7 ლეპტოპი, რომელიც სხვადასხვა ტიპის ადამიანს შეეფერება
ფოტო: SoulOfTech / Youtube
მხატვარი ხარ ან დიზაინი გიტაცებს? იქნებ, ფოტოგრაფი ხარ, რომლისთვისაც ლეპტოპი ნამდვილი ასისტენტია? ან, შესაძლოა, ვიდეოთამაშებით ხარ გატაცებული? — სხვადასხვა ტიპის ადამიანს სხვადასხვა სტილისა და შესაძლებლობების მქონე ლეპტოპი სჭირდება.
ამ სტატიაში ჩვენ შვიდ ლეპტოპს მიმოვიხილავთ, რომელიც თითქმის ყველა ტიპის ადამიანს უერთგულებს და დახმარებას გაუწევს.
1. თუ ბიუჯეტურ ლეპტოპს ეძებ
ფოტო: 4RAYS TECH
HP-ის ეს მოდელი საუკეთესოა იმ ადამიანებისთვის, ვინც საშუალო სიმძლავრის საოფისე ან მულტიმედია ტიპის ლეპტოპს ეძებს. მას 15.6-ინჩიანი ეკრანი, 1100 MHz-ის სიჩქარის Intel-ის პროცესორი (Intel Celeron) და 256 GB მეხსიერება აქვს. იგი იდეალურია სამუშაოდ და სასწავლებლად, რაც მთავარია, აქვს კონკურენტული ფასი, რომელიც ხარისხთან შესაბამისია.
გაიგე მეტი HP 15s-fq3011ur-ის შესახებ.
2. თუ კრეატორი ხარ
ფოტო: Apple
2008 წლის შემდეგ პირველად, წელს MacBook-მა ყველაზე დიდი ცვლილებები განიცადა დიზაინში — ახლა მისი ეკრანი უფრო დიდი და უფრო მძლავრია. თუმცა მთავარი ცვლილება, რამაც 2020 წლის M1 მოდელის შემდეგ ბაზარზე თამაშის წესები შეცვალა, მისი ახალი თაობის M2 პროცესორია. თავად ლეპტოპები კი დახვეწილი, ალუმინის თხელი კორპუსით გამოირჩევა.
M2 პროცესორების მქონე მაკბუკები ნამდვილადაა შეფასებული Apple-ის ტრიუმფად. ახალპროცესორიანი MacBook Air-ის ბატარეა 18 საათი ძლებს, MacBook Pro კი — 20 საათი, გაუმჯობესებულია უსაფრთხოების ფუნქციები და რაც მთავარია, ეს ლეპტოპები უფრო სწრაფია ვიდრე მისი წინამორბედები. ეს საუკეთესო კომბინაციაა იმ ადამიანებისთვის, ვინც კრეატიულ ინდსუტრიაში მუშაობენ, ქმნიან ვიდეოებს ან ამუშავებან დიდ ვიზუალურ ფაილებს.
მოძებნე საშენო MacBook M2 აქ.
3. თუ ლეპტოპი სამსახურის საქმეებისთვის გჭირდება
ფოტო: Lenovo
ლენოვოს ThinkPad სერიები ბიზნესზე, საოფისე საქმიანობაზე ორიენტირებული ადამიანებისთვის ზედგამოჭრილია. კონკრეტულად Lenovo ThinkPad სწორედ ბიზნეს-ლეპტოპია, რომელსაც 3300 MHz სიჩქარიანი Intel-ის პროცესორი გამოარჩევს. მისი წონა 1.21 კილოგრამია და გაცილებით თხელი და მსუბუქია, ვიდრე წინა თაობის ლეპტოპები. ლეპტოპს თაჩსქრინი აქვს, თავად ეკრანი კი კიდევ უფრო გაფართოებულია და Eyesafe®-ის სერტიფიცირებული დაბალი ლურჯი ნათებით გამოირჩევა, რომელიც თვალს არ ღლის. ბატარეა კი, პრაქტიკულად, მთელი დღე ძლებს, რაც საქმიანი ადამიანებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ლეპტოპის შერჩევისას.
გაიგე მეტი Lenovo ThinkPad T14 Gen 3-ის შესახებ აქ.
4. თუ სტუდენტი ხარ
ფოტო: HP
თუ სტუდენტი ხარ და მარტივ, დახვეწილ საოფისე ან მულტიმედია ტიპის ლეპტოპს ეძებ, HP Pavilion შენთვისაა შექმნილი. მისი RAM მეხსიერება 8192 MB-ია, მყარი დისკი კი 256 GB-ს იტევს, შესაბამისად, ეს ლეპტოპი შენი სასწავლო ფაილების საიმედო დამცველი იქნება. მას AMD პროცესორი აქვს, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 4000 MHz-ია. რაც მთავარია, გამოირჩევა 15.6-ინჩიანი ეკრანითა და AMD Radeon Graphics გრაფიკული პროცესორით.
გაიგე მეტი HP Pavilion-ის შესახებ აქ.
5. თუ სკოლის მოსწავლე ხარ
ფოტო: Lenovo
Lenovo V14 14-ინჩიანი ეკრანის მქონე ლეპტოპია, რომელიც გამძლეობისა და ადაპტაციის იდეალურ კომბინაციას გვთავაზობს. ის ესთეტიკური, დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. იტევს დიდი მოცულობის მონაცემებს — აქვს ულტრა SSD მეხსიერება, სწრაფი ძებნისა და რეაგირების უნარი. იგი უფრო თხელია და ეკრანს უფრო ვიწრო ჩარჩო აქვს ვიდრე წინა თაობის მოდელებს. რაც მთავარია, ლურჯი ნათების მართვა და ხმის სასურველ მდგომარეობაში დაყენება შეგიძლია, რაც სწავლისთვის ნამდვილად მოსახერხებელია.
გაიგე მეტი Lenovo V14-ს შესახებ აქ.
6. თუ მოგზაური ხარ
ფოტო: Asus
რა სჭირდება მოგზაურს? — სიმსუბუქე, გამძლეობა, ბატარეის სიმძლავრე. სწორედ ამ ყველაფერს აერთიანებს Asus Zenbook 14, რომელსაც კლასიკური დიზაინი და მოგზაურობასთან თავსებადი ფუნქციები აქვს. იგი საუკეთესო კომპანიონი გახდება, თუ მოგზაურობა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
ეს ლეპტოპი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თხელია, მისი წონა 1.3 კგ-ია, რაც მთავარია, ბატარეა 22 საათი ძლებს და აქვს სწრაფი დამუხტვის ფუნქცია.
გაიგე მეტი Asus Zenbook 14-ის შესახებ
7. თუ გეიმერი ხარ
ფოტო: Lenovo
ყველაფერი, რაც ვიდეოთამაშების მოყვარულებს სჭირდებათ Lenovo Legion 5-შია გაერთიანებული — AMD Ryzen™ 7 5800H პროცესორი, NVIDIA® GeForce RTX™ 3050 Ti გრაფიკული კონტროლერი, Dolby Vision™ მხარდაჭერა, Nahimic 3D აუდიო და Legion Truestrike კლავიატურა. ამასთან გამძლე ბატარეა, მსუბუქი და თხელი ინტერფეისი სწორედ ისაა, რაც ამ ლეპტოპს სხვა გეიმერული მოწყობილობებისგან გამოარჩევს. რაც მთავარია, აუცილებლად მოგხიბლავს მისი ხასხასა ფერები, დახვეწილი ხმა და მოქნილი ფუნქციები.
გაიგე მეტი Lenovo Legion 5-ის შესახებ აქ
საშენო ლეპტოპს ეძებ? — ახლა მაღაზიათა ქსელ ალტაში ფასდაკლებებია. ეწვიე მის ფილიალებს ან ვებსაიტს და იპოვე ლეპტოპი, რომელიც შენი მისწრაფებების რეალიზებაში დაგეხმარება.
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო
გადახედვა
-
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
გადახედვა
-
ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
-
ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს
გადახედვა
კომენტარები