საქართველოში, შესაძლოა, კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება და ყოლა აიკრძალოს — დეტალები
ფოტო: Getty Images
ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარმა იურისტმა, კახაბერ იოსელიანმა მედიაჰოლდინგ კვირას პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოლო დროს ძაღლის მიერ ადამიანზე კბენის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.
- 23 სექტემბერს პიტბულმა სამი ადამიანი დაკბინა, იმავე ჯიშის ძაღლმა რუსთავში 17 ოქტომბერს 4 ადამიანს უკბინა, ხოლო ხელვაჩაურში ძაღლმა დაზიანებები 5 წლის ბავშვს მიაყენა.
დეტალები: იოსელიანის თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა, თუ რომელი კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს. ასევე, იგეგმება აკრძალვის დაწესება 16 წლამდე ასაკის პირის მიერ აგრესიული ჯიშის ძაღლების გასეირნებაზეც.
- ამბობს, რომ თუ შეზღუდვა ძალაში შევა, მას უკუძალა არ ექნება და "ვისაც მებრძოლი ჯიშის ძაღლი ჰყავს, არ მოუწევს, ცხოველი დააძინოს ან სხვა ქვეყანაში გაიყვანოს".
- მისივე ცნობით, ამ ეტაპზე დარგის სპეციალისტებთან ერთად, პარლამენტში კანონპროექტის შემუშავება მიმდინარეობს და მისი განხილვა საშემოდგომო სესიებზეა დაგეგმილი.
- იურისტის განცხადებით, თბილისში არსებობს რეგულაცია, თუმცა არ არსებობს ნუსხა, თუ რომელი ჯიშის ძაღლია აგრესიული, ხოლო კანონპროექტში ეს ნუსხაც იქნება გაწერილი.
- "მაგალითად, ბევრჯერ მინახავს, როცა პიტბულის პატრონმა არ იცის, რომ ეს ჯიში აგრესიულია, რადგან მასთან თვინიერად იქცევა, არ კბენს, ჰგონია, რომ ეს ძაღლი მშვიდია".
- "ახალს არაფერს ვიგონებთ. ასეა ევროკავშირის ქვეყნებში. მაგალითად, პიტბულის ჯიშის ძაღლი. ნორვეგიაში ასეთი ძაღლის ყოლა, გამრავლება, გასხვისება, ქვეყანაში შეყვანა საერთოდ აკრძალულია".
მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენელი განმარტავს, რომ კანონპროექტით განისაზღვრება ისიც, თუ რა ქმედება ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად და რა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად.
- მისი თქმით, მაგალითად, თუ პირი ცხოველის გასეირნების დროს უსაფრთხოების ნორმებს არღვევს, აგრესიული ჯიშის ძაღლი ჰყავს და ამას ადამიანის ან სხვა ცხოველის ჯანმრთელობის მსუბუქი, ნაკლებად მძიმე, მძიმე ან სიცოცხლის მოსპობა მოჰყვება, ეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობად კვალიფიცირდება.
- იოსელიანი ამბობს, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, აგრესიული ჯიშის ძაღლების გასეირნება მთელი ქვეყნის მასშტაბით გარკვეულ საათებში ალიკაპითა და საბმელით იქნება საჭირო.
- ასევე, პატრონს თავისუფლად შეეძლება ალიკაპისა და საბმელის გარეშე იმ ძაღლის გასეირნება, რომელიც ნუსხაში არ იქნება.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები