გარემოზე ზრუნვა მარტივია — "პოლივიმი" და "თეგეტა" დამეგობრდნენ
ნარჩენების მართვა 21-ე საუკუნის გლობალური გამოწვევაა. მავნე ნარჩენების რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება საქართველოშიც. გარემო ბინძურდება და უარყოფით გავლენას ახდენს ეკოსისტემაზე. "პოლივიმი" სწორედ ჯანსაღი გარემოსა და უსაფრთხო მომავლის შექმნაზე ზრუნავს. კომპანია მეორად პოლიმერებს, ანუ პლასტმასის ნარჩენებს ამუშავებს და ამ გზით ღირებულ ნედლეულს ქმნის, რომელსაც სხვადასხვა ბიზნესი საკუთარი საქმიანობისთვის იყენებს.
"რასაც პლასტმასის ბოთლების გადამუშავებით ვიღებთ, ამას ფანტელებს ვეძახით. ეს არის დაქუცმაცებული, დახარისხებული ფანტელები. ჩვენი მომხმარებლები ავეჯის, ტექსტილის, შესაფუთი მასალების მწარმოებლები არიან. საქართველოს ბაზარზე მათი წილი მაქსიმუმ 10 პროცენტია, დანარჩენი მხრივ კი მთლიანად ექსპორტზე ორიენტირებული კომპანია ვართ. ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციით, made in Georgia-ს სახელით შევაღწიეთ. ნარჩენების მართვა ჩვენთან აქამდე ძალიან ქაოსური იყო — იკარგება, იმარხება, ბუნებაში იფანტება. ამ ყველაფერს ჩვენ ღირებულ პროდუქციად გადავაქცევთ. ეს ბიზნესივითაა და თანაც ეკონომიკური სარგებელი მოაქვს, ასევე გარემოზე მავნე ზემოქმედებას ამცირებს. რაც უფრო გაიზრდება ჩვენი მასშტაბი, მით უფრო შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება", — აცხადებს ბექა ფონჯავიძე "პოლივიმის"კომერციული მენეჯერი.
სწორედ გარემოზე ზრუნვის მიზნით გაერთიანდნენ "პოლივიმი" და "თეგეტა ჰოლდინგი". მასშტაბების გაზრდისა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით "პოლივიმი" "თეგეტას" ზრუნვის პლატფორმაზე დაემატა. კომპანიის სათავო ოფისსა და ფილიალებში კი "პოლივიმის" 10 ყუთი განთავსდა.
"თეგეტა" და "პოლივიმი" "მწვანე რევოლუციის" კამპანიის ფარგლებში დამეგობრდნენ. "თეგეტა" ჩაერთო გარემოსდაცვითი მიმართულებით გადამუშავებისა და სეპარირების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში. ზრუნვის პლატფორმაზე კომპანიის შესახებ ინფორმაციის განთავსებით მოვახერხებთ იმ მესიჯის მიწოდებას საზოგადოებისთვის, რომლის გარშემოც ვერთიანდებით და რისთვისაც ვიბრძვით. "თეგეტასა" და, ზოგადად, დიდი ორგანიზაციების ჩართულობა გვაძლევს საშუალებას, უფრო მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა და გადამუშავების მნიშვნელობა დავანახვოთ", — ამბობს ქეთევან მაისურაძე, "პოლივიმის" კვლევისა და განვითარების მენეჯერი.
"თეგეტა ჰოლდინგის" კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება გარემოზე ზრუნვა და მასზე ზემოქმედების შემცირებაა. შესაბამისად, ჩვენს ზრუნვის პლატფორმაზე, Tegeta.care, ახალი პარტნიორის გაჩენა, ვისი საქმიანობაც გარემოს დაცვას ემსახურება, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამის გარდა, სიამოვნებით დავთანხმდით მათ შემოთავაზებას, შეგვეგროვებინა პლასტმასის ნარჩენები ჩვენს სათავო ოფისსა და ფილიალებში. ეს პროცესი ერთჯერადი არ იქნება და ვფიქრობთ, რომ სწორედ ასეთი აქტივობებით შევიტანთ ჩვენს წვლილს გარემოზე ზემოქმედების შემცირებაში", — აცხადებს ნათიკა ბერძული, "თეგეტა ჰოლდინგის" სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.
კომპანიაში ამბობენ, რომ "თეგეტა ჰოლდინგის" ფილიალებში "პოლივიმის" ყუთების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება. გარემოზე ზრუნვის ნებისმიერ მსურველს კი ნარჩენების შესაგროვებლად "პოლივიმის" სათავო ოფისში ელოდებიან.
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
კომენტარები