანებსა თუ გამოწვევებს და კვლავაც იქნება: ქვეყანაში ფასების და ფინანსური სტაბილურობის გარანტი; დამოუკიდებელი და ეფექტიანი მარეგულირებელი, რომელიც ორიენტირებულია გრძელვადიან შედეგებზე; საფინანსო სექტორში ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის ხელშემწყობი; აღიარებული ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ; საბანკო მომხმარებლების უფლებებისა და ინტერესების დამცველი", — განაცხადა კობა გვენეტაძემ.
-
რუსეთის სტადიონი აცხადებს, რომ კანიე უესტის კონცერტებს არ უმასპინძლებს რუსეთის სტადიონი აცხადებს, რომ კანიე უესტის კონცერტებს არ უმასპინძლებს
გადახედვა
-
ნინო დობორჯგინიძე: განათლების "დეფორმამ ყველაზე დაუცველ ჯგუფები დააზარალა ნინო დობორჯგინიძე: განათლების "დეფორმამ ყველაზე დაუცველ ჯგუფები დააზარალა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით, ამბარი მაღაზიათა ქსელს აფართოებს თიბისის მხარდაჭერით, ამბარი მაღაზიათა ქსელს აფართოებს
-
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2027 წლიდან კანადურ ავტომობილებსა და ფოლადზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2027 წლიდან კანადურ ავტომობილებსა და ფოლადზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს
გადახედვა
-
RS განმარტავს — რომელი სერვისები იქნება ხელმისაწვდომი და რომელი არ იმუშავებს 28 აგვისტოს RS განმარტავს — რომელი სერვისები იქნება ხელმისაწვდომი და რომელი არ იმუშავებს 28 აგვისტოს
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში Global Finance-მა საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
-
ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს
გადახედვა
-
ახსარ ჯიოევი: ცხინვალთან ურთიერთობების მოწესრიგება თბილისის ინტერესებშია ახსარ ჯიოევი: ცხინვალთან ურთიერთობების მოწესრიგება თბილისის ინტერესებშია
გადახედვა
-
ოლეგ ბარციცი: საქართველოს პოზიცია აგებულია ფობიებზე, ფანტომურ ტკივილებზე, ადგილზე არსებული ვითარების უარყოფაზე და რეალობასაა მოწყვეტილი ოლეგ ბარციცი: საქართველოს პოზიცია აგებულია ფობიებზე, ფანტომურ ტკივილებზე, ადგილზე არსებული ვითარების უარყოფაზე და რეალობასაა მოწყვეტილი
გადახედვა
-
რატომ ვუყურებთ ერთსა და იმავე სერიალს მეათედ რატომ ვუყურებთ ერთსა და იმავე სერიალს მეათედ
-
იდეალური მომენტისთვის გადანახული ცხოვრება იდეალური მომენტისთვის გადანახული ცხოვრება
-
3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს 3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს
-
მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს
გადახედვა
-
ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ EU-ის გაფართოების გეგმებიდან საქართველოს გაქრობა მარტა კოსის ბრალია ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ EU-ის გაფართოების გეგმებიდან საქართველოს გაქრობა მარტა კოსის ბრალია
გადახედვა
-
გავიმარჯვებთ! გადამწყვეტი ფაზა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად — საქართველოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი გავიმარჯვებთ! გადამწყვეტი ფაზა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად — საქართველოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დომუსი ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დომუსი ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს
-
მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების პრიორიტეტები წარადგინა — საქართველო არ უხსენებია მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების პრიორიტეტები წარადგინა — საქართველო არ უხსენებია
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაურკვეველი ვადით გადაიდო რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაურკვეველი ვადით გადაიდო
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება? რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახ ხალხს ყურულთაის I არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს ირაკლი კობახიძე კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახ ხალხს ყურულთაის I არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს
გადახედვა
კომენტარები