მასწავლებლების 10 საყვარელი ფრაზა, რომელზეც ყველა მოსწავლეს ჩაეღიმება
ფოტო: Warner Bros.
ყველა ჩვენგანს გამოუვლია წლები, როდესაც ცარცით თეთრად შეღებილი ანდაც მელნით ლურჯად მოთხუპნული თითებით შემოგვივლია იმ შენობის გრძელი დერეფნები, რომელსაც ხან საპყრობილედ, ხან კი სახლად მივიჩნევდით; საკლასო ოთახის კედელზე ჩამოკიდებული უზარმაცესი საათისთვისაც გვიხვეწნია, ცოტა აჩქარებულიყო, მასწავლებელზე ანდა კლასელებზე გულმოსულს ფანჯარაში ცქერა და ჰორიზონტის დაჟინებით თვალიერებაც დაგვიწყია, ანდაც ჭორაობის ხასიათზე მოსულს, გაკვეთილის დროს მეგობრებთან წერილების გაცვლაც გვითავია.
შესაძლოა, სწორედ ახლა გადიხარ ამ გზას და დაუსრულებელიც გეჩვენება, მაგრამ იცოდე, ერთ დღესაც აუცილებლად დამთავრდება და შენც აუცილებლად მოიგონებ იმ ფრაზებს, რომლებიც იყო დრო, ყოველდღიურად გესმოდა და საკუთარი სახელი და გვარივით გაზეპირებული გქონდა.
მაშ ასე, მასწავლებლების 10 საყვარელი ფრაზა, რომელზეც ალბათ ყველა მოსწავლეს ჩაეღიმება:
1. დაფასთან ვინ მოვა?!
ფოტო: Giphy
ეს ფრაზა "გამობრძანდი დაფასთან" ფრაზის ბიძაშვილია. ცოტა მეტად კეთილგანწყობილი, ცოტა მეტი არჩევანის მომცველი, თუმცა მაინც ყველა მოსწავლისთვის ავისმომასწავლებელი. ამ დროს გადარჩენის შემუშავებული ტაქტიკა — ა) ვთამაშობთ, ვითომ ჩანთაში რაღაც სასიცოცხლოდ აუცილებელს ვეძებთ და კითხვა ვერ გავიგეთ, ბ) ვთამაშობთ, ვითომ ძალიან დაგვაინტერესა რომელიღაც გვერდმა სახელმძღვანელოში და ერთი სული გვაქვს, ბოლომდე ჩავიკითხოთ.
2. კარნახი არ გავიგო!
ფოტო: Warner Bros.
ერთმანეთის მოსისხლე მტრებად ქცეულმა კლასელებმაც კი იციან, რომ დაფასთან გასვლის დროს ყველა ბრძოლა ჩერდება და დროებითი ზავის პირობებში ჰაერში მშვიდობის მტრედები დაფრინავენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეტყობინებებით. მასწავლებლებს კი რატომღაც ეს შეტყობინებები არაფრად ეპიტნავებათ და, ან თქვენი ხმა არ გავიგო, ან თუ ასეთი ჭკვიანები ხართ, თქვენ გამოდით დაფასთანო, მტრულად გთავაზობენ.
3. ნიშნები კარგად გინდათ თქვენ და თქვენს მშობლებს!...
ფოტო: Warner Bros.
აქ ალბათ თქვენ ან თქვენმა მშობლებმა რომელიღაც კრებაზე უნებლიეთ გაანაწყენეთ და ფიქრობს, დროა, შეგახსენოთ, ვის ხელთაა აქ ძალაუფლება!
4. მასე დედათქვენებს ეტლიკინეთ!
ფოტო: Gifs
აქ რაღაცაზე იმდენად განარისხეთ, რომ მხოლოდ თქვენი გამოლანძღვა აღარ კმარა, დედებსაც უნდა გადაწვდეს და თუ საჭირო გახდა, ყვავი ჩხიკვის მამიდამდეც მივა!
5. სიწყნარე! ბუზის გაფრენის ხმა გავიგო!
ფოტო: Tenor
ნეტავ, თუ იციან ბუზებმა როგორ უყვართ მათი ხმა მასწავლებლებს?! ან საერთოდაც, რა ესაქმება სკოლაში ბუზს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მანდ ყველა და ყველაფერი მისაღებია, მხოლოდ თქვენ ხართ კრიტიკის საგანი!
6. ყველა რომ ხიდიდან გადახტეს, თქვენც უნდა გადახტეთ?!
ფოტო: Tenor
არ გაბედოთ და არ უთხრათ, რომ სიტუაციას გააჩნია. თვალები დამნაშავესავით დახარეთ და თუ შეწუხებულ სახეს ვერ იღებთ, ან არც ისე დამაჯერებელს, ფარულად ფეხზე იჩქმიტეთ და, სავარაუდოდ, ყველაფერი მოგვარდება.
7. სად გაიზარდეთ?!
ფოტო: Giphy
აქაც რაღაცაზე იმდენად განარისხეთ, სხვა ახსნას ვერ პოულობს — ალბათ ბნელი სულები გზრდიდნენ და თქვენ უკეთესი როგორ იქნებოდით!
8. ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი...
ფოტო: Warner Bros.
აქ ალბათ თქვენი რომელიმე ჩურჩუტელა კლასელის დედაა სკოლაში მობრძანებული და თქვენი ძვირფასი მასწავლებლები რატომღაც მაინცდამაინც ახლა მორცხვობენ და ერიდებიან სიმართლეს.
9. მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი ბავშვის მშობელია
ფოტო: Warner Bros
აქ ან თქვენ შეაქეთ ან თქვენმა მშობელმა და მზადაა, გულში ჩაგიკრათ და აღარ გაგიშვათ, სანამ ისევ ნერვებს არ მოუშლით თქვენ და თქვენი მშობლები!
10. ვნახავთ, ბოლოს ვინ გაიცინებს!
ყველა მოსწავლემ იცის, როცა ომს უცხადებენ და, თუ არ იცის, შეუძლია, ეს ფრაზა მის დასაწყისად ჩათვალოს. აბა, თქვენ იცით!
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა


კომენტარები