შრომითი უფლებები და ქორწინება კონსტიტუციაში - ომბუდსმენი ვენეციის კომისიას მიმართავს
საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, ევროპის უმეტესი ქვეყნების კონსტიტუციებისგან განსხვავებით, სოციალური უფლებების შესახებ საქართველოს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი არასრულყოფილი და სუსტია. ამასთან დაკავშირებით, ომბუდსმენმა ვენეციის კომისიას წერილი გაუგზავნა, სადაც, სხვა საკთხებთან ერთად, შრომით უფლებებსა და ქორწინების ცნებას უსვამს ხაზს.
სახალხო დამცველი გამოყოფს შრომითი უფლებების დაცვისთვის ქმედითი სახელმწიფო ზედამხედველობის მექანიზმის შექმნის საკითხს, რაც არ ასახულა კონსტიტუციის ცვლილებების პროექტში.
ვენეციის კომისიისადმი მიმართვაში ომბუდსმენი ხაზს უსვამს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია კონსტიტუციის მეორე თავში დარჩეს ორი ჩანაწერი:
- ჩანაწერი, რომლის მიხედვით, საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით, ხოლო სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში.
- ჩანაწერი, რომლის მიზანია უზრუნველყოს უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა იმ შემთხვევაში თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული კონსტიტუციით, მაგრამ გამომდინარეობს კონსტიტუციური პრინციპებიდან და ადამიანის უფლებების სფეროში სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებიდან.
ომბუდსმენი ყურადღებას ამახვილებს რელიგიის თავისუფლებისა და სეკულარიზმის საკითხებზე. მისი აზრით, კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-9 და მე-19 მუხლებში განხორციელებული ცვლილებები რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებისა და სეკულარიზმის პრინციპების შესუსტებას უწყობს ხელს.
უჩა ნანუაშვილი უარყოფითად აფასებს წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქორწინების ცნების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის, კონსტიტუციით რეგულირებას. მისი აზრით, მსგავსი ჩანაწერი ხელს შეუწყობს ჰომოფობიური განწყობებისა და ლგბტ პირთა მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გაზრდას.
სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს სამართალდამცავთა მიერ წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის და საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოების საკითხებს.
ომბუდსმენი საფრთხის შემცველად მიიჩნევს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილების იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის მინიჭებას.
უჩა ნანუაშვილი საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობის მარეგულირებელ მუხლში დაგეგმილ ცვლილებებს ინსტიტუტის მანდატის გაძლიერების ნაცვლად, უფლებამოსილების შესუსტების მცდელობად აფასებს.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები