"ჩვენი პასუხისმგებლობაა საკუთარი და სხვისი სიცოცხლის დაცვა" — ელენე კალანდაძე თეგეტას წინასაახალწლო კამპანიას შეუერთდა
ელენე კალანდაძე იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ახალ წელს სამსახურში ხვდება და ყველაზე მეტი სამუშაო სწორედ ახალი წლის დამდეგს აქვს. ამასთან, აუცილებლად მოღიმარი, ხალისიანი და ენერგიული უნდა იყოს, რათა სცენიდან ათასობით ადამიანისთვის სადღესასწაულო განწყობა შექმნას.
"წლის ყველაზე ჯადოსნური პერიოდის მოახლოება დიდ ფუსფუსთანაა დაკავშირებული. ჩემს დიდ ოჯახში საქმე ყველა წევრზეა გადანაწილებული. აი, მე, მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო მისია დამეკისრა, რომელსაც ყოველ წელს პირნათლად ვასრულებ - ეს არის ნაძვის ხის მორთვა და, შესაბამისად, სიხარულით და დადებითი ემოციებით, სახლში საახალწლო განწყობის შექმნა. ჩემი პროფესიიდან და ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, უკვე წლებია, ახალი წლის დადგომა, ოჯახურ სამზადისთან ერთად, გაორმაგებულ შრომასთან ასოცირდება. ამ პერიოდში უამრავი სადღესასწაულო ღონისძიება და კონცერტი იმართება და ჩემთვისაც ეს ჯადოსნური პერიოდი განსაკუთრებულად დატვირთულია. ახალი წლის ღამის გატარებაც, ტრადიციულად, სიმღერ-სიმღერით, სხვადასხვა სცენაზე მიწევს. ბოლო გაჩერება კი ყველაზე ტკბილი და თბილია, მაშინ როდესაც ჩემს მძინარე შვილს ვაკოცებ და ახალი წლის დადგომას მივულოცავ", — ამბობს მომღერალი ელენე კალანდაძე.
პროფესიიდან გამომდინარე, ელენესთვის უცხო არ არის, რომ ახალი წლის აღნიშვნას, მხიარულებასთან ერთად, ალკოჰოლის განსაკუთრებით ჭარბი მოხმარება, შემდეგ კი ხშირად არაკეთილგონიერი ქცევა მოსდევს, მათ შორის — მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვა. როგორც ელენე ამბობს, თავადაც მჯდარა ნასვამი საჭესთან და ამას აღარასდროს გაიმეორებს. ყველაზე ცუდად კი ის შემთხვევა ახსენდება, როცა საკუთარი მანქანის მართვის ნება მთვრალ მეგობარს მისცა.
"როცა მთხოვა მეგობარმა საჭესთან დამესვა, რატომღაც, ნება დავრთე, არ ვიცი, რატომ. ამ დროს მანქანაში ბევრნი ვისხედით. უეცრად სიჩქარის დამორჩილება ვერ მოახერხა, გმირთა მოედანზე მანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა და შემაღლებულზე შევარდა. სასწაულებრივად გადავრჩით და, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. მახსოვს, რამდენიმე წამი 2 გაშეშებულები ვისხედით და ვაანალიზებდით, რაც მოხდა. ეს იყო უდიდესი გაკვეთილი ჩემთვის და გარშემო მყოფებისთვის", — აღნიშნავს ელენე კალანდაძე.
სამწუხაროდ, ზოგჯერ არც სხვების და არც საკუთარი მაგალითები საკმარისი არ აღმოჩნდება ხოლმე. სწორედ ამ მნიშვნელოვან საკითხს ეხება თეგეტა ჰოლდინგის წინასაახალწლო კამპანია — აღნიშნე, როგორც გინდა, მაგრამ არ მართო მანქანა ნასვამ მდგომარეობაში". კამპანიის მთავარი ვიდეო ახალი წლის აღნიშვნის განსხვავებულ, მრავალფეროვან გზებს წარმოაჩენს და ხაზს უსვამს, რომ გართობას შეზღუდვები არ აქვს. ერთადერთი, რაც ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, ისაა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანა არ უნდა ვმართოთ.
კამპანიის გზავნილს ელენეც უერთდება და საზოგადოებას მეტი სიფრთხილის
დაცვისკენ მოუწოდებს.
"ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ მტკივნეულ და პრობლემურ თემასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ შევუერთდი თეგეტას ამ მნიშვნელოვან და დროულ კამპანიას. მინდა, თითოეულმა მძღოლმა, კარგად გააცნობიეროს ის საფრთხეები, რაც ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვას ახლავს და ისიც, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა საკუთარი და სხვისი სიცოცხლის დაცვა. გულწრფელად მინდა ვუსურვო საზოგადოებას, უსაფრთხო, დაცულ და სამართლიან ქვეყანაში ცხოვრება. 2023 წელი სიკეთის და სიმშვიდის წელი ყოფილიყოს", — ამბობს ის.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები