აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ "სამოქალაქო განათლება მნიშვნელოვანია — #ისწავლერომშეცვალო" კამპანია დაიწყო
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) სამოქალაქო განათლების გაძლიერების კამპანია — "სამოქალაქო განათლება მნიშვნელოვანია" დაიწყო.
სამოქალაქო განათლება კრიტიკულად მნიშვნელოვანია პოლიტიკური კულტურის განვითარების უზრუნველსაყოფად, რომელიც პასუხობს მოქალაქეთა საჭიროებებს. USAID-ის მიზანია ხელი შუწყოს სამოქალაქო განათლების გაძლიერებას ქართველ ახალგაზრდებში, რაც თავის მხრივ, წაახალისებს მოქალაქეთა პასუხისმგებელიან მმართველობასა და სამოქალაქო ჩართულობას.
აღნიშნული კამპანია მიზნად ისახავს კონკრეტული აქტივობების საშუალებით, ხელი შეუწყოს სწავლა-სწავლების პროცესს გახდეს უფრო სახალისო, ახალგაზრდებმა მიიღონ ხარისხიანი განათლება, უკეთ წარმოაჩინონ თავიანთი თემი, გამოხატონ იდეები და ჰქონდეთ მთავრობისგან ღიაობის და ანგარიშვალდებულების მოლოდინი.
კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ძირითადი აქტივობებია:
- დემოკრატიის პრინციპების შესახებ ანიმაციური ვიდეორგოლების შექმნა
- სამოქალაქო განათლების აქტუალური საკითხების მიხედვით, სამაგიდო თამაშის შექმნა
- მოსწავლეებისათვის სამოქალაქო განათლების თემატიკაზე იდეების კონკურსის ჩატარება
- ე.წ სტენსილების განთავსება სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე
ანიმაციური ვიდეორგოლების შექმნა — პროექტის ფარგლებში შეიქმნება 8 ანიმაციური რგოლი სკოლის მოსწავლეებისათვის დემოკრატიის პრინციპების შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს სწავლა-სწავლების პროცესი გახდეს მეტად საინტერესო და მარტივად აღქმადი. ამასთანავე, ანიმაციური რგოლების შექმნა ემსახურება სამოქალაქო განათლების მნიშვნელობის წინ წამოწევას, ცნობიერების ამაღლებასა და მოსწავლეების წახალისებას ჩაერთონ სამოქალაქო ცხოვრებაში.
სამაგიდო თამაშის შექმნა — კამპანიის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებისათვის შეიქმნება სამაგიდო თამაში სამოქალაქო განათლების აქტუალურ საკითხებზე დაყრდნობით, რომელიც გაკვეთილის წარმართვის პროცესს გახდის მეტად ინტერაქტიულს, სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობას დაანახებს ახალგაზრდებს და ხელს შეუწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას მოსწავლეებში.
იდეების კონკურსი — კონკურსის ფარგლებში საქართველოს ყველა რეგიონის მასშტაბით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა წარადგინეს ორიგინალური იდეები იმის შესახებ, თუ როგორ წარმოუდგენიათ სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესი უფრო საინტერესო, პრაქტიკული და სახალისო გახდეს.
აქტივობა მიზნად ისახავს მოსწავლეებისათვის ხელის შეწყობას, მეტად დაინტერესდნენ სამოქალაქო განათლებით და ასევე, შემოქმედებითად მიუდგნენ სამოქალაქო განათლების თემატიკას. კონკურსის ფარგლებში, შეფასების პროცესის ობიექტურად წარმართვისთვის ჩამოყალიბდება სათანადო საკონკურსო კომისია, რომელიც დააჯილდოვებს პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებს.
სტენსილების განთავსება სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე - აღნიშნული აქტივობის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 4 ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი) 20 სკოლის ტერიტორიაზე დაგეგმილია სტენსილების განთავსება, რომელიც ასახავს სამოქალაქო განათლების თემაზე რამდენიმე ძირითად გზავნილს. ხსენებული აქტივობის მიზანი ისევ და ისევ ეხმაურება პროექტის ძირითად მიზნებს, და ემსახურება ახალგაზრდების დაინტერესების ზრდას სამოქალაქო საკითხების მიმართ, ასევე, მათი ცნობიერების ამაღლებას პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ.
USAID მოწოდებულია გააძლიეროს სამოქალაქო განათლება საქართველოში. ამ კვირას USAID-მა, ასევე, დაიწყო სამოქალაქო განათლების ახალი ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც დაეფუძნება USAID-ის გრძელვადიან ინვესტიციას საქართველოს სამოქალაქო განათლებაში.
-
-
-
-
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
კომენტარები