75-მეტრიანი კლდიდან ვარდნას Tesla-ს ოთხივე მგზავრი გადაურჩა — როგორ
CNN-ის ცნობით, კალიფორნიის სანაპიროზე დაახლოებით 75-მეტრიანი კლდიდან ვარდნას Tesla-ს ავტომობილის ოთხივე მგზავრი გადაურჩა. ორ მცირეწლოვანსა და მათ მშობლებს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ მიუღიათ.
Tesla ყოველთვის ამტკიცებდა, რომ მისი წარმოებულები ავტომობილები NHTSA-ის (National Highway Traffic Safety Administration) მიერ დატესტილთა შორის ყველაზე უსაფრთხოა. გასულ წელს ევროპულმა NCAP-მა (New Car Assessment Program) Tesla Model Y-ს უსაფრთხოების ნაწილში 92% მიანიჭა, რაც კონკურენტებთან შედარებით ბევრად მაღალი შედეგი იყო.
ეს პროგრამები ავტომობილებს სხვადასხვა სცენარში ამოწმებს: პირდაპირი შეჯახება, გვერდული შეჯახება, შეჯახება კორპუსის უკანა მხარით და ა.შ, თუმცა ვერც ერთი ტესტი ვერ შეამოწმებდა Tesla-ს სედანს ისე, როგორც ეს 2 იანვრის დილით კალიფორნიაში მომხდარმა საგზაო შემთხვევამ გააკეთა.
ავტოსაგზაო შემთხვევა
კალიფორნიის საგზაო პატრულის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა სან-ფრანცისკოდან 32 კილომეტრში მოხდა. Tesla-ს სედანი, რომელშიც ორი ზრდასრული ადამიანი შვილებთან, 9 წლის ბიჭთან და 4 წლის გოგონასთან ერთად ისხდა, გვირაბისკენ გადაადგილდებოდა, როცა მძღოლმა კონტროლი დაკარგა და ავტომობილი დაახლოებით 75 მეტრის სიმაღლის კლდიდან ქვიანი სანაპიროსკენ გადაეშვა.
მაშველების თქმით, მანქანის კორპუსზე არსებული დაზიანებები მიუთითებს, რომ ავტომობილი ზედაპირს რამდენჯერმე დაეხეთქა და გადაბრუნდა. შემთხვევის ადგილზე ვერტმფრენით მისულმა სამაშველო სამსახურმა აღმოაჩინა, რომ მგზავრები ავტომობილს ვერ ტოვებდნენ, თუმცა ყველა მათგანი გონზე იყო.
საბედნიეროდ, ბავშვებს დაზიანებები არ მიუღიათ, მშობლები კი მსუბუქად დაშავდნენ. თავდაპირველი ცნობებით, ავტომობილი თვითმართვად რეჟიმს არ იყენებდა და მას სრულად მძღოლი აკონტროლებდა.
Tesla-ს უსაფრთხოების ზომები
კომპანიის განცხადებით, ვინაიდან Tesla-ს ძრავა არ აქვს, ბატარეების ნაკრები მისი ყველაზე მძიმე ნაწილია, მისი კორპუსის ქვედა ნაწილში განლაგება კი გადაბრუნების რისკს მაქსიმალურად ამცირებს. ავტომობილის დიზაინი მოიცავს გვერდებში განლაგებულ "რაფებს", რომელიც დარტყმის ენერგიას იწოვს და ასევე ავტომობილის მყარი სტრუქტურა სამგზავრო კაბინას ავტომობილის მაქსიმალურად იზოლირებულ ნაწილად აქცევს.
Tesla-ს ავტომობილებს კორპუსის წინა და უკანა მხარეს დიდი ცარიელი სივრცეები აქვთ, რომლებიც ე.წ დეფორმაციის ზონის ფუნქციას ასრულებენ და უსაფრთხოების ბალიშებს სრულად გაშლისა და მგზავრების დაცვის საშუალებას აძლევენ.
ასევე, კომპანია ამტკიცებს, რომ მისი ბატარეები მნიშვნელოვან დაზიანებას იშვიათად იღებენ და ამ შემთხვევაშიც აალება თითქმის გამორიცხულია. წარმოქმნილი ცეცხლი იზოლირებულია და კაბინაში ვერ გავრცელდება.
მაშველებმა კალიფორნიაში მომხდარ შეხვედრას სასწაული უწოდეს, თუმცა არაერთი ადამიანის აზრით, ეს გენიალური ინჟინერიაა.
კომენტარები