შესაძლოა, ეს ნემსიყლაპიას მაგვარი არსება თქვენს პირის ღრუში სახლობდეს
ადამიანის ორგანიზმი ტრილიონობით მიკროსკოპული არსებისათვის ხელსაყრელი საარსებო გარემოა. კანში, ფოლიკულებსა თუ შინაგან ორგანოებში ეს პატარა ორგანიზმები ისე დაძრწიან, რომ ვერც კი ვგრძნობთ და ვხედავთ, თუმცა ჩვენი სიცოცხლისათვის მაინც საკმაოდ მნიშვნელოვნები არიან. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მიკრობი საკმაოდ უჩვეულოდ გამოიყურება.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთი ასეთი უცნაური ბაქტერია პირის ღრუში ბინადრობს. კერძოდ, Neisseriaceae მიკრობთა ოჯახი ნემსიყლაპიას ფორმის გვარსაც მოიცავს, რომელიც დაახლოებით ადამიანთა ნახევარში გვხვდება. ახალი კვლევის მიხედვით, მათ ეს ფორმა იმიტომ მიიღეს, რომ იგი ადამიანის პირის ღრუში არსებულ გარემოს უკეთ ესადაგება. ნაშრომი ჟურნალში Nature Communications გამოქვეყნდა.
აღმოჩენა ბაქტერიული შემგუებლობის შესწავლის კუთხითაც მნიშვნელოვანია, ეს კი, მაგალითისათვის, შესაძლოა, მეტად ეფექტური ანტიბიოტიკების შექმნაში დაგვეხმაროს.
შესაძლოა, პირი ერთი შეხედვით მიკრობებისათვის ხელსაყრელი ადგილ ჩანდეს, თუმცა იგი ყველაზე მეგობრული გარემო ნამდვილად არ არის. უჯრედები, რომლებიც პირის შიგნიდან აკრავს გარს, მუდმივად ცვივა და მათ ადგილს ახალი უჯრედები იკავებს, ნერწყვის გამო კი ყველაფერი საკმაოდ გლუვია. ეს ყველა არსებას ურთულებს საყრდენი ადგილის პოვნას.
სწორედ ამიტომ, კვლევის ავტორებს სჯერათ, რომ Neisseriaceae-ის ზოგიერთ სახეობას სწორედ გარემოსთან უკეთ შესაგუებლად განუვითარდა გამრავლების ესოდენ საინტერესო ხერხი.
პირველად მეცნიერებმა ელექტრონული მიკროსკოპი გამოიყენეს ბაქტერიის ფორმის დეტალურად შესწავლისთვის.
ამის შემდეგ მათ წნელის ფორმის Neisseriaceae აიღეს და გენეტიკური ცვლილებები შეიტანეს იმის სანახავად, შეძლებდნენ თუ არა ევოლუციის გამეორებას წნელის ფორმის ორგანიზმიდან ნემსიყლაპიას მაგვარი ფორმის კლასტერთა ტიპებისკენ, რომლებიც ადამიანის პირის ღრუში გვხვდება.
მათი კვლევა გვთავაზობს, რომ ორგანიზმები მართლაც წნელის ფორმის წინაპრებისაგან განვითარდნენ.
როგორც წესი, ბაქტერიები თავიანთი გასწვრივ ღერძზე, იგივე სხეულის სიგრძეზე, იყოფიან. მიუხედავად ამისა, ნაცვლად განცალკევებისა, თითოეული ბაქტერია ერთმანეთზე მიმაგრებული რჩება, შედეგად კი დანაწევრებული კლასტერი მიიღება, რომელიც საზიარო გარეთა მემბრანაშია გახვეული.
ამ პატარა კოლექტივის ზოგიერთი მიკრობი სხვადასხვანაირ ფორმასაც იღებს, რათა ჯგუფისათვის სარგებლის მოსატანად სხვადასხვა როლი შეასრულონ — მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება ერთუჯრედიანი ორგანიზმი მრავალუჯრედიანი.
შედეგად გუნდმა მრავალუჯრედიანი სახეობის (მაგ: Conchiformibius steedae-ის ან Simonsiella muelleri-ის) შეჯგუფებული ფორმის გამეორება ვერ შეძლეს, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ყველა ის გენეტიკური ცვლილება არ შეუტანიათ, რომლებიც ნემსიყლაპიას მაგვარ ფორმას იძლევა. ამის ნაცვლად, მათ შედარებით მოგრძო და უფრო თხელი ცალკეული უჯრედები წარმოქმნეს.
"ვვარაუდობთ, რომ უჯრედის ფორმა ევოლუციის პროცესში შეიცვალა, სავარაუდოდ, რათა მას პირის ღრუში უკეთ გაეხარა", — ამბობს ვეირიერი.
როგორც მკვლევრები ამბობენ, ბაქტერიის უფრო დეტალურად შესწავლისთვის გენეტიკური ინსტრუმენტები იქნება საჭირო.
კომენტარები