ომბუდსმენობის კანდიდატი ფიქრობს, რომ კონსტიტუციაში ქორწინებაზე ჩანაწერი "ამ მომენტისთვის" სწორია
ფოტო: კადრი ვიდეოდან
პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველობის კანდიდატს ლელა გაფრინდაშვილს უსმენენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: გაფრინდაშვილი ომბუდსმენობის 19 კანდიდატს შორის ერთ-ერთია. ამ კვირაში ყველა მათგანს უნდა მოუსმინონ.
- კონსტიტუციაში ოჯახი განსაზღვრულია ქალისა და კაცის ერთობად. ეს ჩანაწერი 2018 წელს გაჩნდა, ინიციატორი კი ირაკლი ღარიბაშვილი იყო.
- არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველო ვალდებული იყო, მიეღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, რაც კონკრეტულად ქორწინების რეგულირების საკითხებს არ შეეხებოდა.
დეტალები: ომბუდსმენობის კანდიდატს უმეტესობა კითხვები ქართული ოცნებიდან დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა დაუსვა. ჰკითხა, არის თუ არა საქართველო სეკულარული სახელმწიფო, რაზეც გაფრინდაშვილმა უპასუხა:
- "დიახ, საქართველო სეკულარული სახელმწიფოა თავისი კანონმდებლობით, შინაარსით. [...] რაშიც ცივილიზაცია იგულისხმება, რომ არ არის თეოკრატია ვთქვათ, ან ავტოკრატია ან ასეთი რაღაც"
- შემდეგი კითხვა იყო, როგორ აფასებდა კანდიდატი ეკლესიის და სახელმწიფოს დამოკიდებულებას.
- "არ ვთვლი არანაირად, რომ რამე შეზღუდვები არსებობს და კონკრეტული კონფესია იზღუდება საქართველოში", — უპასუხა გაფრინდაშვილმა.
- "ორი წელი ვიმუშავე საზოგადოებრივ მაუწყებელში, რომელიც სრულიად სტერილურია რელიგიური კონფესიების მიმართ, ჩვენ შეიძლება კომერციულ ტელევიზიებს ვერ მოვთხოვოთ, რომ ყველა კონფესია წარმოადგინოს მაგრამ საზმაუს აქვს ვალდებულება და არ შეიძლება რომ ასეთი სტერილური იყოს ეს დაწესებულება", — ამბობს ომბუდსმენობის კანდიდატი.
ჩანაწერი კონსტიტუციაში: მათიკაშვილმა დასვა კითხვა — "კონსტიტუციაში გვაქვს ჩანაწერი ქორწინების შესახებ, თუ გაიხსენებთ როგორი ჩანაწერია, რა სიტყვებით არის?"
- "არ მახსოვს ზუსტი ფორმულირება როგორია, მე მგონი, ქალსა და კაცს შორის კავშირია ჩაწერილი", — უპასუხა გაფრინდაშვილმა.
- მათიკაშვილმა დააზუსტებინა, თვლიდა, თუ არა, რომ ეს სწორი ჩანაწერია, რაზეც ომბუდსმენობის კანდიდატი ამბობს, რომ "ამ მომენტისთვის სწორი ჩანაწერია".
- "ეს როგორი რაღაც არის იცით რომ განგსტერულ ფილმებში საკონტროლო გასროლა რომ არის, ასეთი კითხვაა. რისთვის არის … თქვენ მეკითხებით როგორ ვუყურებ მე სექსუალურ უმცირესობებს და მათ შორის ქორწინებას. ეს არის ძალიან საკამათო საკითხი, ეს უნდა იყოს საგანი ფართო საზოგადოეობრივი დისკუსიებისა და ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის", — აცხადებს სახალხო დამცველობის კანდიდატი.
მათიკაშვილმა თქვა, რომ ეს ჩანაწერი არის იმ საკონსტიტუციო რეფორმის შედეგი, რომელიც განხორციელდა 2017-2018 წლებში განხორციელდა.
- "კონსტიტუცია შეივსო, პრაქტიკულად თავიდან შეიქმნა ახალი კონსტიტუცია, სადაც აბსოლუტურად გათვალისწინებული იყო ეს ახალი მომენტი, რომელსაც ვეთანხმებით და პირიქით, ჩვენი ინიციატივით განხორციელდა", — თქვა მათიკაშვილმა.
მოგვიანებით პარლამენტარი ხათუნა სამნიძის დამაზუსტებელ კითხვაზე, რატომ თვლის გაფრინდაშვილი, რომ "იმ მომენტისთვის" სწორი იყო ეს გადაწყვეტილება და რას გულისხმობდა "იმ მომენტში", სახალხო დამცველობის კანდიდატმა უპასუხა, რომ როცა "მომენტზე" საუბრობდა, გულისხმობდა იმ ვითარებას, "რაშიც ვიმყოფებით".
- სამნიძემ ასევე იკითხა, "არის თუ არა ამის კონსტიტუციაში ჩაწერა პოლიტიკური მანიპულაცია ყველანაირი მსჯელობის გარეშე, როცა ქვიარ ორგანიზაციებიც ეწინააღმდეგებიან ჩანაწერის გაკეთებას მაშინ, როცა არც არავინ ითხოვდა ამას
- სახალხო დამცველობის კანდიდატმა კი აღნიშნა, რომ ჩაწერის მომენტში არ ახსოვს დისკუსიები — "ამ ჩაწერასთან დაკავშირებითაც ვეთანხმები დისკუსიებს. ნებისმიერი, რაც კეთდება ისეთ ფუნდამენტურ დოკუმენტში, როგორიც კონსტიტუციაა, ასევე უნდა იყოს ფართო საზოგადოებრივი განხილვების და კონსენსუსის საგანი. თუ განხილვები არ ყოფილა, ესე იგი, არ არის სწორი".
-
კახი კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს" კახი კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს"
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
-
Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა
გადახედვა
-
რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ
გადახედვა
-
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
გადახედვა
კომენტარები