ნინო ლომჯარია

7 Oct. 2022, 18:22

თქვენ თქვით, რომ მე საზოგადოებას დავამახსოვრდები როგორც სააკაშვილის სახალხო დამცველი და თუ გინდათო, გამოკითხვა ჩავატაროთ ამ საკითხთან დაკავშირებითო. გამოკითხვები, პრინციპში, ჩატარებულია და ალბათ, ეს შედეგებიც იცით რამხელა ნდობა აქვს როგორც სახალხო დამცველის ინსტიტუტს, ასევე, სახალხო დამცველს პირადად. დარწმუნებული ვარ, ამის შესახებ კარგად ხართ ინფორმირებულები.

დიახ, მე მინდა, რომ დავამახსოვრდე როგორც სახალხო დამცველი, რომელიც იცავდა მიხეილ სააკაშვილის უფლებებსაც და ნებისმიერი სხვა ადამიანების უფლებებსაც, რომლის დაცვას შეიძლება მმართველი პოლიტიკური ძალისთვის არ იყო მისაღები და სასიამოვნო და დიახ, მე მინდა დავამახსოვრდე როგორც სახალხო დამცველი, რომელიც იცავდა ყველა იმ პირს, რომლის უფლებების დაცვა არ იყო პოპულარული და რომლის გამოც, სახალხო დამცველი ხდებოდა თავდასხმის ობიექტი. მათ შორის ვიცავდი და ვადის ამოწურვამდე დავიცავ იმ პირებს, რომლებიც თქვენი გუნდის წევრები იყვნენ ძალიან დიდი ხანია, მაგრამ ახლა არ არიან და დღეს მათაც სჭირდებათ დახმარება. მე მგონი, ამ მიმართულებით დისკრიმინაციას ნამდვილად არ ვეწევი.

ასე უპასუხა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ქართული ოცნების დეპუტატს, ნინო წილოსანს. დეპუტატმა დღეს თქვა, რომ ომბუდსმენმა ხალხს თავი "სააკაშვილის სახალხო დამცველად" დაამახსოვრა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  2. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  3. WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
  4. სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში?
  5. Trump Tower-ში კვ.მ-ის ფასი $7,000-დან $15,000-მდე იქნება — "არქის" პარტნიორი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კიბერუსაფრთხოების მკვლევრებმა Claude-ის მეშვეობით OpenAI-ს სისტემა გატეხეს

კიბერუსაფრთხოების მკვლევრებმა OpenAI-ის შიდა სისტემა გატეხეს. საგულისხმოა, რომ ამისთვის მათ კომპანიის მთავარი…