გიორგი ვაშაძე

30 Sep. 2022, 13:44

ჩვენი ინფორმაციით, დღეს საქართველოს პარლამენტში და უმაღლეს თანამდებობის პირებზე, დაახლოებით, არის მათ შორის რუსეთის 15 აგენტი-რეზიდენტი. მათ შორის არის ის ოთხეული, რომელიც ასე გავეშებულად გამოდის, ესენი პირდაპირ რუსეთთან მიბმული აგენტები არიან, მაგრამ რაც ყველაზე საგანგაშოა, მათ სათავეში დგას რუსეთის აგენტი ირაკლი კობახიძე.

დიახ, ის გახლავთ რუსეთის აგენტი, რომელმაც გუშინ ისიც კი გაბედა და ბელარუსის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტიც კი "გააპრავა".

დიახ, მათ სათავეში დგას ირაკლი კობახიძე, რომელიც დღისით-მზისით გვეუბნება, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება თურმე არ სჭირდება, არც აბრაამსები, არც ჰაიმარსები, არც პატრიოტები არ გვჭირდება. 

დიახ, მათ სათავეში დგას ირაკლი კობახიძე, რომელმაც გაბედა ისიც, რომ თურმე რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოდინება არაფერ პრობლემას არ ქმნის ამ ქვეყანაში.

დიახ, მათ სათავეში დგას ირაკლი კობახიძე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელიც ფიქრობს, რომ შეინარჩუნებს საკუთარ პოზიციასა და თანამდებობას იმ შემთხვევაში, თუ რუსული ტანკით შეაშინებს ქართველ ხალხს.

მე ვეუბნები მას და ყველა რუსეთის აგენტს, თქვენი ლუსტრაცია მოხდება ამ ქვეყანაში, ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. თქვენ მიერ მიტაცებულ ჩვენს სამშობლოს ჩვენ, პროევროპელი ხალხი არცერთ შემთხვევაში არ დაგითმობთ.

განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ. ამ დროისთვის, ვაშაძის მიერ დასახელებული პირები მის ბრალდებას არ გამოხმაურებიან.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  2. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  3. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  4. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
  5. საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ერევანი რუსეთის მიერ სომხურ პროდუქციაზე დაწესებულ შეზღუდვებს ასაჩივრებს

სომხეთმა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) ფარგლებში რუსეთის მიერ სომხური პროდუქციის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები…