AI გვიჩვენებს როგორები იქნებოდნენ "უდროოდ წასული" ვარსკვლავები ხანდაზმულ ასაკში
AI-იმ შექმნა რამდენიმე საუკეთესო "დაბერების პორტრეტი", რომელიც ოდესმე გვინახავს.
ალბათ, ყველას გვაინტერესებს, თუ როგორები იქნებოდნენ ახლა ჩვენი საყვარელი, ახალგაზრდა ასაკში დაღუპული ცნობილი სახეები. ამის გასაგებად ერთ-ერთმა ხელოვანმა ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა.
My Modern Met არტ-ბლოგთან ინტერვიუში თურქმა მხატვარმა ალპერ იესილთასმა განმარტა, თუ რამდენად მძლავრი შეიძლება იყოს ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე ხელოვნების ხელსაწყოები, რომლებშიც "ყველაფერი, რისი წარმოდგენაც შეიძლება, რეალურად იქნება ნაჩვენები."
"როდესაც დავიწყე ტექნოლოგიის შესწავლა, მე დავინახე, რისი გაკეთებაც შემეძლო და ვფიქრობდი იმაზე, თუ რა გამახარებდა ყველაზე მეტად: მინდოდა ისევ მენახა ის ადამიანები, რომლებიც მენატრებოდა", — თქვა იესილთასმა.
მიუხედავად იმისა, რომ ხანდაზმული ცნობილი ადამიანების მხატვრული რენდერები უკვე დიდი ხანია აქტუალურია, იესილთასის AI-ის მიერ გაუმჯობესებული გამოსახულებები ჩვენი საყვარელი ვარსკვლავებისა, ბევრად უფრო ორგანულია, ვიდრე მისი რამდენიმე წლის წინანდელი ნამუშევრების ანალოგები.
მიუხედავად იმისა, რომ My Modern Met-თან ინტერვიუში მას არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი ალგორითმები გამოიყენა, როგორც ჩანს, იესილთასი, სულ მცირე, იცნობს გენერაციული ხელოვნების ამჟამინდელ მოდელებს, რომლებსაც ციფრული მხატვრები სულ უფრო ხშირად იყენებენ მშვენიერი (და ხშირად ფანტასმაგორიული) შედევრების შესაქმნელად.
კომენტარები