კელი დეგნანი

22 Nov. 2022, 14:30

ძალიან მნიშვნელოვანი რჩევაა, [დეოლიგარქიზაციის კანონის ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნა] განსაკუთრებით როდესაც ის მოდის ევროდელეგაციისგან, ევროპის წარმომადგენლებისგან საქართველოში, რადგან ეს არის ის ინსტიტუტი, ვისთანაც თანამშრომლობს საქართველო რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანი რჩევაა მათი მხრიდან. ვენეციის კომისიის მიერ დეოლიგარქიზაციის კანონის განხილვა მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, არსებობდა რაღაც დაბნეულობა ამასთან დაკავშირებით. იგივე კანონი, რომელიც უკრაინაში შემუშავდა და იყო ვენეციის კომისიაში , შემდგომ გამოიწვიეს უკან დასკვნისთვის, თუმცა, რადგანაც ეს კანონი არის ახალი მიმართულება, საკმაოდ კომპლექსური, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ევროპის სამართლის ექსპერტებმა გადახედონ ამ კანონს, შეისწავლონ და შემდეგ გააკეთონ დასკვნები ამასთან დაკავშირებით, მისი კომპლექსურობიდან გამომდინარე. ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იქნება ეს საქართველოსთვის. 

არის თუ არა ევროპარლამენტის რჩევა მნიშვნელოვანი, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი ვენეციის კომისიას გადაეგზავნოს, ამის შესახებ კელი დეგნანმა USAID-ის პროგრამის ერთიანობა მრავალფეროვნებაშია გახსნის ღონისძიებაზე ისაუბრა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  2. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  3. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
  4. გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
  5. ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა

მსჯავრდებული გიორგი დავითაძის უფლებადამცველი, სალომე ჯანუაშვილი პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც უწყება…