მსხვერპლშეწირვამდე ინკები ბავშვებს კოკაინს აძლევდნენ — თმისა და ფრჩხილების კვლევის შედეგი
ინკები ბავშვებს, რომლებსაც რიტუალისთვის შესაწირად ირჩევდნენ, ნარკოტიკს აძლევდნენ. ეს იმისთვის რათა ისინი სიკვდილამდე მშვიდად ყოფილიყვნენ. ამას თმისა და ფრჩხილების ახალი კვლევა ადასტურებს.
ადამიანთა მსხვერპლშეწირვა, რომელიც ცნობილია როგორც კაპაკოჩა, ჩვეულებრივ ტარდებოდა ინკების საზოგადოებაში ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენების აღსანიშნავად, როგორიცაა სამეფო ოჯახის დაბადების ან ბრძოლაში გამარჯვების აღსანიშნავად.
კვლევაში, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა Journal of Archaeological Science-ში, მეცნიერებმა ჩაატარეს ტოქსიკოლოგიური ანალიზი ორი ინდივიდის (ექვსი-შვიდი წლის), რომლებიც 500 წელზე მეტი ხნის წინ მოკლეს კაპაკოჩას რიტუალის დროს ამპატოს მთაზე სამხრეთ პერუს ტერიტორიაზე.
ინკების მუმიების თმისა და ფრჩხილების ნიმუშებში მეცნიერები ეძებდნენ ტოქსიკური ქიმიკატების არსებობას, როგორიცაა კოკაინი და მისი დაშლის კვალი ორგანიზმში — ბენზოილეკგონინი და კოკაეთილენი. ისინი ასევე ეძებდნენ სხვა ინტოქსიკაციურ და ჰალუცინოგენურ ქიმიკატებს, როგორიცაა მესკალინი, ტრიპტამინი, ჰარმალინი და ჰარმინი.
არქეოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ მსხვერპლთა სიცოცხლის ბოლო კვირების განმავლობაში ისინი ღეჭავდნენ კოკას ფოთლებს და იღებდნენ აიოვასკას — სასმელს, რომელიც ძირითადად სამხრეთ ამერიკის ჰალუცინოგენური მცენარისგან (Banisteriopsis caapi) მზადდებოდა.
მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ინკებმა შესაძლოა შეგნებულად გამოიყენეს Banisteriopsis caapi-ს ანტიდეპრესანტული თვისებები "მსხვერპლთა შფოთვისა და დეპრესიული მდგომარეობის შესამცირებლად".
მკვლევრების თქმით, სავაურაუდოდ ბავშვებმა რამდენიმე კვირით ადრე იცოდნენ თუ რა მოხდებოდა. კვლევაში გამოვლენილ ნივთიერებებს შეიძლება ჰალუციანციები არ გამოეწვია, მაგრამ მათ ბავშვები უნდა დაემშვიდებინა და ამით რიტუალიც გაადვილდებოდა.
კომენტარები