მეცნიერების თქმით, სატურნის თოვლით დაფარულ მთვარეზე რაღაც უცნაური ხდება
სატურნის ყინულით დაფარული პატარა მთვარე დიდი ხანია მეცნიერების ინტერესის სფეროა. მიიჩნევა, რომ ენცელადის ყინულოვანი ქერქის ქვეშ თხევადი წყალია. მეტიც, ის ასევე დაფარულია თოვლის მსგავსი მასალით და ეს მეცნიერებისთვის გაუგებარია.
ჟურნალ Icarus-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, მთვარე შესაძლოა ტექტონიკურად ბევრად უფრო აქტიური აღმოჩნდეს, ვიდრე ეს ადრე ეგონათ. ამის მიზეზი თოვლის მსგავსი მასალის ამოფრქვევა უნდა იყოს მასიური ყინულოვანი გეიზერებიდან. ამავდროულად, უფრო მცირე და მსუბუქი ნაწილაკები იფრქვევა გარე სივრცეში, რაც ხელს უწყობს სატურნის მასიური რგოლების შექმნას.
ჩნდება შეკითხვა, მართლა თოვლთან გვაქვს თუ არა საქმე? კვლევა მასალას როგორც რეგოლითს ისე მოიხსენიებს, ხოლო მედიაში სიტყვა "თოვლს" იყენებენ.
"მასალა, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით ენცელადის ზედაპირზე, არ არის წარმოქმნილი პლანეტარული ატმოსფეროდან, როგორც ეს თოვლის შემთხვევაში", — განუცხადა ფუტურიზმს კვლევის ავტორმა ემილი მარტინიმ. "თუმცა, ის თუ როგორ ცვივა ეს ყინულოვანი ნაწილაკები ზედაპირზე, თოვლს მოგვაგონებს და ვფიქრობ, შესაბამისი ანალოგიაა".
ასევე არსებობს შანსი, რომ ენცელადის თოვლი არ იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც აქ, დედამიწაზეა.
"რამდენადაც მე ვიცი, ამ მასალის ფიზიკური თვისებები ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გასაგები", — განუცხადა მარტინმა Futurism-ს და დასძინა, რომ მეცნიერები ცდილობენ გაიგონ ყინულოვანი რეგოლითის თვისებები.
ტერმინოლოგიის განსაზღვრის გარდა, ამ დასკვნამ შესაძლოა გადამწყვეტი როლი შეასრულოს, თუ ოდესმე ენცელადზე ზონდის დასმა მოგვინდება. და, როგორც Science Alert-ი იუწყება, ეს ამად ნამდვილად ღირს! რატომ? მთვარის მიწისქვეშა ოკეანე ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, სადაც შეიძლება არამიწიერი სიცოცხლე არსებობდეს.
2017 წელს NASA-ს კასინის ზონდის მიერ გადაღებულმა მაღალი გარჩევადობის ფოტოებმა გამოავლინა დიდი რაოდენობით კრატერის მსგავსი გეოლოგიური ნიშნები. ისინი ჩნდება მაშინ, როდესაც მასალა იწოვება ქვემოდან სიცარიელის მიერ, განსხვავებით ლავის მილებისა და კირქვის გამოქვაბულებისგან.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ორმოები მთვარის ყინულოვანი ქერქის გატეხვის შედეგია. ეს გრავიტაციული ძალების გამო ხდებოდა, რაც საშუალებას აძლევდა ფხვიერ მასალას ჩავარდნილიყო ახლად წარმოქმნილ ღრუებში.
ამ ორმოების გაზომვით, მათ შეძლეს გაერკვიათ, რომ ამ რეგოლითის სიგანე საშუალოდ 250 მეტრს აღემატებოდა, ზოგიერთ ზონაში კი 701 მეტრის სიღრმეს აღწევდა. მარტინი და მისი კოლეგები ვარაუდობენ, რომ ენცელადის ორმოები ადრე უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო.
მეცნიერები ბოლომდე ვერ ხსნიან თოვლის ფენომენს და მათი თქმით, მთვარეზე რაღაცა უცნაური ხდება, რაც ჯერ არ იციან. ეს ორმაგად საინტერესოა, რადგან როგორც უკვე ვახსენეთ, ენცელადი სიცოცხლის მასპინძლობის საკმაოდ რეალური კანდიდატია.
კომენტარები