წერილი უცნობ მძღოლებს — ანა გოგუაძე თეგეტა ჰოლდინგის კამპანიას შეუერთდა
ფოტო: თეგეტა ჰოლდინგი
"...ნუ შემიშლით ხელს, გადავადგილდე დამოუკიდებლად, მშვიდად და თავისუფლად. პატივისცემით,
ანა გოგუაძე".
ასე ამთავრებს ანა წერილს უცნობებისთვის. ანამ წერილი თეგეტა ჰოლდინგის კამპანიის ფარგლებში დაწერა და მისი დახმარებით მძღოლებს საგზაო მოძრაობის კულტურაზე ზრუნვისკენ მოუწოდებს.
ანას თხოვნის წერილი უდიდეს პრობლემას — ეტლით მოსარგებლე მოქალაქეებისთვის გადაადგილების უფლების შეზღუდვას ეხება. მისი გზავნილი კი თეგეტამ თბილისის ქუჩებში პარკირების წესების დარღვევით გაჩერებული ავტომობილების მძღოლებს დაუტოვა.
ქალაქში, რომელიც არც ისე მეგობრულია ეტლით მოსარგებლეებისთვის, სადაც პანდუსისა და ადაპტირებული გარემოს პოვნა ისედაც რთულია, ანას თქმით, არიან მძღოლები, რომლებიც განზრახ ან გაუაზრებლად მის უფლებებს არღვევენ. წერილის ავტორს მიაჩნია, რომ მათთან პირდაპირი კომუნიკაცია შესაძლოა, პრობლემის მოგვარების ყველაზე ეფექტიანი გზა იყოს.
ანა გოგუაძე, ფოტოგრაფი, მზიურის კაფეს დამფუძნებელი: "ყველაზე გულდასაწყვეტია ისეთი შემთხვევები, როცა მანქანიდან გადმოვდივარ, ვიცი, იქ პანდუსია, მაგრამ არასწორად გაჩერებული მანქანით მასთან მისასვლელი გზა გადაკეტილია. ამ დროს ვდგავარ და ველოდები მძღოლს, იქნებ ახლოსაა და გამოჩნდეს. ვცდილობ, დაველაპარაკო და ავუხსნა, რამხელა დისკომფორტს მიქმნის.
ჩემი დანახვისას ძალიან იბნევიან. რატომღაც არ ელოდებიან, რომ გამოვჩნდები; რომ ნამდვილად გვჭირდება ეს ადგილი და ნამდვილად შეგვიქმნა პრობლემა".
ანა მიიჩნევს, რომ ეტლით მოსარგებლეების უფლებებისა და საჭიროებების უგულებელყოფა თითქოს ნორმად ჩამოყალიბდა. ამიტომაც სიამოვნებით შეუერთდა თეგეტა ჰოლდინგის კამპანიას. ამ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად რამდენიმე მძღოლი მაინც თუ დაფიქრდება საგზაო მოძრაობის კულტურაზე, მიიჩნევს, რომ მთავარ მიზნამდე სვლის დასაწყისი წარმატებულია.
"ხშირად ველოდებით ვიღაცას, ვინც რაღაცას მოაგვარებს, რაღაცას დაიწყებს. არადა მთავარია, თავად დავიწყოთ. შეიძლება თავიდან მოგვეჩვენოს, რომ მხოლოდ ჩვენ ვიქცევით კარგად, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებისთვისაც უკვე ჩვენი ქცევა იქნება მისაბაძი.
გარემოს, ქალაქს, ყველაფერს ჩვენ გარშემო ქმნიან ადამიანები და ის მიდგომა, რომ „მე არ მეხება, ჩემთვის სულერთია, ეტლი როგორ გაივლის“... ეს არასწორი დამოკიდებულებაა ჩვენი თანამოქალაქეების, ერთმანეთის მიმართ", — ამბობს ანა გოგუაძე.
თეგეტა ანას გზავნილს იმ უცნობ მძღოლებს დაუტოვებს, ვინც მის ადგილზე ტოვებს მანქანას. წერილის ავტორთან ერთად, კომპანიის ავტორებსაც იმედი აქვთ, რომ მოახერხებენ და არსებულ სიტუაციას შესაძლოა ნელა, მაგრამ უკეთესობისკენ შეცვლიან.
ნათიკა ბერძული, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: უკვე მეოთხე თვეა, თეგეტას კამპანია მიმდინარეობს. ვცდილობთ, სხვადასხვა აქტივობით ჩვენს თანამოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რას ნიშნავს საგზაო მოძრაობის კულტურა. დავუკავშირდით ჩვენს თანამოაზრეებს, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით გამორჩეულ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი წუხილის შესახებ მძღოლებისთვის პერსონალური მიმართვები დაწერეს. შემდეგ ეს მეგობრული "საჯარიმო" წერილები ადრესატს დაუტოვეს. ვფიქრობთ, პერსონალურ კომუნიკაციას კარგი შედეგი მოაქვს. როცა ადამიანს მეგობრულად უხსნი, რა გაწუხებს, რა პრობლემებს გიქმნის ყოველდღიურობაში მისი, ერთი შეხედვით, უწყინარი ქცევა, ისიც შემოდის შენს მდგომარეობაში და იაზრებს, რომ ამით ზიანს გაყენებს. შესაბამისად, ქცევის შეცვლის ალბათობა იზრდება. გვჯერა, რომ ძირეული ცვლილებები ერთეული ადამიანების საერთო ძალისხმევით მიიღწევა".
შეგახსენებთ, რომ თეგეტა ჰოლდინგის ახალი კამპანია "იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე" ივლისში დაიწყო და მისი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საგზაო მოძრაობის კულტურის გაუმჯობესებაა.
-
ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა
გადახედვა
-
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
-
ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა
გადახედვა
-
Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია
გადახედვა
-
ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა
-
იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს
გადახედვა
-
1.4 მილიონი წლის ნაფეხურები ადამიანის ზომის ჰომინინების აღმოჩნდა — რა გავიგეთ მათზე 1.4 მილიონი წლის ნაფეხურები ადამიანის ზომის ჰომინინების აღმოჩნდა — რა გავიგეთ მათზე
გადახედვა
-
ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული დრონების გამო რუსეთის ცა დაიკეტება — პუტინის პასუხი ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული დრონების გამო რუსეთის ცა დაიკეტება — პუტინის პასუხი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი: სრულიად ბუნებრივად მიჩნდება განცდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სიცოცხლე ახლა უკვე საფრთხეშია ირმა ინაშვილი: სრულიად ბუნებრივად მიჩნდება განცდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სიცოცხლე ახლა უკვე საფრთხეშია
გადახედვა
-
თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ
გადახედვა
-
პროკურატურამ ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
საია პროკურატურას მოუწოდებს, ია სირანაშვილზე პოლიციელების შესაძლო ძალადობის ფაქტი გამოიძიოს საია პროკურატურას მოუწოდებს, ია სირანაშვილზე პოლიციელების შესაძლო ძალადობის ფაქტი გამოიძიოს
გადახედვა
-
ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს — რა ვიცით? ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს — რა ვიცით?
გადახედვა
-
ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი
გადახედვა
-
"მდინარაძის გამოგზვანილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში? "მდინარაძის გამოგზვანილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
გადახედვა
-
საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს
გადახედვა
-
მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ?
-
ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს
გადახედვა
-
ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება
გადახედვა
-
ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა
გადახედვა
კომენტარები