ადამიანები ჩრდილოეთ ამერიკაში პირველად სულ მცირე 15 500 წლის წინ მოხვდნენ. თუმცა, თუ როგორ მოხდა ეს, არქეოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი დებატების საკითხია.

ათწლეულების განმავლობაში, მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ ადამიანი პირველად ამერიკაში სამხრეთით ბერინგის სრუტის გავლით მოხვდა. ეს სახმელეთო "ხიდია", რომელიც ოდესღაც რუსეთს ალიასკას აკავშირებდა და ახლა დატბორილია. მაშინ, ბოლო გამყინვარების პერიოდში ზღვის დონე უფრო დაბალი იყო და ამ ადგილის ფეხით გავლა შესაძლებელი იყო. თუმცა ბოლო მტკიცებულებების მიხედვით, ეს ადამიანები პირველები არ ყოფილან, ვინც ამერიკის კონტინენტზე ფეხი დადგეს.

ამჟამად ყველაზე პოპულარული "სანაპირო მარშრუტის თეორიის" თანახმად, ეს მისია პირველად ბევრად უფრო შორეულ წარსულში შესრულდა. მაგალითად, 2023 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შესაბამისი პირობები დროის ორ მონაკვეთში იყო. 24 500-დან 22 000 წლამდე და 16 400-დან 14 800 წლამდე.

"ჩვენ უფრო იმისკენ ვიხრებით, რომ ეს პირველად სანაპირო დერეფნის გამოყენებით მოხდა, რომელიც დაახლოებით 22 000 წლის წინ გაიხსნა", — განუცხადა Live Science-ს მაიკლ უოტერსმა, ტეხასის A&M უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა.

20 წლის წინ ხელმისაწვდომი არქეოლოგიური მტკიცებულებები მიუთითებდა, რომ ადამიანები ჩრდილოეთ ამერიკაში პირველად დაახლოებით 13 000 წლის წინ ჩავიდნენ. 13 400 წლის ნაშთები აღმოაჩინეს კლოვისში, ნიუ-მექსიკოში, 1900-იანი წლების დასაწყისში. ეს თანხვედრაში იყო კლდოვანი მთების გასწვრივ ყინულისგან თავისუფალი დერეფნის ჩამოყალიბებასთან.

მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ამ ადამიანებმა ბერინგის ხმელეთის ხიდი გადაკვეთეს — ახლანდელ ალასკაზე გამავალი. თუმცა, ბოლო გათხრები მიუთითებს, რომ კლოვისები არ იყვნენ პირველი ამერიკელები. 2011 წლის სტატიაში ჟურნალ Science-ში წარმოდგენილი იყო მტკიცებულებები ტეხასში ადამიანთა მიერ შექმნილი ხელსაწყოების შესახებ. ისინი 15 500 წლით დათარიღდა. 2021 წლის ნაშრომში, იგივე Science-ში, აღწერილია 23 000 წლის ნაკვალევი, რომელიც New Mexico-ში აღმოაჩინეს.

როგორ მოხვდნენ ადამიანები ამერიკაში შიდა დერეფნის გარეშე, ღია კითხვად რჩება.

"1990-იან წლებში კლოვისის ბარიერის გავლით, ჩვენ ვიცით, რომ ადამიანები ამერიკაში იმყოფებოდნენ სულ მცირე 14 000 წლის წინ, მაგრამ როგორ მოხდა ეს უფრო ადრე ჯერ ზუსტად არ ვიცით", — ამბობს უოტერსი.

ერთი თეორიის მიხედვით, კლოვისებამდე ადამიანები ამერიკაში ნავებით მოხვდნენ.

"პირველი მიგრანტების მიერ გავლილი მარშრუტი თითქმის ნაპირის გასწვრივ იყო", — თქვა მეთიუ დე ლაურიერმა, გამოყენებითი არქეოლოგიის პროგრამის დირექტორმა.

დე ლაურიე ამ ადამიანებს, როგორც კარგ საზღვაო მონადირე-შემგროვებლებს ისე ახასიათებს, რომლებიც ბერინგიდან სამხრეთით დაეშვნენ. ისინი წყნარი ოკეანის სანაპიროზე ნადირობდნენ და საბოლოოდ სამხრეთ ამერიკაში აღმოჩნდნენ.

მიუხედავად ამისა, ორივე დერეფნის ფიზიკური მტკიცებულებები ჯერ ბოლომდე საკმარისი არაა. ჯერ კიდევ საჭიროა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური, გენეტიკური და გეოლოგიური სამუშაოები, სანამ მტკიცედ მივუთითებთ პირველი ამერიკელების ცხოვრებასა და დასახლების პერიოდზე.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.