შექმნეს რობოტი, რომელსაც ხელოვნური კუნთებით თავის წონაზე 1000-ჯერ მძიმე ტვირთის აწევა შეუძლია
იტალიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევრებმა შექმნეს ახალი კლასის ხელოვნური კუნთები, რომელთაც ადამიანის კუნთების მსგავსად შეკუმშვა და მოდუნება შეუძლიათ. უახლესი კვლევის მიხედვით, კუნთები მაღალი სიზუსტით, ცოცხალი კუნთების მსგავსად მოქმედებენ და ქმნიან საფუძველს სამგანზომილებიანი ადამიანის სხეულის ნაწილების განვითარებისა.
საკუთარ წონაზე 1000-ჯერ მეტი
ეს ხელოვნური კუნთები ცნობილნი არიან როგორც შემსრულებელი მექანიზმი ან, უფრო კონკრეტულად, გეომეტრიაზე დაფუძნებული შემსრულებელი მექანიზმი, რომელიც იკუმშება და სიგრძეში იზრდება (ინგლისური აბრევიატურით: GRACE). GRACE-ი მოძრაობაში მოჰყავს გაზს ან შეკუმშულ აირს და მას მასზე 1000-ჯერ მძიმე ტვირთის აწევა შეუძლია. მსგავსი შემსრულებელი მექანიზმების გაერთიანებით მეცნიერებმა შექმნეს 8-გრამიანი რობოტი ხელი, რომელსაც 8-კილოგრამიანი ნივთის აწევა შეუძლია.
და ეს ყველაფერი არაა. ახალი მათემატიკური მოდელი, რომელიც ამ მოდელს უდევს საფუძვლად, უფრო მეტ ელასტიურობას სძენს რობოტ ხელს. მას შეუძლია თითების მოხრა და ადამიანის მსგავსი რეალისტური მოქმედებების შესრულება. აქამდე მსგავსი ტიპის კაუჩუკები ზედმეტად ხისტი იყო.
ახალი ნაკეცებიანი დიზაინი მეტი ელასტიურობისთვის
GRACE 3D პრინტერით კაუჩუკისგანაა დამზადებული, თუმცა მის დიზაინში უჩვეულო ისაა, რომ ის გოფრირებულია, ანუ ნაკეცებიანია. ეს ნიშნავს, რომ როდესაც გაზი იტუმბება კუნთებში, ენერგია კონვერტირდება მოძრაობაში და შეკუმშვის, გაწელვის ელასტიურობა პრინტერით შექმნილ 3D მოწყბილობას საკმაოდ შესანიშნავად გამოსდის.
ტერმინი, რომელსაც იყენებენ იმ მანქანების დასახასიათებლად, რომლებიც ბიოლოგიურ პროცესებს იმეორებენ, ბიომიმიკრიაა. ამ ტიპის ტექნოლოგიურმა განვითარემ მრავალი სახე მიიღო, თუმცა ჩვენ ყოველთვის უპირატესობას იმათ ვანიჭებთ, რომლებიც ჩვენ გვგვანან. რატომ ხდება ასე?
GRACE-ის შემთხვევაში ხელოვნურ კუნთებს გამოიყენებენ რეაბილიტაციისა და დაკარგული კიდურების ჩანაცვლებისთვის. მაშ, რას ვიტყვით ჰუმანოიდებზე? პასუხი შეიძლება იყოს ის, რომ ჩვენ თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობთ მძემე დიდი ჰუმანოიდების გვერდით, რომელთა მიმართაც მეგობრული გრძნობები გვიჩნდება.
რა მიზეზიც არ უნდა იყოს, ეს ხელოვნური თითები ბიომიმიკრიის განვითარებაა და მათი გამოცდა სოციალურ პირობებში არაა რეალობისგან შორს.
კომენტარები