პანდემიამ ადამიანები აგრესიულებად აქცია
კორონავირუსის პანდემიამ ადამიანებს ყოველდღიური ჩვევები დაგვიტოვა, მაგალითად, სადეზინფექციო საშუალებით ხელების ხშირი დამუშავება, ნიღბის ტარება და ა.შ. ასევე, ამ პერიოდმა ჩვენზე ფსიქოლოგიურადაც იმოქმედა.
უკანასკნელი კვლევის თანახმად, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა, ადამიანები ახლა უფრო აგრესიულები და უხეშები არიან, სახლსა და სამსახურში ნაკლებ ყურადღებას იჩენენ, ახალი ურთიერთობებისგან თავს იკავებენ და ძველ მეგობრებსაც უფრო იშვიათად ეკონტაქტებიან.
სპეციალისტებმა ეს ცვლილებები ადამიანთა პიროვნული მახასიათებლების დიდ ხუთეულზე დაკვირვებით გამოავლინეს, რომელიც სხვებისადმი გახსნილობას, ექსტრავერსიას, კეთილსინდისიერებას, ემპათიურობასა და ნევროტიზმს მოიცავს.
თითოეული ეს მახასიათებელი სტაბილურია, თუმცა პანდემიამ ბალანსი დაარღვია. აღსანიშნავია, რომ დროდადრო რომელიმე მათგანი უარესდება ხოლმე, მაგალითად, მწვავე დეპრესიის ან ტრავმის გამო. ასეთ შემთხვევაში, სიტუაციის გამოსწორებას თერაპიის მეშვეობით ცდილობენ.
"გასულ ზაფხულს ხშირად გვესმოდა საზღვარგარეთ გამგზავრებასა და ადამიანებთან ფიზიკურ სიახლოვესთან დაკავშირებულ საფრთხეებზე. შეიძლება ამან იქონია გავლენა. ეს სპეკულაციაა, მაგრამ როცა ადამიანთა მენტალურ ჯანმრთელობასა და მსგავს ისტორიებს ვაანალიზებთ, ესეც იმავეზე მეტყველებს", — აცხადებენ ავტორები.
კვლევის ფარგლებში მათ ათასობით ამერიკელი მოქალაქის მონაცემები შეისწავლეს და პანდემიამდელი მდგომარეობა მის შემდგომ სიტუაციას შეადარეს. დადგინდა, რომ ზემოხსენებულ დიდ ხუთეულში შემავალი თვისებების ცვლილების შემთხვევები მხოლოდ ნახევრად ჩამოუვარდებოდა იმავე პერიოდში მომატებულ შფოთვასა და უიმედობას.
ახალი ნაშრომი გამოცემაში PLOS One გამოქვეყნდა.
კომენტარები