MIT-ის მეცნიერებს დედამიწასა და მზეს შორის ხელოვნური ბარიერის აღმართვა სურთ
წარმოიდგინეთ მზისგან დამცავი საშუალება, მაგრამ მთელი პლანეტისთვის. ეს არის ის, რასაც MIT-ის მკვლევართა გუნდი გვთავაზობს კლიმატის ცვლილებისგან გამოწვეული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად. საუბარია გიგანტურ კოსმოსურ ბუშტებზე, რომლებიც მოქმედებენ როგორც ბარიერი დედამიწასა და მზეს შორის.
ეს ყველაფერი საჭირო გახდება იმ შემთხვევაში თუ კლიმატის ცვლილებასა და გლობალურ დათბობას ვეღარ შევაჩერებთ. ასეთ შემთხვევაში მეცნიერების თქმით ახალი ზომების მიღება იქნება საჭირო. ერთ-ერთი ასეთი გადაუდებელი ღონისძიება, როგორც MIT-ის მკვლევრების პრესრელიზშია ნათქვამი, მოიცავს "მზის გეოინჟინერიას". ამით მზისგან წამოსული სინათლის გაკონტროლება უნდა შევძლოთ.
ეს შეიძლება სპეკულაციური ჰიპოთეზაა, მაგრამ მის მიხედვით უნდა გაიგზავნოს კოსმოსური ხომალდი, რომელიც მზესა და დედამიწას შორის გამჭვირვალე ფირის ბუშტებს აღმართავს. ეს ბუშტები, როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, შესაძლოა დამზადებული იყოს "დნობადი სილიკონის" თხელი, გამჭვირვალე ფენისგან და განთავსდეს ლაგრანჟის წერტილში (ისევე როგორც ჯეიმს ვები).
მეცნიერები ამ ყველაფერს უბრალოდ არ ამბობენ და მათ ზურგს მათემატიკა უმაგრებს. თუ ამ მოწყობილობით ავირეკლავთ მზის გამოსხივების 1,8 პროცენტს, სანამ ის დედამიწაზე მოხვდება, მაშინ გლობალური დათბობის შეჩერება სრულად იქნება შესაძლებელი.
თუმცა, მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ ეს შეიძლება უკიდურესი გამოსავალი იყოს და აქამდე ჩვენსავე პლანეტაზე შეგვიძლია ზომების მიღება. იმ შემთხვევაში თუ დღეს არსებული ზომები არ გაამართლებს, ფაქტია ალტერნატიული გზების ძიება მოგვიწევს და ხსენებული შეიძლება სწორედ ასეთი იყოს.
კომენტარები