ირონიული და სექსისტური ქვეტექსტის კომენტარი კულტურის მინისტრმა ხელოვნების სასახლის დირექტორის, გიორგი კალანდიას პოსტის ქვეშ დაწერა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: თბილისის მუზეუმების გაერთიანების ყოფილმა თანამშრომელმა, თაკო სონღულაშვილმა ფეისბუქზე ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია და მინისტრი წულუკიანი გააკრიტიკა.

  • "ილიას გაუმართლა, რომ კალანდიას ხელში არ იყო ეს მუზეუმი, თორემ აუცილებლად ვიხილავდით თავსაფარწაკრულ წულუკიანს, როგორ უნთებს სანთელს წმინდა ილია მართლის ხატს", — დაწერა სონღულაშვილმა ირონიულად, რასაც მინისტრის თავდასხმა მოჰყვა.

დეტალები: კერძოდ, სონღულაშვილის პოსტი კალანდიამ გააზიარა და თქვა, რომ ის "სხვის დაცინვასა და დაჩრდილვას უხეიროდ ცდილობს".

  • ამ პოსტის კომენტარებში გამოჩნდა მინისტრიც, რომელმაც სონღულაშვილი ირონიულად მოიხსენია და თქვა, რომ თავსაფარს მას უყიდის.
  • "აბა, მანდილებს ეგეთები ვერ იხურავენ. ყიიი, ყიიი, ნისკარტი არ მოგიცვდეს, გოგონი", — წერს მინისტრი, რითაც, სავარაუდოდ, "მანდილოსნობას" უსვამს ხაზს.