TKT.ge-ს პასუხი: შეთანხმებისამებრ, საკუთარი კლიენტი Biletebi.ge-ს თავად უნდა შეეშვა
TKT.ge Biletebi.ge-ის ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ შეთანხმების მიხედვით, 20 მაისს, კონცერტის დღეს, მომხმარებლის შეყვანის ერთნაირი ვალდებულება ჰქონდათ. ამის შესახებ On.ge-ს TKT.ge-ში განუცხადეს.
TKT.ge-ში ამბობენ, რომ Biletebi.ge მათ და ბლექ სი არენას უმიზეზოდ სდებს ბრალს.
"[კონცერტის დღეს] გვითხრეს, რომ ჩვენ არ მოვდივართ და ადგილზე არ ვართო. ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც კონცერტის მოსასმენად იყვნენ მისულები, მუშაობდნენ და ხელის სკანერებით ცდილობდნენ Biletebi.ge-ის მომხმარებლის შეყვანას, ოღონდ ხალხი არ დაზარალებულიყო. შეუძლებელი შევძელით და Biletebi.ge-ს მომხმარებელი შევუშვით, რომ კონცერტი არ ჩაშლილიყო. მერე ეს იმიჯი ცუდად რომ არ მობრუნებოდა, ადგნენ და ეს სტატუსი დაწერეს. არც ერთი წინადადება არაა სიმართლესთან ახლოს," - აცხადებენ TKT.ge-ში.
Biletebi.ge-მ ფეისბუკზე რამდენიმე საათის წინ სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც TKT.ge დაადანაშაულა პრობლემის ხელოვნურად შექმნაში.
"TKT.ge-მ ისინი დასაჯა, ვინც ბილეთები ჩვენთან შეიძინა და მათ სახელმწიფო უწყება უმაგრებთ ზურგს" - წერდა Biletebi.ge ფეისბუკზე.
"ეს ბრალდება ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული და პირიქით, ამ გზით ცდილობენ თავიანთი წინდაუხედაობის ჩვენზე გადმობრალებას" - ამბობს TKT.ge.
სტატუსი, გამოქვეყნებიდან დაახლოებით 1 საათში, ფეისბუკის გვერდიდან წაიშალა. Biletebi.ge-ს ერთ-ერთი მფლობელის, დავით მიზანდარის თქმით, მომხმარებელი დამატებით რომ არ გაღიზიანებულიყო, სტატუსი წაშალეს.
"ერთი კვირით ადრე გვქონდა ბილეთები TKT.ge-სთვის გადაგზავნილი, რადგან მათ უნდა ჩაეტვირთათ, მათ ჰქონდათ ინტეგრაცია გაკეთებული. ჩვენ რომ გვცოდნოდა, რომ გაპრობლემდებოდა ჩვენ თვითონ გავაკეთებდით ინტეგრაციას. დინამოს სტადიონზე არაერთხელ გაგვიკეთებია," - ამბობს Biletebi.ge-ს ერთ-ერთი მფლობელი და დასძენს, რომ სწორედ ამის გამო არ წაიყვანეს ტექნიკური ჯგუფი.
მისივე თქმით, მათი თანამშრომლები ბლექ სი არენაზე ყოფნის შემთხვევაში მომხმარებელს ვერ დაეხმარებოდა, რადგან შესვლის სისტემას TKT.ge მართავდა.
On.ge ასევე ცდილობს დაუკავშირდეს ბლექ სი არენას. შესყიდვების სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებულ ხელშეკრულებებში ჩანს, რომ TKT.ge-სა და Biletebi.ge-ის მსგავსი ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები