საქართველოს ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით ბათუმში ახალი სავაჭრო ცენტრი Batumi Grand Mall გაიხსნება
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად პროექტების განხორციელებას და ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკმა და EBRD-მა, Batumi Grand Mall-თან ერთად პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის შედეგადაც ბათუმში ახალი სავაჭრო ცენტრი გაიხსნება.
პროექტის ჯამური ღირებულება 20 მილიონი ევროა, სესხის მოცულობა 7 მილიონ ევროს შეადგენს, რაც სრულად სავაჭრო ცენტრის მშენებლობის დასრულებას მოხმარდება. პარტნიორობის ფარგლებში, ენერგო ეფექტური დანადგარებისა და სამშენებლო მასალებისთვის კომპანია დამატებით მიიღებს გრანტს EBRD-ის FINTECC პროგრამის ფარგლებში, რომლის დონორები არიან ევროკავშირი და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი.
"მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკისა და EBRD-ის ხელშეწყობით, ბათუმში ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა დავიწყეთ, რომლის ფართობიც 24 000 კვ.მ-ია. ახალი მოლი 2023 წლის შემოდგომაზე გაიხსნება, სადაც წარმოდგენილი 100-ზე მეტი ბრენდი იქნება. მათ შორის, Massimo Dutti, ZARA, Mango, Stradivarius, Tommy Hilfiger, Gant, Guess, US Polo და სხვა. მოლში განთავსებული იქნება, როგორც კვების ობიექტები და კინოთეატრი, ასევე ფიტნეს და საბავშვო გასართობი ცენტრები. მნიშვნელოვანია, რომ სავაჭრო ცენტრის შენობა ენერგოეფექტური იქნება, რომელიც ენერგიის მოხმარებას 35%-მდე შეამცირებს", — განაცხადა Batumi Grand Mall-ის ინვესტორმა, ამირან დარჩიძემ.
"საქართველოს ბანკის ერთ-ერთ უცვლელ პრიორიტეტს ბიზნესის ხელშეწყობა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც ბიზნესის კიდევ უფრო მეტად განვითარებისკენაა მიმართული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, არამხოლოდ ბათუმისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის, რადგან ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას. ასევე შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, სადაც ამ დროის მონაცემებით 750-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება", — განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ოთარ სვანიძემ.
"მოხარულები ვართ, რომ პარტნიორებთან ერთად მხარს ვუჭერთ ბათუმში სავაჭრო ცენტრის მშენებლობას. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული ბიზნესის მხარდაჭერა, რადგან ეს ნიშნავს მეტ სამუშაო ადგილს, მეტ შემოსავალს ადგილობრივი მოსახლეობისთვის და რეგიონული განვითარების ხელშეწყობას. ენერგო ეფექტური ტექნოლოგიები, რაც ინვესტიციის შემადგენელი ნაწილია, სავაჭრო ცენტრის მუშაობისას ნაკლები ენერგიის გამოყენებას გულისხმობს. ეს კი მომავალში ჩადებული ინვესტიციაა", — განაცხადა კატარინა ბიორლენ ჰანსენმა, EBRD- ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში.
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: "პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა" ირაკლი კირცხალია: "პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა"
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კახა კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს" კახა კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს"
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
კომენტარები