მეცნიერები შავი ხვრელიდან მომავალ სინათლის კაშკაშა ნაკადს სწავლობენ — რასთან გვაქვს საქმე
მეცნიერებმა სუპერმასიური შავი ხვრელიდან გამომავალი ნაწილაკების კაშკაშა ნაკადი დააფიქსირეს. მათ ეს დასკვნები Nature-ში 23 ნოემბერს გამოაქვეყნეს.
დაკვირვებები შუქს მოჰფენს შავი ხვრელების მაღალ ენერგეტიკულ მექანიზმებს და ხელს შეუწყობს კოსმიური გიგანტების არსებული კომპიუტერული მოდელების გაუმჯობესებას. ეს ასევე მნიშვნელოვანია ბლაზარების ენერგეტიკულ მექანიზმებში უკეთ გასარკვევად.
ბლაზარის გამოკვლევა უახლესი ინსტრუმენტებით
მეცნიერები კონკრეტულად Markarian 501 (Mrk 501) ბლაზარს დააკვირდნენ. სწორი მონაცემების მისაღებად მათ სჭირდებოდათ ძალიან ზუსტი ტელესკოპი. ასეთი კი NASA-ს რენტგენის გამოსახულების პოლარმეტრიის ტელესკოპი აქვს (IXPE),
IXPE-ს მისია NASA-სა და იტალიის კოსმოსური სააგენტოს (ASI) თანამშრომლობის ნაწილია და ის ასევე ახლახანს დაეხმარა მეცნიერებს შავი ხვრელის გარშემო არსებული ცხელი პლაზმის გამოკვლევაში.
ბლაზარი გალაქტიკის სახეობაა, რომლის ცენტრალური შავი ხვრელი იონიზირებული მატერიის წარმოუდგენლად მძლავრ ჭურვებს კოსმოსში უშვებს. მათი უმეტესობა მაღალი ენერგიის ნაწილაკების სახითაა. მეცნიერებს ჯერ ბოლომდე არ ესმით, როგორ ხდება ამ ნაწილაკების აჩქარება ასეთ მაღალ სიჩქარემდე, მაგრამ დაკვირვებები უახლესი ობსერვატორიებიდან, როგორიცაა IXPE, შესაძლოა დაგვეხმაროს პასუხის მიღებაში.
უახლესი დაკვირვებისთვის, იოანის ლიოდაკისმა ფინეთის ასტრონომიის ცენტრიდან და მისმა კოლეგებმა გამოიყენეს IXPE ობსერვატორია Mrk 501-ის რენტგენის პოლარიზაციის გასაზომად. ამ დაკვირვებებიდან მიღებული მონაცემების შედარებისას რადიო და ოპტიკურ პოლარიმეტრულ მონაცემებთან, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ბლაზარის ჭავლებში მაღალსიჩქარიანი ნაწილაკების აჩქარება გამოწვეული იყო დარტყმითი ტალღით.
ასვე: რა არის შავი ხვრელი — ყველაფერი, რაც ამ მისტიკურ ობიექტებზე ვიცით
სუპერმასიური შავი ხვრელების მექანიზმების გამოკვლევა
პრესისთვის განცხადებაში მკვლევრები განმარტავენ, რომ ეს შედეგები აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება პოლარიზაციის სხვადასხვა გაზომვების გამოყენებით შეისწავლონ სუპერმასიური შავი ხვრელის სისტემები.
შემდეგი პოდკასტი: შავი ხვრელები — სამყაროს ყველაზე მისტიკური ობიექტები
განცხადებაში ასტროფიზიკოსმა ლეა მარკოტულიმ თქვა, რომ შედეგები საბოლოოდ დაეხმარება სამეცნიერო საზოგადოებას წარმოუდგენლად მაღალი სიმძლავრის სინათლის ნაკადის წარმოშობის დადგენაში, რომელიც ბლაზარებიდან გამოდის.
"რენტგენის პოლარიმეტრია საშუალებას მოგვცემს შევისწავლოთ ეს წარმოუდგენლად მძლავრი სხივები", — თქვა მან.
ცნობისთვის, 2020 წელს ასტრონომებმა აღმოაჩინეს ყველაზე შორეული ბლაზარი, რომელიც ოდესმე დაუფიქსირებიათ. ის ჩვენგან 13 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი სინათლე ჩვენამდე სამყაროს ადრეული ეტაპიდან აღწევს. ეს ის დროა, როდესაც სამყარო შედარებით ახალგაზრდა იყო — საუბარია 1 მილიარდ წელზე.
კომენტარები