ვირტუალური რეალობის გამოყენებით სიამის ტყუპები დააშორეს
ქირურგებმა ახლახანს წარმატებით დაასრულეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ოპერაცია, რომელიც სიამის ტყუპების განცალკევებასთანაა დაკავშირებული. რაც მნიშვნელოვანია, მათ ეს ვირტუალური რეალობის დახმარებით შეძლეს.
"გარკვეული თვალსაზრისით, ეს ოპერაცია ყველაზე რთულად ითვლება და ამის გაკეთება ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის გამოყენებით კოსმოსური რბოლის მასშტაბებში, ადამიანის მარსზე დასმას უტოლდება", — თქვა ერთ-ერთმა ქირურგმა, რომელიც ხელმძღვანელობდა პროცედურას.
სამი წლის ბრაზილიელი ტყუპები, ბერნარდო და არტური, დაიბადნენ კრანიოპაგუსით, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არიან შერწყმული ტვინით. როგორც BBC იუწყება, ეს მდგომარეობა განსაკუთრებით იშვიათია და გასაკვირი არ არის, რომ მისი მკურნალობა ძალიან რთულია.
მეტიც, ქირურგებმა ადრე უკვე სცადეს ბავშვების განცალკევება, მაგრამ ეს არ გამოდიოდა. ამან ნაწიბუროვანი ქსოვილის დაგროვება გამოიწვია, რაც კიდევ უფრო ამცირებდა ბავშვების განშორების იმედს.
ქირურგთა ჯგუფმა, რომელიც VR ტექნოლოგიის გამოყენების წყალობით, მოიცავდა სამედიცინო პროფესიონალებს მთელი მსოფლიოდან, გამოიყენა VR, როგორც რისკის შემცირების საშუალება და იწინასწარმეტყველეს შედეგები.
MRI და CT სკანირების გამოყენებით, ქირურგები მუშაობდნენ VR ინჟინრებთან, რათა შეექმნათ ბიჭების რთული ანატომიის სრულყოფილი ციფრული მოდელირება. ამით მათ არა მხოლოდ შეძლეს "დაენახათ" ტყუპების შერწყმული ტვინი, არამედ მიეცათ შესაძლებლობა გამოეცადათ ქირურგიის სხვადასხვა ტექნიკა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც VR გამოიყენება კრანიოპაგუსის მქონე ბავშვების განცალკევების პროცესში, ჯეელანმა განუმარტა PA Media-ს, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქირურგები მრავალ ქვეყანაში შეხვდნენ ციფრულ საოპერაციო ოთახში და პრაქტიკაში ერთად ჩაატარეს პროცედურა.
"ეს უბრალოდ მშვენიერია. ჩვენ შევძელით ოპერაციის ზუსტი სიმულირება, სანამ ბავშვებს რისკის ქვეშ დავაყენებდით", — განუცხადეს ქირურგებმა.
რეალურ ცხოვრებაში ოპერაციას 27 საათი და 100-ზე მეტი სამედიცინო პერსონალი დასჭირდა. საბედნიეროდ, ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა და გავრცელებული ინფორმაციით, ტყუპები სრულად გამოჯანმრთელდნენ.
ოპერაციის წარმატებამ შესაძლოა კარი გაუღოს VR-ის გამოყენებას სხვა ქირურგიულ ჩარევებში, თუნდაც კრანიოპაგუსის რთული შემთხვევებისას.
კომენტარები