8 თეორია, რომელიც Stranger Things 4-ის ფინალამდე უნდა გაიგო
ფოტო: Netflix
გაფრთხილება: სტატია Stranger Things-ის შესახებ სპოილერებს შეიცავს.
Stranger Things-ის მე-4 სეზონის მეორე ნაწილის პრემიერა პირველ ივლისსაა დაგეგმილი. მანამდე კი ფანები სერიალში გაფანტულ ფაქტებს ერთმანეთთან აკავშირებენ და სხვადასხვა, ერთმანეთზე უფრო საინტერესო თუ დამაფიქრებელ თეორიებს ქმნიან.
ამ სტატიაში ფანების 8 თეორიას წარმოგიდგენთ, რომელიც გასულ სეზონებს სხვა თვალით დაგანახებს და ახალ ეპიზოდებზე დაგაფიქრებს:
1. პირველ სეზონში უილი მეორე სამყაროში ვეკნამ წაიყვანა
ფანების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ უილის მეორე სამყაროში წაყვანის ძალა უბრალო დემაგორგონს არ ჰქონდა და ის ვეკნამ წაიყვანა. ამის მიზეზი კი ვეკნასა და უილს შორის მსგავსებაა: პირველ სეზონში ჯოისი უილზე ამბობს, რომ ის სხვა ბავშვებს არ ჰგავს და მგრძნობიარეა. მეოთხე სეზონში იმავეს ამბობს ვეკნაზე მამამისი მაშინ, როცა ვეკნა ჯერ კიდევ ბავშვი იყო. ამასთანავე, არსებობს მოსაზრება, რომ ვეკნას უნდოდა, უილისგან თავისნაირი ბოროტმოქმედი შეექმნა.
2. უილი ბოროტმოქმედია
ზოგიერთი ფანი ფიქრობს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მეორე სამყაროში გადარჩენა უილმა შემთხვევით არ შეძლო და ის სინამდვილეში ბოროტმოქმედია. ფანები თვლიან, რომ ვეკნამ მას სიცოცხლე სპეციალურად შეუნარჩუნა.
3. უილი მოკვდება
მეორე სამყაროსთან კონტაქტი, ნახატი, რომელსაც არავის აჩვენებს — ფანები თვლიან, რომ მიუხედავად იმისა, არის თუ არა უილი ბოროტმოქმედი, ის ამ სეზონში მოკვდება. ზოგი იმასაც თვლის, რომ სიკვდილამდე უილი მაიკს თავის რომანტიკულ გრძნობებს გაუმხელს.
უილი გეია? — Stranger Things-ის პროდიუსერი ამ თეორიას გამოეხმაურა
4. სკოლის ფსიქოლოგი ვეკნას დამხმარეა
სკოლის ფსიქოლოგს სერიალში საათიანი ყელსაბამი უკეთია — ვეკნას ყველა მსხვერპლი სიკვდილამდე საათს ხედავდა. აღსანიშნავია, რომ მეოთხე სეზონის პირველ ნაწილში დაღუპული ბავშვები სკოლის ფსიქოლოგთან დადიოდნენ.
5. ედი 010-ია
ბევრი თვლის, რომ ლაბორატორიაში მოკლულ ბავშვებს შორის 010 არ იყო და ის სინამდვილეში ედია. ფანების აზრით, მეოთხე სეზონში 010-სა და ედის პერსონაჟს საკმაო დრო ეთმობათ, ამასთანავე, როცა ედი ცდილობს, კრისის საკუთარი თავი გაახსენოს, ეუბნება, რომ ბავშვობაში მოკლე თმა ჰქონდა.
6. ედი ნენსის გადაარჩენს
მეოთხე სეზონის მეორე ნაწილის ტრეილერში ედი გიტარაზე უკრავს. ფანები თვლიან, რომ ედი ნენსის საყვარელ სიმღერას ასრულებს, რათა ის ვეკნასგან იხსნას.
7. ნენსის საყვარელ სიმღერას რობინი გადაარჩენს
მეოთხე სეზონში რობინი და ნენსი უფრო დაახლოვდნენ. ნენსის ოთახის თვალიერებისას რობინმა კასეტები იპოვა, ამიტომ, სავარაუდოდ, ნენსის საყვარელი სიმღერაც ეცოდინება.
8. სერიალის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი მოკვდება
მეოთხე სეზონის მეორე ნაწილის ძალიან დაძაბული ტრეილერის ნახვის შემდეგ, ფანები დარწმუნებულები არიან, რომ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი დაგვტოვებს. ბევრი ღელავს, რომ ვეკნა მაქსს მაინც მისწვდება, ამასთან, თითქმის ყველას ეშინია იმის წარმოდგენის, რომ შესაძლოა სერიალის ფავორიტი პერსონაჟი — სტივი მოკვდეს.
ამავე თემაზე:
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა







კომენტარები