თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს მიაჩნია, რომ უკრაინისთვის იარაღის არმიწოდებით საქართველოს მოქალაქეების ინტერესს იცავს.

"მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ურთიერთობები NATO-სთან ყოველწელს უფრო ინტენსიური ხდება. საქართველო და პირადად მე ჩემი მინისტრობის პერიოდში ოთხჯერ ვიყავი მიწვეული და ვმონაწილეობდი NATO-ს თავდაცვის მინისტერიალზე, შესაბამისად უკრაინისათვის იარაღის გადანაწილების პროცესში ჩვენი არმონაწილეობის შეფუთვა, თითქოს საქართველო ჩამოშორდა საერთაშორისო თანამეგობრობას, არის სიცრუე და მიზნად ისახავს არამხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქვეყნის დისკრედიტაციას.

უფრო მეტიც, ის, რომ ჩვენ ვერ ვაწვდით იარაღს უკრაინას, ამით, მიგვაჩნია, რომ ჩვენ ვიცავთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესს და ვაზღვევთ საქართველოს ახალი კონფლიქტის რისკისგან", — აცხადებს ბურჭულაძე.

დღეს, 9 ივნისს მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს უსმენენ.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში.