მარკ ცუკერბერგმა 2022 წელს 70 მილიარდი დოლარი დაკარგა — Meta კრიზისშია
ფეისბუქის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის პირადი ქონება მხოლოდ 2022 წელს 71 მილიარდი დოლარით შემცირდა. ეს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებში ყველაზე დიდი დანაკარგია. ცუკერბერგის ასეთი დანაკარგები მხოლოდ ბაზრის ფაქტორებს არ მიეწერება და დიდწილად მეტავერსთანაა დაკავშირებული.
გასულ წელს, ფეისბუქის აღმასრულებელმა დირექტორმა ცუკერბერგმა გამოაცხადა თავისი კომპანიის გადაწყვეტილება, ფოკუსირება მოახდინონ ვირტუალურ რეალობაზე — მეტავერსზე.
მიუხედავად ამისა, ტენდენცია შეინიშნება, რის მიხედვითაც კომპანიები მეტავერსში გადადიან. უძრავი ქონების გარიგებებმა ამ ციფრულ სამყაროში ახალ სიმაღლეებს მიაღწია და ყველა მოსწონდა ეს ახალი ჩანაფიქრი.
მაგრამ რაც შეეხება მეტას?
ცუკერბერგის მეტაზე გადასვლის სურვილმა ნამდვილად ახალი სასაუბრო თემები ჭამოჭრა და კომპანიებისთვის ახალი სივრცეც გააჩინა, მაგრამ თავად მეტასთვის ამ ნაბიჯს ბევრი სარგებელი არ მოუტანია.
მაგალითად, მეტას მიერ ამ წლის დასაწყისში გამოქვეყნებულმა რიცხვებმა აჩვენა, რომ კომპანიამ 10 მილიარდი დოლარი მხოლოდ 2021 წლის ბოლო კვარტალში დაკარგა და ეს მეტავერსის შექმნის მცდელობისას. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო იმ დიდი ამოცანისა, რომლის შესრულებასაც კომპანია მიზნად ისახავდა და ბაზარმა მკვეთრი რეაგირება მოახდინა, რამაც კომპანიის ღირებულება 200 მილიარდი დოლარით შეამცირა მხოლოდ ერთ დღეში.
კვარტალურმა შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ კომპანიის ფლაგმანურმა პროდუქტმა Facebook-მა დაიწყო მომხმარებლების დაკარგვა და ეს პირველად მოხდა 18 წლის ისტორიაში, მიუხედავად ყველა აჟიოტაჟისა, რომელიც მეტავერსმა გამოიწვია.
მეტავერსი ყურადღების ცენტრში
2022 წლის დასაწყისიდან საფონდო ბირჟები საკმაოდ არასტაბილურია მოსალოდნელი რეცესიის შიშის ფონზე. სხვა ტექ კომპანიებიც განიცდიან კრიზისს. მაგალითად, Apple-ის აქციების ფასი 14 პროცენტით შემცირდა, Amazon-ის 26 პროცენტით, ხოლო Google-ის მშობელი კომპანია Alphabet -ის 29 პროცენტით.
თუმცა, ამ მხრივ მეტა გამოირჩევა, კომპანიას 57 პროცენტიანი ვარდნა აქვს. ცუკერბერგი ფლობს კომპანიის 350 მილიონ აქციას და რადგან მისი სიმდიდრის უმეტესი ნაწილი კომპანიის აქციებზეა მიბმული, დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მნიშვნელოვანი ქონება დაკარგა.
ორი წლის წინ, ცუკერბერგის ქონება $106 მილიარდი იყო და როდესაც Facebook-ის აქციებმა გასული წლის სექტემბერში 382 დოლარამდე მოიმატა, პირადი ქონება $142 მილიარდამდე გაიზარდა.
გასულ წელს ცუკერბერგმა Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში 14 ადგილით ქვემოთ დაიწია და ახლა ის ყველაზე მდიდართა სიაში მეოცეა. ის ასე დაბლა 2014 წლის შემდეგ არ ყოფილა. Bloomberg-ის ექსპერტები თვლიან, რომ ეს დიდწილად კომპანიის მეტად გარდაქმნას უკავშირდება.
ექსპერტების თქმით, ისეთი ბიზნესების გამართვა როგორიცაა WhatsApp და Instagram, შეიძლება დაეხმაროს მეტას გრძელვადიან პერსპექტივაში. თუმცა, ზოგს მიაჩნია, რომ ეს დამოკიდებულია Meta-ს ხელმძღვანელობაზე, რომელმაც გარდამტეხი ცვლილებები უნდა მოახდინოს, ან კომპანია განწირულია კრახისთვის. ვნახოთ რა იქნება შემდეგი.
კომენტარები