ლაგოდეხის საკრებულოს წევრი დეგნანს აკრიტიკებს და "ოცნებას" ტოვებს
ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში გიორგი ღამბაშიძე კელი დეგნანს თავს ესხმის და საკუთარ "ქართულ ოცნებაზე" საუბრობს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოლო პერიოდში, აშშ-ის ელჩი როგორც მმართველი პარტიიდან წასულების, ასევე, მოქმედი დეპუტატების კრიტიკის ობიექტი გახდა.
- 8 ივლისს ყაველაშვილმა დეგნანს წერილი მისწერა და ჰკითხა, რატომ არ ემიჯნება "პროვოკაციებს", მომდევნო დღეს კი გამოაქვეყნა განცხადება, სადაც მას დიპლომატია დაუწუნა.
- პასუხად, დეგნანმა წერილს ტყუილებითა და კონსპირაციული თეორიებით სავსე უწოდა და აღნიშნა, რომ ბოლომდე ვერ წაიკითხა.
რას წერს ღამბაშიძე: მისი თქმით, სურს საქართველო ევროპული ოჯახის წევრი იყოს, რომელსაც "მითითებებისა და დირექტივების გარედან მიმცემი" და "მჩაგვრელი" არ ეყოლება.
- "ამ ჩემს ქართულ ოცნებაში არ ჯდება, რომ მთავარი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი ამ ქვეყანაში, მისთვის განკუთვნილ წერილს ბოლომდეც კი არ კითხულობს, ისე აყენებს მძიმე შეურაცხყოფას საქართველოს პარლამენტის წევრს მიშა ყაველაშვილს".
- "საქართველოს ელჩმა ამერიკაში მსგავსი რამ რომ თქვას კონგრესმენზე ან სენატორზე, არ გახდება ის ელჩი გამოსაწვევი? და პირიქით — აქ არაფერი არ მომხდარა?".
გარდა ამისა, ღამბაშიძე ამბობს, რომ დარწმუნებულია, საქართველო საბჭოთა წარსულში არ დაბრუნდება.
- საუბრისას მაგალითად ცეკას დავალებები მოჰყავს და ამბობს, რომ "ასეთ დამოკიდებულებას ვერც სხვისგან, თუნდაც მეგობრისგან" ვერ მიიღებენ.
- ღამბაშიძის თქმით, გარდა ოკუპაციისა და მრავალწლიანი ჩაგვრისა, ეს დირექტივებია ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოში რუსეთი არ უყვართ.
მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი ჩამოთვალა, თქვა, რომ ბევრი ფიქრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, გამოეყოს მმართველ პარტიას, სადაც "გულსა და სულს ტოვებს".
- პარტიიდან სხვა წასულების მსგავსად, აღნიშნა ისიც, რომ "ხვალიდან უფრო თავისუფლად ილაპარაკებს მსგავს თემებზე".
- ასევე, წერს, რომ მმართველი პარტიის წინააღმდეგ წასვლას ნამდვილად არ აპირებს, თუმცა წასულების მსგავსად ფიქრობს, რომ "ღია ტექსტებით" უნდა ისაუბროს.
- "ალბათ, ყველა ხვდება, რომ ამ გადაწყვეტილების გარეშე ჩვენს გუნდს სერიოზულ უხერხულობას შევუქმნიდი, თუნდაც ამ განცხადებით. რაც მიხეილ ყაველაშვილმა დაწერა, ხალხს აწუხებს ეს კითხვები".
ღამბაშიძე დეგნანს მოუწოდებს, "დაასახელოს თუნდაც ერთი ტყუილი, რაც პარლამენტის წევრის წერილში იყო მითითებული" და პასუხი გასცეს დასმულ კითხვებს.
- "მისი დამოკიდებულება ნამდვილად აზიანებს საქართველოს და ამერიკის ამდენი წლის ნაშენებ მეგობრობას და ურთიერთობას, რაც არც ერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის კარგი არ არის!"
- მან, სურვილის შემთხვევაში, საკრებულოს სხვა წევრებსაც მოუწოდა, შეუერთდნენ.
- "თუმცა ისეც არ უნდა ვქნათ, რომ რომელიმე რაიონში ქართულმა ოცნებამ უმრავლესობა დაკარგოს, ამით მხოლოდ ქვეყნის მტრების — ნაცების საქმის გაკეთება გამოგვივა".
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები