Google ქმნის ხელოვნურ ინტელექტს, რომელსაც ტექსტის მუსიკად გარდაქმნა შეუძლია
Google-მა შექმნა ახალი ხელოვნური ინტელექტის სისტემა სახელწოდებით MusicLM, რომელსაც ნებისმიერი ჟანრის მუსიკის შექმნა მხოლოდ ტექსტიდან შეუძლია.
თუმცა, მედიის ცნობით, ტექნოლოგიურმა გიგანტმა სისტემის საჯაროდ ჩაშვებისგან ჯერ თავი შეიკავა. ამის მიზეზი კი ეთიკური საკითხებია.
"ეს ჩემთვის ChatGPT-ზე მეტია. Google-მა თითქმის გადაჭრა ის, რასაც თანამეროვე სამყროში მუსიკალურ გამოწვევას ვუწოდებდი", — დაწერა ტვიტერზე Gaudio Lab-ის ხელოვნური ინტელექტის მეცნიერმა, კეუნვუ ჩოიმ.
MusicLM პირველი გენერაციული AI სისტემაა, რომელიც სიმღერებს და მუსიკას რთული კომპოზიციით შექმნის. აღსანიშნავია, რომ სისტემას შეუძლია დაფუძნდეს არსებულ მელოდიებზე, იქნება ეს სტვენა, გუგუნი, სიმღერა ან ინსტრუმენტზე დაკვრა.
Google-ის მკვლევრების აზრით, მას ასევე შეუძლია მიიღოს თანმიმდევრულად აღწერილობების სერია და გადააქციოს ისინი მუსიკალურ "ისტორიად". გარდა ამისა, MusicLM მუსიკას სურათისა და ტექსტის კომბინაციით ქმნის.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სისტემას შეუძლია ვოკალის ტექნიკურად სინთეზირება, შედეგები შორს არის იდეალურისგან და ჯერ კიდევ აქვს პრობლემები.
ასევე: ხელოვნური ინტელექტი თქვენს სიტყვებზე დაყრდნობით მუსიკას შექმნის — მუსიკოსებს სანერვიულო გაუჩნდათ
საავტორო უფლებების საკითხები
ექსპერიმენტის დროს მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ სისტემის მიერ წარმოებული მუსიკის ერთი პროცენტი პირდაპირ დაკოპირებული იყო. ანუ, ხელოვნურმა ინტელექტმა მუსიკა დააკოპირა იქიდან საიდანაც ის გაიწვრთნა. ეს კი პრობლემაა, რომელიც მოსაგვარებელია.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული მუსიკა ყურადღებას იქცევს. მეტიც, იყო შემთხვევები, როდესაც საქმეში გამოძიება ჩაერთო. Jay-record Z-ის კომპანიამ საავტორო უფლებებთან დაკავშრებით Vocal Synthesis-ის წინააღმდეგ 2020 წელს საჩივარი შეიტანა. ეს მას შემდეგ, რაც YouTube არხმა გამოიყენა AI სიმღერების შესაქმნელად.
თავდაპირველად მუსიკა წაიშალა, მაგრამ YouTube-მა მოგვიანებით გადაწყვიტა, რომ მოთხოვნები იყო "არასრული". ამიტომ, მუსიკა კვლავ აღადგინეს.
ფაქტია, გარკვეული დროა საჭირო რათა გადაწყდეს როგორ და რა სახით უნდა გაკონტროლდეს მსგავსი შემთხვევები. როდესაც საქმეში ერთვება ხელოვნური ინტელექტი, რთულია კანონით იმის განსაზღვრა, თუ სად ირღვევა საავტორო უფლებები და სად არა.
Google-ის კვლევა სახელწოდებით "MusicLM შეგიძლიათ იხილოთ აქ, ხოლო მუსიკად გენერირებული ტექსტი შემდეგ ლინკზე.
კომენტარები