მეცნიერების თქმით, კოსმოსი უხილავი კედლებითაა სავსე — რას ნიშნავს ეს
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ პატარა გალაქტიკები სავარაუდოდ დიდი გალაქტიკების გარშემო შემთხვევით ორბიტებზეა განაწილებული. თუმცა, კვლევები აჩვენებს, რომ ეს პატარა გალაქტიკები ერთმანეთთან დისკოების სახით არის დაკავშირებული, სატურინის რგოლების მსგავსად. ეს კი ის ფეონმენია, რომელიც ბოლომდე არ გვესმის.
მკვლევრები ახლა ცდილობენ შეავსონ ის რაც არ გვესმის და ვარაუდობენ, რომ პატარა გალაქტიკებზე შეიძლება უხილავი "კედლები" ზემოქმედებს, რომლებიც ნაწილაკების ახალი კლასის მიერაა შექმნილი. საუბარია სიმეტრონებზე — ამას ასტროფიზიკის კანონების გადაწერა შეუძლია.
სტანდარტული თეორია, რომელიც ცნობილია როგორც ლამბდა ცივი ბნელი მატერიის მოდელი (Lambda-CDM) ვარაუდობს, რომ სამყარო შედგება სამი ძირითადი ელემენტისგან: კოსმოლოგიური მუდმივა, რომელიც აინშტაინის მიერ დამატებული კოეფიციენტია ფარდობითობის ზოგადი განტოლებების ასახსნელად, ცივი ბნელი მატერია, რომელიც ნელა მოძრავი თეორიული ნაწილაკებია და ჩვეულებრივი მატერია, რომელთანაც ჩვენ ყოველდღიურად ვურთიერთქმედებთ.
ეს თეორია ვარაუდობს, რომ პატარა გალაქტიკებს უფრო დიდი გალაქტიკების გრავიტაციული ძალა იჭერს და ქაოტურ ორბიტებზე ატრიალებს. თუმცა, ამის დაკვირვება ჯერ არ მომხდარა.
ახლა კი, ნოტინჰემის უნივერსიტეტის ორმა მკვლევარმა შეიძლება ამ ყველაფერს ახსნა მოუძებნოს. ეს ყველაფერი მათ კვლევაშია აღწერილი. ისინი ვარაუდობენ, რომ "მეხუთე ძალა" გალაქტიკებს დისკის ფორმის სახით განლაგებას ახდენს.
მათი თეორიის თანახმად, სპეკულაციურ ნაწილაკებს, რომლებიც ცნობილია როგორც სიმეტრონები, შეუძლიათ წარმოქმნან ეს "ძალა" და ის "დომეინის კედლების" მსგავსად სივრცეში ზღუდეების სახითაა.
"ჩვენ ვიცით, რომ გვჭირდება ახალი ნაწილაკები, რადგან გვაქვს ბნელი მატერია და ბნელი ენერგია. შესაბამისად, ამ ორი ფენომენის გასააზრებლად ახალი ნაწილაკების დამატებაც საჭიროა", — ამბობს ანეშ ნაიკი, ნოტინჰემის უნივერსიტეტის მეცნიერი და კვლევის ავტორი.
ეს ნაწილაკები შეიძლება არსებობდნენ სხვადასხვა მდგომარეობებში და მათ შორის წარმოქმნიდნენ უხილავ ბარიერებს თუ კედლებს. ამ კედლებს, თავის მხრივ, შეუძლიათ პატარა გალაქტიკებს ბარიერის სახით აღუდგნენ და ისინი დიდი გალაქტიკების გარშემო აბრუნონ.
თუმცა, ამ თეორიის გასამყარებლად ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო იქნება და ამას თავად მკვლევრებიც ამბობენ.
კომენტარები