აჭარაბეთის ორგანიზებით, აჭარაბეთ არენაზე რევაზ ჩელებაძის ვარკვლავი გაიხსნება.

"თასების მფლობელთა თასის მფლობელი, ფეხბურთელი რევაზ ჩელებაძე ცოცხალი ლეგენდაა, რომელმაც არაერთი მნიშველოვანი მატჩით ასახელა საქართველო და, კარიერის დასრულების შემდეგ, აქტიურად ცდილობს თავისი ცოდნა და გამოცდილება ახალ თაობას გაუზიაროს და მათ განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანოს. სწრორედ ამიტომ, გადავწვიტეთ, რომ აჭარაბეთ არენაზე მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნას. ეს აჭარაბეთ არენაზე პირველი ვარსკვლავი იქნება. ამით ერთგვარ ტრადიციასაც ჩაეყრება საფუძლველი და ვარსკვლავთა ხეივანი შეიქმნება", — განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინი გუჯაბიძემ.

ფოტო: აჭარაბეთი