საქსტატის ინფორმაციით, დეკემბერში მთლიანი შინა პროდუქტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წლის საშუალო რეალური ზრდა 10,1%-ით განისაზღვრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების საფუძველზე.

  • მშპ და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის მთავარი მაჩვენებელია.
  • მშპ-ს ზრდის ტემპის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სისწრაფეს ასახავს;
  • ნომინალურ ზრდის ტემპთან ერთად გასათალისწინებელია საბაზისო პერიოდიც.

დეკემბერში ზრდის ტენდენცია რამდენიმე მიმართულებით დაფიქსირდა, მათ შორის:

  • მშენებლობის;
  • დამამუშავებელი მრეწველობის;
  • ტრანსპორტისა და დასაწყობების;
  • საფინანსო საქმიანობების;
  • ვაჭრობის.

დეტალები: 2022 წლის იანვარი-დეკემბრის პერიოდში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 32,8%-ით გაიზარდა.

  • ექსპორტი — 31,8%-ით, $5 592.8 მილიონამდე;
  • იმპორტი — 33,2%-ით, $13 450.1 მილიონამდე;
  • გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41.4%-ით მეტი, 6 436 ახალი საწარმო დარეგისტრირდა.
  • დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 18,1%-ით, 13 926.6 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

გაიგეთ მეტი: ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ორნიშნა ინფლაცია ჩრდილავს