რა გელოდებათ ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე
24-დან 29 სექტემბრამდე ქუთაისის რიგით მეორე საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ქუთაისის მერიის, საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ჩატარდება.
ფესტივალის მთავარი მასპინძელი სასტუმრო ქუთაისი-ინნ არის.
ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება 24 სექტემბერს, 18 საათზე, კინოთეატრ საქართველოში. გახსნის ცერემონიის შემდეგ ნაჩვენები იქნება მიხეილ კობახიძის ქორწილი.
ექვსი დღის განმავლობაში, ფესტივალი კინოთეატრ საქართველოში ფართო აუდიტორიას შესთავაზებს მრავალფეროვან პროგრამას. ფესტივალის პროგრამა კინოჩვენებებთან/ რეტროსპექტივებთან ერთად, უშუალოდ კინემატოგრაფებისთვის განკუთვნილ საგანმანათლებლო ღონისძიებებს, მასტერკლასებს, დისკუსიებს და პრეზენტაციებს მოიცავს.
მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ჟიურის წევრები არიან: ნანა ჯორჯაძე (თავმჯდომარე), ალექსანდრე კობერიძე, კატია კრაუსოვა, გალინა სულიმა და ედვინას პუკშტა. რაც შეეხება მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ჟიურის, თავჯდომარე ინეკე სმიტსია, წევრები კი — კოტე კალანდაძე და გიორგი ბოჭორიშვილი. გამარჯვებულს ორ კატეგორიაში გამოავლენენ: საუკეთესო ფილმი და საუკეთესო რეჟისორი. პრიზიორს გადაეცემა ფესტივალის ჯილდო — ოქროს დინოზავრი.
ფესტივალზე აგრეთვე იმუშავებს კინოკრიტიკოსების ჟიური: ლელა ოჩიაური (თავმჯდომარე), თეო ხატიაშვილი და ბასტი მგალობლიშვილი. ისინი თავიანთ რჩეულს გადასცემენ მიხეილ კობახიძის სახელობის ჯილდოს.
ფესტივალის საპატიო სტუმარი იქნება ბერძნული წარმოშობის ამერიკელი კინოოპერატორი და რეჟისორი ფედონ პაპამაიკლი, რომელიც მრავალი პრესტიჟული კინემატოგრაფიული ჯილდოს მფლობელია. ფესტივალის ფარგლებში შედგება მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმის მშვენიერი დღე ქართული პრემიერა და შეხვედრა-სემინარი ავტორთან.
ფესტივალის წლევანდელი ფოკუს ქვეყანა უკრაინაა. უკრაინული კულტურის განვითარებისა და მხარდაჭერის საერთაშორისო ფონდისა და ფრანგულ-უკრაინული ახალგაზრდული კინოფესტივალის МIСТ მხარდაჭერით, ნაჩვენები იქნება თანამედროვე უკრაინული მოკლემეტრაჟიანი ფილმებიც.
გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით წარმოდგენილი იქნება ობერჰაუზენის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის პროგრამა, რომელიც სპეციალურად ფესტივალისათვის არის შექმნილი და რომელსაც წარმოადგენს ფესტივალის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კურატორი — ქრისტიანე ბიუხნერი.
იონას მეკასის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოში ლიეტუვის საელჩოსთან და CinExpress-თან თანამშრომლობით ნაჩვენები იქნება მისი ფილმები.
საქართველოს ეროვნული არქივი წარადგენს პროგრამას "ქუთაისი და წყალტუბო საბჭოთა კინოქრონიკაში". აგრეთვე, კინოარქივისა და საქართველოს კინოცენტრის ხელშეწყობით, ნაჩვენები იქნება აღდგენილი ქართული კინომემკვიდრეობა: მაგდანას ლურჯა და ალავერდობა.
რეჟისორი ფოკუსში — ოთარ იოსელიანია. ნაჩვენები იქნება მისი ფართო აუდიტორიისთვის ნაკლებად ცნობილი მოკლემეტრაჟიანი ფილმები.
პირველად ქუთაისში შესაძლებლობა გექნებათ, ნახოთ შარშანდელი ბერლინალეს ტრიუმფატორი რეჟისორის, ალექსანდრე კობერიძის, მოკლემეტრაჟიანი ფილმებიც.
ტრადიციულად, ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების პანორამა.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება ქართველი მხატვრისა და დიზაინერის გუგა კოტეტიშვილის მასტერკლასი "ფერი კინოში"; სლოვაკური წარმოშობის ბრიტანელი პროდიუსერისა და რეჟისორის, კატია კრაუსოვას, მასტერკლასი "კრეატიული პროდიუსერი და საერთაშორისო კო-პროდუქცია", ქართველი მსახიობების და ქასთინგის რეჟისორების, ეკა მჟავანაძისა და თეკლა ჯავახაძის, მასტერკლასი "მსახიობი და თანამედროვე კინოს გამოწვევები".
ფესტივალის ფარგლებში იმუშავებს მოკლემეტრაჟიანი ფილმის სცენარის განვითარების ვორქშოპი. მისი ხელმძღვანელები არიან: სცენარისტი, რეჟისორი და პროდიუსერი ლეო გაბრიაძე, რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე, სცენარისტი და რეჟისორი უტა ბერია და პროდიუსერი თიკო ნადირაშვილი.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამარჯვებული პროექტისთვის დააწესა ფულადი ჯილდოც — 5 000 ლარი, რომელიც 2 საუკეთესო სცენარზე გადანაწილდება.პირველ ადგილზე გასული დაჯილდოვდება 3 000 ლარით, მეორე ადგილზე გასული კი — 2 000 ლარით.
ფესტივალის საზეიმო დახურვა და ლაურეატების დაჯილდოება შედგება 29 სექტემბერს, 19 საათზე, კინოთეატრ საქართველოში. ოფიციალური ნაწილის შემდეგ ნაჩვენები იქნება მიხეილ კობახიძის მუსიკოსები.
ფესტივალის პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ამ ბმულზე იხილავთ.
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
კომენტარები