ჭიანჭველებს შარდში სიმსივნის უჯრედების აღმოჩენა შეუძლიათ — კვლევა
ახლად გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ჭიანჭველებს კიბოს უჯრედების ამოცნობა ყნოსვით შეუძლიათ. ეს მათი ძლიერი ყნოსვითი რეცეპტორების წყალობით. ეს ჟურნალ Proceedings of the Royal Society B: Biological Sciences-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა. ინფორმაციას The Independent ავრცელებს.
"ჭიანჭველები შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ბიო-დეტექტორები, რათა განსხვავდეს ჯანმრთელი და სიმსივნის მატარებელი მასალა. ჭიანჭველებისთვის უჯრედების გარჩევის სწავლება მარტივია, სწრაფად სწავლობენ და ეს პროცედურა არც ძვირი ჯდება", — ამბობს პატრიზია დ'ეტორი, კვლევის თანაავტორი და სორბონის პარიზის უნივერსიტეტის მეცნიერი.
მეორეს მხრივ, Scientific American ხაზს უსვამს, რომ აქროლვად ორგანულ ნაერთებში სიმსივნის დადგენა შესაძლებელია. შარდის გარდა საუბარია ოფლსა და სუნთქვისას გამოშვებულ ჰაერზე.
როგორი იყო პროცესი?
კვლევის წამყვანმა ავტორმა ბაპტისტ პიკერემ და მისმა გუნდმა დაიწყეს ადამიანის მკერდის კიბოს უჯრედების ქსენოტრანსპლანტაცია თაგვებში. ამით მეცნიერბმა უჯრედებს თაგვებში განვითარების საშუალება მისცეს. მკვლევრებმა შემდეგ აიღეს შარდის ნიმუშები ჯანმრთელი და სიმსივნით დაავადებული ცხოველებისგან.
მკვლევრებმა ჭიანჭველებს ასწავლეს სიმსივნის სურნელის დაჯილდოებასთან დაკავშირება. ამისთვის მათ სიმსივნით დაავადებული თაგვების შარდში შაქარი გაურიეს. ჭიანჭველები ავთვისებიანი თაგვების შარდთან დაახლოებით 20 პროცენტით მეტხანს ჩერდებოდნენ, ვიდრე ჯანმრთელი თაგვების შარდთან.
ჭიანჭველებს სუნის ასოციაციის შესაქმნელად სულ რაღაც სამი ტრენინგი დასჭირდათ, მთლიანობაში დაახლოებით 10 წუთი. ეს ბევრად უფრო სწრაფი და ეფექტიანია ვიდრე ძაღლების გაწვრთნა. ძაღლის შემთხვევაში იგივე შედეგის მიღებას შეიძლება 6 თვე დასჭირდეს.
"ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ჭიანჭველებს შეუძლიათ განასხვაონ ჯანმრთელი თაგვების შარდი სიმსივნის მატარებელი თაგვების შარდისგან. ჩვენ გაგვაკვირვა იმ ფაქტმა თუ რამდენად საიმედო და ეფექტიანი შეიძლება იყოს ჭიანჭველა", — დასძინა მან The Independent-თან.
მეტი Formica fusca-ს შესახებ
შავი ჭიანჭველა, რომელიც ცნობილია როგორც Formica fusca, გავრცელებულია მთელ ევროპაში, ასევე სამხრეთ აზიასა და აფრიკის ზოგიერთ რეგიონში. მისი პოპულარული სახელებია აბრეშუმისებრი და ბნელი ჭიანჭველა.
კლასიკური კონდიცირების სტრატეგიის გამოყენებით, ჭიანჭველების ამ სახეობას განსაკუთრებული მყნოსველობა აქვს. მეტიც, ეს ჭიანჭველები სწრაფად სწავლობენ. ერთადერთი, რაც მათ სჭირდებათ ნამდვილი გრძელვადიანი მეხსიერების განვითარებისთვის, არის სტიმული.
კვლევა გამოქვეყნებულია ჟურნალ Proceedings of the Royal Society B: Biological Sciences-ში.
კომენტარები