რატომ ვითარდება და იზრდება გლიომები? — ახალი მიგნება
გლიომებად წოდებული ტვინის სიმსივნეების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, მკლევრებმა ახალ მინიშნებას მიაგნეს. კვლევა, რომელიც ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა, იძლევა ახსნას გლიომას განვითარების უკან არსებული ბიოლოგიური ცვლილებების შესახებ.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ცხოველურ მოდელებს, რომლებიც ატარებენ დნმ-ის ცვლილებას სახელწოდებით ჩანასახის ხაზის ცვლილება rs55705857, უვითარდებათ გლიომები ბევრად უფრო ხშირად და სწრაფად, სხვა ცხოველურ მოდელებთან შედარებით. ტვინის სიმსივნეების გარდა, ეს აღმოჩენები ეხება სხვა ტიპის სიმსივნეებსა და დაავადებებსაც.
"მიუხედავად იმისა, რომ გვესმის ჩანასახის ცვლილებების ბიოლოგიური ფუნქციების დიდი ნაწილი ცილების მაკოდირებელ გენებში, ამ გენებს მიღმა მათზე ძალიან ცოტა ვიცით. გარკვეულწილად, ჩანასახის ცვლილებები ურთიერთქმედებს უჯრედებში სხვა მუტაციებთან, რათა დააჩქაროს სიმსივნის წარმოქმნა. მისი მოქმედების მექანიზმის ამ ახალ ცოდნაზე დაყრდნობით, მომავალმა კვლევამ შეიძლება საფუძველი ჩაუყაროს ახალ და სპეციფიკურ თერაპიას, რომელიც მიზნად ისახავს rs55705857 ცვლილებას", — აღნიშნავს კვლევის თანაავტორი რობერტ ჯენკინსი.
კვლევა გვთავაზობს ახალ ცოდნას, რომელიც შეიძლება დაეხმაროს კლინიცისტებს ოპერაციის დაწყებამდე განსაზღვრონ, აქვს თუ არა პაციენტს გლიომა.
"ველოდით, რომ rs55705857 დააჩქარებდა გლიომას განვითარებას, მაგრამ ამ დაჩქარების სიდიდით გაოცებულები დავრჩით", — აცხადებს კვლევის თანაავტორი დანიელ შრამეკი. არსებობს მრავალი, ათასობით, ცვლილება გენებს მიღმა, რომლებიც ასოცირდება კიბოსა და სხვა დაავადებების განვითარებასთან, მაგრამ მოქმედების მექანიზმი მხოლოდ ძალიან ცოტას ესმის, — დასძინა მან. ეს კვლევა კი აჩვენებს, რომ თანამედროვე მოლეკულური/უჯრედული ბიოლოგიის ხელსაწყოებით შესაძლებელია ამგვარი ცვლილებების მოქმედების მექანიზმის დიდი ნაწილის გაშიფვრა.
კომენტარები