ბოლო ათ თვეში ნავთობკომპანიების აქციების ფასები მკვეთრად გაიზარდა
რუსეთ-უკრაინის ომის გავლენით, 2022 წელს გლობალური ეკონომიკა მოსალოდნელზე ნაკლებად გაიზრდება. სახელმწიფოები, კომპანიები და მათში დასაქმებულები დაგეგმილზე ნაკლებ შემოსავლებს მიიღებენ, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. ასეთი გამონაკლისები კი ნავთობკომპანიებია.
Brent-ის მარკის ბარელი ნავთობის ფასი წლის დასაწყისში $80-ს შეადგენდა, 10 ნოემბრის მდგომარეობით ფასი $92-ა, თუმცა მარტიდან ივლისის ჩათვლით მისი ღირებულება $100-ს აჭარბებდა და რამდენჯერმე $120-საც გადასცდა. დინამიკა მსგავსია WTI-ს შემთხვევაშიც. ნედლი ნავთობის გაძვირებამ BP-ს Shell-ისა და Exxon mobil-ის აქციების ფასთა ზრდა გამოიწვია.
BP-ს კაპიტალიზაცია 1-ლი იანვრის მდგომარეობით $88 მილიარდს შეადგენდა, 10 თვის თავზე ბრიტანული ნავთობკომპანიის აქციების ჯამური ღირებულება $100 მილიარდამდე გაიზარდა. მარტსა და ივლისში $110 მილიარდს აღწევდა, მაგრამ პანდემიამდელ ნიშნულს ვერც მაშინ გაუთანაბრდა. 2020 წლის თებერვალში BP-ის ღირებულება $122 მილიარდს შეადგენდა.
ბოლო 10 თვეში BP-ის ერთი აქციის ღირებულება $27,4-დან $32.9-მდე გაიზარდა.
$175 მილიარდიდან $190 მილიარდამდე გაიზარდა კიდევ უფრო მსხვილი Shell-ის კაპიტალიზაციაც. BP-ს მსგავსად, მიუხედავად იმისა, რომ ნედლი ნავთობის ფასმა მარტში 14 წლიანი რეკორდი მოხსნა, პანდემიამდელ მაჩვენებელს ვერც Shell-ის ღირებულება გაუთანაბრდა. 2019 წლის დეკემბერში Shell $240 მილიარდი ღირდა.
ბოლო 10 თვეში Shell-ის ერთი აქციის ღირებულება $42,2-დან $53,9-მდე გაიზარდა.
ზრდის ტემპი ბევრად უფრო შთამბეჭდავი შეერთებულ შტატებში აღმოჩნდა სადაც 10 თვეში Exxon mobil-ის კაპიტალიზაცია $260 მილიარდიდან $455 მილიარდამდე გაიზარდა. ამ შემთხვევაში მისმა ღირებულებამ პანდემიამდელ პერიოდს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. 2019 წლის ბოლოს Exxon mobil-ის ღირებულება $295 მილიარდს შეადგენდა.
ბოლო 10 თვეში Exxon mobil-ის ერთი აქციის ღირებულება $68,9-დან $110,5-მდე გაიზარდა.
ბრიტანულ-ამერიკული კომპანიების გარდა გაზრდილია როგორც ჩინური, ისე არაბული ნავთობკომპანიების აქციათა ღირებულებაც. Saudi Aramco-ს კაპიტალიზაცია $2 ტრილიონს აღწევს და 2022 წლის ნოემბრის მდგომარეობით Apple-ის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.
ნედლი ნავთობისა და ნავთობკომპანიის ღირებულება ყოველთვის პირდაპირპროპორციული არ არის, თუმცა, როგორც წესი, კომპანიის აქციათა ფასები წიაღისეულის ფასს მიჰყვება. დანარჩენი ფაქტორები შეიძლება იყოს ბუნებრივი გაზის ფასი, (ნავთობკომპანიები, როგორც წესი, გაზსაც მოიპოვებენ), მოთხოვნის მოცულობა, შიდა სტრუქტურული მდგომარეობა და ა.შ.
შიშები იმის შესახებ, რომ ბარელი ნავთობის ფასი $200 ან მითუმეტეს $300-ს გადასცდებოდა არ გამართლდა და ამ ეტაპზე მსგავსი პროგნოზის გაკეთების რაიმე წინაპირობა არ არსებობს, თუმცა არც ფასების მკვეთრი კლებაა მოსალოდნელი. ირანთან მოლაპარაკება ვერ მოხერხდა, OPEC+ ქვეყნებმა კი ნავთობის მოპოვების დღიურად 2 მილიონი ბარელით შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
კომენტარები