კელი დეგნანი

18 Nov. 2022, 19:00

არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაზე გარკვეული შეზღუდვების დაწესება, ეს მაგონებს კრემლის სახელმძღვანელო წიგნიდან ამონაწერს. ეს ისაა, რაც რუსეთში არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით ხდება და არა ის, რაზეც ქართველი ხალხი გასული 30 წლის განმავლობაში მუშაობდა.

ჩემი გამოცდილებით, რადგან ვმოგზაურობ საქართველოს გარშემო, რაც მინახავს, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეებია გაკეთებული არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

ისინი მუშაობენ გარემოსდაცვით პრობლემებზე, მუშაობენ სამართლებრივი დახმარების უზრუნველსაყოფად, ეხმარებიან გაჭირვებულ ოჯახებს. ეს ის ორგანიზაციებია, რომლებიც ეხმარებიან სტუდენტებს, ახალგაზრდებს, მზრუნველობა მოკლებულ და უნარშეზღუდულ ადამიანებს.

არის ბევრი სხვადასხვა სახის არასამთავრობო ორგანიზაცია და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფი, რომლებიც იმიტომ შეიქმნა, რომ ეს ქვეყანა, ეს საზოგადოება უკეთესი გახადოს ყველა ქართველი მოქალაქისთვის. ამიტომ ვუჭერთ მხარს იმ ქართველებს, რომლებიც იკრიბებიან არასამთავრობო ორგანიზაციების შესაქმნელად. ჩემთვის გასაკვირია, რადგან ბევრი პარლამენტის წევრი NGO-ში მუშაობდა, NGO-დან დაიწყო, საქართველოს გაზრდა-განვითარებაში NGO-ების მეშვეობით მონაწილეობდა. ამიტომ გასაკვირია, როცა ვისმენ, რომ ზოგიერთი მათგანი დღეს ენჯეოების მუშაობას აკრიტიკებენ.

განაცხადა აშშ-ის ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას. ასე კელი დეგნანი არასამთავრობო სექტორისთვის შეზღუდვების დაწესებაზე ხალხის ძალის ინიციატივას გამოეხმაურა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  2. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  3. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  4. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  5. თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ლაზარე ჯორბენაძის მეგობარი: დავით გარეჯთან დაკავშირებული დოკუმენტების შესახებ ჩემი ჩვენება ოქმში არ ასახულა

გარდაცვლილი უფლებადამცველის, ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის მეგობარი გიორგი ლილუაშვილი "ტვ პირველთან" საუბრისას ამბობს,…