10 ვარსკვლავი, რომელმაც პოპულარულობის ბნელი მხარეები გვაჩვენა
ფოტო: Getty Images
პოპულარულობა, მუდამ ყურადღების ცენტრში ყოფნა, სიმდიდრე, პრივილეგიები — ეს ყველაფერი ცნობილი ადამიანების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ადამიანი მათ ცხოვრებაზე ოცნებობს და ხშირად ვფიქრობთ, რომ ერთი სადარდებელიც კი არ აქვთ, როგორც ჩანს, საქმე ასე მარტივად სულაც არაა.
წლების განმავლობაში უამრავი ცნობილი ადამიანი ალაპარაკდა გულწრფელად იმაზე, თუ რისი დათმობა უწევთ პოპულარულობისა და კარიერისთვის. თუ მათ ნათქვამს დავუჯერებთ, ვარსკვლავობა სულაც არაა ისეთი შესაშური, როგორიც ხშირად გვგონია.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ 10 ცნობილ ადამიანს, რომელმაც ვარსკვლავად ყოფნის სირთულეებზე ილაპარაკა:
1. მეგან ფოქსი
"ყველა ფიქრობს, რომ უნდა მოვკეტოთ და არ ვიწუწუნოთ, რადგან დიდ სახლში ვცხოვრობთ და ბენტლის ვატარებთ. ხალხი ვერ იაზრებს იმას, რომ მილიონობით ადამიანი გამუდმებით გვაბულინგებს", — განაცხადა მეგან ფოქსმა Fox-თან ინტერვიუში.
2. რობერტ პატინსონი
"ხალხი ვერ ხვდება, რამდენად მარტოსული ხარ. თავს იღბლიანად ვთვლი, რომ წარმატებას ადრეულ ასაკში ვერ მივაღწიე — ასე წარმატებამდე ცხოვრება მაინც მქონდა", — თქვა რობერტმა GQ-სთან ინტერვიუში.
3. ბრედ პიტი
ბრედ პიტს არ მოსწონს, რომ პირადი ცხოვრების სხვებისთვის გაზიარება უწევს: "რატომღაც როცა გადაცემებში არ მიდიხარ და შენს პირად ცხოვრებაზე არ ლაპარაკობ, იმას ნიშნავს, რომ შენს ფილმს მხარს არ უჭერ", — თქვა მსახიობმა.
4. ჯენიფერ ლოურენსი
ჯენიფერ ლოურენსს განსაკუთრებით პაპარაცები აწუხებენ: "მგონია, რომ შესვენების უფლება უნდა გვქონდეს. სამი თვით. 'სამთვიან შვებულებაში ვარ, ამიტომ ფოტოს ვერ გადამიღებ'. დიდი სიამოვნებით გავაკონტროლებდი ჩემთვის ფოტოების გადაღებას", — განაცხადა მსახიობმა.
5. დენიელ რედკლიფი
დენიელ რედკლიფმა პოპულარულობის გამო სმა დაიწყო: "ყველაზე სწრაფი გზა იმის დასავიწყებლად, რომ ყველა შენ გიყურებს, დალევა იყო", — განაცხადა მან.
6. მილა კუნისი
"როცა ორსულად ვიყავი, ტაბლოიდებმა დაწერეს, რომ ცუდად გავხდი და საავადმყოფოში გადამიყვანეს, ჩემი სახე კი გარეკანზე მოხვდა. ვერავინ წარმოიდგენს, რამხელა სტრესი მიიღო ჩემმა ოჯახმა", — გაიხსენა მილა კუნისმა.
7. კიანუ რივზი
კიანუ პაპარაცის ვერ უსხლტება: "დილით გამოვალ, რათა გაზეთი ავიღო და ისინი იქ არიან. გალიაში გამომწყვდეული ცხოველივით ვგრძნობ თავს", — თქვა მსახიობმა.
8. ლედი გაგა
"დილაობით ვიღვიძებდი და ვიაზრებდი, რომ ლედი გაგა ვარ. ცუდ ხასიათზე ვდგებოდი, რადგან არ მინდოდა, ჩემი თავი ვყოფილიყავი. მეშინოდა ყველაფრის, რაც ჩემმა კარიერამ ჩემს ცხოვრებასა და ცხოვრების ტემპში შემოიტანა", — აღიარა ლედი გაგამ.
9. ქარდი ბი
"ერთი უარყოფითი ისაა, რომ მართალია ბედნიერი ვარ, მაგრამ ვგრძნობ, რომ 2-3 წლის წინ უფრო ბედნიერი ვიყავი, როცა ნაკლები ფული მქონდა. ნაკლებ ადამიანს ჰქონდა ჩემს ცხოვრებაზე საკუთარი მოსაზრებები. ვგრძნობდი, რომ ჩემი ცხოვრება ჩემი იყო. ახლა ვგრძნობ, რომ ჩემი ცხოვრება ჩემი არაა. ვგრძნობ, რომ მსოფლიოს ვეკუთვნი", — თქვა მუსიკოსმა.
10. კამერონ დიაზი
"პოპულარულობა ჩვილად გაქცევს. ის დამოუკიდებლობისა და საკუთარი თავის მიხედვის უნარს გართმევს", — განაცხადა მსახიობმა.
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: "პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა" ირაკლი კირცხალია: "პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა"
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კახა კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს" კახა კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს"
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა









კომენტარები