რა უნდა ვიცოდეთ მწერის ნაკბენზე?
ცხელი სეზონის მოახლოებასთან ერთად აქტიურდებიან მწერებიც, რომელთა ნაკბენსაც ადამიანებში როგორც მსუბუქი, ისე მწვავე ალერგიული რეაქციების გამოწვევა შეუძლია. გარდა ამისა, ზოგიერთი მათგანი სხვადასხვა ინფექციური დაავადების გადამტანიც არის.
რა უნდა ვიცოდეთ მწერების შესახებ? რა ტიპის ალერგიული რეაქციები შეიძლება განვითარდეს მათი კბენის შემდეგ? როგორ უნდა მოვუაროთ ნაკბენს? — ამ და სხვა კითხვებით თოდუას კლინიკა ვერის ფილიალის ალერგოლოგ-იმუნოლოგს, ქეთევან ომიაძეს ესაუბრა.
რომელი მწერები არიან საქართველოში ყველაზე გავრცელებული? რა რეაქციებს იწვევს მათი ნაკბენი?
საქართველოში ყველაზე გავრცელებული მწერები, რომელთა ნაკბენიც გარკვეულ ალერგიულ რეაქციებს იწვევს, არიან კოღო, ქინქლა, ჭიანჭველა, კრაზანა და ფუტკარი. მათ შხამზე შეიძლება განვითარდეს ლოკალური ალერგიული რეაქცია, რაც ვლინდება ნაკბენის ადგილის შეწითლებით, შეშუპებით, ტკივილითა და ქავილით. ასევე, ნაკბენმა შესაძლოა სწრაფი ტიპის, სისტემური ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს, რომელშიც სხვადასხვა ორგანოთა სისტემა მონაწილეობს და ვლინდება სუნთქვის გაძნელებით, ბრონქოსპაზმით, გენერალიზებული ჭინჭრის ციებით, წნევის ვარდნით, მუცლის ტკივილით, ღებინებით.
აღნიშნული რეაქცია, ძირითადად, კბენიდან 5-30 წუთის განმავლობაში ვითარდება. სისტემური ალერგიული რეაქცია სიცოცხლისთვის საშიშია და აუცილებელია სწრაფი და სპეციფიკური დახმარება. თუ ადამიანს ანამნეზში ან ოჯახურ ანამნეზში ამ ტიპის ალერგიული რეაქცია აქვს, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, რათა შეძლოს დროულად და სწორად იმოქმედოს ასეთი გართულებების დროს.
როგორ უნდა მოვუაროთ მწერის ნაკბენს, რათა არ გაღიზიანდეს და გართულდეს?
თუ ნესტრიანი მწერის ნაკბენია, ყურადღება უნდა მივაქციოთ, ხომ არ დარჩა
ნესტარი კანში. სასურველია, ნაკბენის არეალს გადავატაროთ ბასრი ზედაპირის მქონე ნებისმიერი საგანი და ამოვიღოთ ნესტარი, შემდეგ ჩამოვიბანოთ წყლით და საპნით, დავიდოთ ცივი საფენი. არასწორმა მოვლამ შესაძლოა ნაკბენი არეალის დაინფიცირება გამოიწვიოს.
გარდა ალერგიული რეაქციების გამოწვევისა, რა დაავადებებით დაინფიცირების ალბათობა არსებობს მწერის ნაკბენით?
საქართველოში გვხვდება დაავადება ლეიშმანიოზი, რომლის გადამტანიც ფეხსახსრიანი მწერები არიან. ასევე, ტკიპას გადააქვს ისეთი ინფექციური დაავადებები, როგორიცაა ბორელიოზი, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება და იშვიათად ტკიპისმიერი ენცეფალიტი. ამ დაავადებების დროული დიაგნოსტირება მნიშვნელოვანია, ამიტომ, ტკიპას ნაკბენის შემდეგ თუ განვითარდა ცხელება, გამონაყარი და თავის ტკივილი, პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.
რა არის თქვენი რეკომენდაციები, რომლებიც ზაფხულში უნდა გავითვალისწინოთ?
პირველ რიგში, ალერგიულმა პაციენტმა, სასურველია, ზაფხულის დადგომამდე კონსულტაცია ალერგოლოგთან გაიაროს და მისგან ინდივიდუალურად მიიღოს კონკრეტული რეკომენდაციები.
ზოგადად კი, ზაფხულის პერიოდში ბუნებაში გასვლისას ყველამ უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:
- ჩაიცვით ისე, რომ სხეული სრულად იყოს დაფარული;
- ტანისამოსი უნდა იყოს მუქი ფერის;
- არ გამოიყენოთ მძაფრი სუნის კოსმეტიკური საშუალებები;
- საკვები მოათავსეთ დახურულ კონტეინერში;
- კარავი არ გაშალოთ ტბის პირას;
- ჩააქრეთ სინათლე, დახურეთ ფანჯრები;
- გამოიყენეთ ე.წ. მწერების დამაფრთხობელი საშუალებები.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები