ქუჩის ხელოვნება საქართველოში — ნახეთ 5 გამორჩეული გრაფიტი
ფოტო: საქართველოს ბანკი
ქალაქის იერსახისა და იდენტობის შექმნაში ბევრ სხვა დეტალთან ერთად უდიდესი წვლილი ქუჩის ხელოვნებასაც მიუძღვის. მართლაც, რთულია, არ აღფრთოვანდე ქალაქის ყველაზე მოულოდნელ კუთხეებში აღმოჩენილი პატარა თუ მასშტაბური ნახატებით, რომლებიც მისი ისტორიის, ხალხის ხასიათის, სოციალური პრობლემებისა თუ სხვა საჭირბოროტო საკითხების შესახებ თვალისმომჭრელი ფერებითა და ნახატებით გესაუბრება.
ქალაქის დასამახსოვრებელი იერსახის შექმნისა და ხელოვანი ადამიანების მხარდაჭერის მიზნით საქართველოს ბანკი ქუჩის ხელოვნების მოძრაობა “ნიკოსთან” 2019 წლიდან თანამშრომლობს. “ნიკო” 2018 წელს შეიქმნა და მისი მთავარი მიზანი ქუჩის ხელოვნების განვითარება, ხელოვანების მხარდაჭერა და მათთვის მასშტაბური პროექტების განხორციელებაში დახმარებაა. საქართველოს ბანკისა და “ნიკოს” თანამშრომლობის ფარგლებში 8 ქალაქში უკვე 50-ზე მეტი კედელი მოიხატა.
თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი ნახატებიდან ამ სტატიაში 5 გამორჩეულ ნამუშევარს შემოგთავაზებთ და მათ ავტორებსაც გაგაცნობთ:
1. მაშო მარგიშვილი — Masholand
“ცნობისმოყვარე ცხვირჩიტებმა და ადამიანის მსგავსმა, სამნესტოიანმა მაშოლენდელმა, თბილისის ერთ-ერთი წახნაგოვანი ქუჩის შერბილების მიზნითა და ნიკოს ფესტივალის ნებართვით, კედელზე გადაცხოვრება გადაწყვიტეს. ქუჩა, რომელიც ავტონაწილებითა და ნაცრისფერი კედლებითაა სავსე, საჭიროებდა ფერადსა და თბილ ნახატს, რომელიც, შემხედვარე ადამიანებს, თუნდაც წამიერად, სილაღეს გაახსენებდა”, — ამბობს მაშო მარგიშვილი, იგივე Masholand.
მაშოსთვის ქუჩის მხატვრობა საკუთარი შესაძლებლობების გამოწვევასთან ერთად ამბის თხრობის საშუალებაცაა. კედლებზე სხვების ნახატები ყოველთვის მოსწონდა, თუმცა ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ იმავეს თავადაც შეძლებდა. თავდაპირველად მხოლოდ ინტერიერზე ხატავდა, თუმცა Fabrikaffitti-ის ფესტივალზე ძალების მოსინჯვის შემდეგ ექსტერიერზე გადაინაცვლა.
მხატვრისთვის "ნიკოს ფესტივალი" ყოველთვის ახალი გამოწვევებითაა სავსე და გამონაკლისი არც ეს კედელი იყო. მაშოს მიერ შესრულებულ ამ მასშტაბის ნახატებს შორის ეს ერთადერთია, რომელიც მთლიანად პულვერიზატორითაა დახატული. ესკიზის შესრულებისა და შეთანხმების შემდეგ ნახატის კედელზე გადატანას 2 დღე მოუნდა. მაშოს ნამუშევრის ნახვა ვახუშტი ბაგრატიონის 16-ში შეგიძლიათ,
2. მუსია ქებურია
მუსია ქებურია ქუჩის მხატვრობით ბავშვობიდანვე დაინტერესდა, თუმცა ამ სფეროსთან შეხება პირველად 2008 წელს ჰქონდა. საბოლოოდ, ჰობი პროფესიად იქცა და დღეს აქტიურად ხატავს როგორც ინტერიერზე, ასევე ქუჩაშიც. მუსია ძირითადად კომერციულ შეკვეთებზე მუშაობს, თუმცა ცდილობს, საკუთარ ნამუშევრებში გენდერული, სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც წამოჭრას. მისი მთავარი მოტივაცია აწმყოსა თუ მომავლისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების ფერადი და მნახველისთვის გასაგები “ენით” გადმოცემაა, რათა საზოგადოებას ისინი მუდამ ახსოვდეს.
"ნიკოს ფესტივალისთვის" მუსია ქებურიას ნამუშევრის შთაგონების წყარო ეპიდსიტუაცია და ყველაზე მნიშვნელოვანი — ბავშვების ჯანმრთელობა გახდა. მუსიას უნდოდა, საკუთარი ნამუშევრით ვაქცინაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში მცირე წვლილი მაინც შეეტანა. ცვალებადი ამინდის გათვალისწინებით, ბათუმში ნამუშევრის შესრულებას 4 დღე დასჭირდა. მისი ნახვა ზურაბ გორგილაძის 54-ში შეგიძლიათ.
"ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ მომავალი თაობა და ბავშვები ყველაზე სათუთი და გასაფრთხილებელია თითოეული ჩვენთაგანისთვის. ვიზუალზე სწორედ პატარა ბიჭუნა გამოვსახე, რომელსაც ნახატში ორი მხარე აქვს — ერთი ფერადი, თავზე კოსმონავტის ჩაფხუტით, ტანზე ბრონის ჟილეტითა და ხელში ფარით, რომელსაც მკლავზე ვაქცინაციის ნიშნის სახით ლენტა აქვს დაკრული, ხოლო მეორე ნაწილში შავ-თეთრი ფერებია და ვიზუალიც მწირია. ვიზუალი მთლიანობაში ისტორიის ორ მხარეს ასახავს, რომლის არჩევანიც და შედეგიც ჩვენზეა დამოკიდებული", — ამბობს მუსია.
3. დევიდ კელბერი
დევიდ კელბერს ქუჩის მხატვრობა ყოველთვის აინტერესებდა, თუმცა ამ სფეროში ძალები პირველად 7 წლის წინ მოსინჯა და კედლებზე ხატვა მალე თავის ერთ-ერთ მთავარ საქმიანობად აქცია. ქუჩის ხელოვნებაში ყველაზე მეტად ის მოსწონს, რომ ხელოვანის ნამუშევრის ნახვა და მისი სათქმელის მოსმენა ნებისმიერ გამვლელს შეუძლია.
"ქუჩის მხატვრობა ჩემთვის ასოცირდება თავისუფლებასთან. ეს საუკეთესო გზაა პრობლემებზე სასუბროდ, პროტესტის გამოსახატავად, შენი შინაგანი მდგომარეობის გადმოსაცემად. თვითონ პროცესიც კი ერთგვარი პერფორმანსია. ასე ყველაზე კარგად შემიძლია ვესაუბრო მიზნობრივ აუდიტორიას. თუმცა ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ფორმით, სხვადასხვა მედიუმით შეგიძლია დააფიქსირო ხელოვანმა შენი აზრი — ეს იქნება გრაფიტი, მურალი, ქანდაკება, ინსტალაცია თუ სხვა”, — ამბობს ხელოვანი.
კელბერი ნამუშევრებს ძირითადად სოციალური პრობლემების შესახებ ქმნის. "ნიკოს" ფესტივალისთვის შექმნილი ნახატი კი ეკოლოგიურ პრობლემებს ეხება. ეს ნახატი წინას გაგრძელებაა, რომელშიც ბუნების განადგურების, კორპუსების აშენებისა თუ მანქანების გამონაბოლქვის გამო გოგო და ბიჭი ჟანგბადის ნიღბებით სუნთქავენ. ახალ ნამუშევარში კი იგივე პერსონაჟები პრობლემის მოგვარების გამო ბედნიერები არიან. ამ ამბით ხელოვანს უნდოდა ეჩვენებინა, რომ ორი არჩევანი გვაქვს და უნდა გადავწყვიტოთ, რომელ მხარეს ყოფნა გვირჩევნია. ნახატის შესასრულებლად ხელოვანს 3 დღე დასჭირდა. მისი ნახვა ბახტრიონის 30 ნომერშია შესაძლებელი.
4. თინა ჩერტოვა
"ქუჩის მხატვრობა არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ხელოვანისთვის, რომ მან თავისი პოზიცია ცხოვრების, პოლიტიკური თუ სოციალური პრობლემის შესახებ გამოხატოს. ხელოვნება ხელმისაწვდომი გახდა არა მხოლოს 'აკადემიური' წრეებისათვის, არამედ ნებისმიერი ნიჭიერი ადამიანისთვის, ვისაც მნიშვნელოვანი სათქმელი აქვს. საგამოფენო დარბაზმა გადაინაცვლა ქუჩებში და გახდა მასშტაბური, უფრო ძლიერი და ეფექტური", — ამბობს თინა ჩერტოვა.
თინა ჩერტოვას მიერ ბათუმში შესრულებული ნამუშევარი ქალთა გაძლიერებას ისახავს მიზნად და ადგილობრივი აქტივისტის, ჰურიე აბაშიძის შთაგონებითაა შექმნილი, რომელიც ქალებისა და უმცირესობების უფლებებისთვის აჭარაში იბრძვის.
ხელოვანის თქმით, აღნიშნული ნამუშევრის შექმნის პროცესი ხანგრძლივი იყო, რადგან ის არა მხოლოდ ხატვას, არამედ მთავარ გმირთან კომუნიკაციასა და პოსტერების მომზადებასაც მოიცავდა. ნამუშევარმა მალევე მიიპყრო საზოგადოების, ჟურნალისტებისა და გალერეების ყურადღებაც — თინამ ადამიანებისთვის ხმის მიწვდენა სწორედ "ნიკოს ფესტივალის" დახმარებით შეძლო. ნამუშევრის ნახვა ლერმონტოვის 16-შია შესაძლებელი.
5. Tamoonz
Tamoonz ხელოვანების ოჯახში გაიზარდა, ამიტომ ქუჩის ხელოვნებით ბავშვობიდანვე იყო დაინტერესებული. კედლებზე შესრულებულ ნახატებს მამის მიერ ჰოლანდიიდან გამოგზავნილ ფოტოებში ათვალიერებდა და ამ მიმართულებით ძალების მოსინჯვა თავადაც უნდოდა.
"ქუჩის ხელოვნებას შეუძლია ყველა ადამიანამდე მიიტანოს ესა თუ ის მესიჯი. ის არის ურბანული გალერეა, რომლის დათვალიერებაც ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომია. ის თანამედროვე ქალაქების განუყოფელი ნაწილია, პირადად ჩემთვის კი ჩემი ხელოვნების ადამიანებამდე მიტანის ერთ-ერთი გზა", — ამბობს Tamoonz.
"ნიკოს ფესტივალის" ფარგლებში Tamoonz-ის ერთ-ერთი საყვარელი ნამუშევრის ნახვა თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე შეგიძლიათ. ნახატის შთაგონების წყარო პანდემია, სახლში ყოფნა და ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი სირთულეები აღმოჩნდა. ნახატზე ახალგაზრდა გოგოს ხელში ღამით ნაპოვნი მანათობელი კრისტალი უჭირავს, რომელსაც ინტერესით უყურებს. ნამუშევრის მთავარი მიზანი მნახველებში მომავლის იმედისა და სიახლეებისადმი ინტერესის გაღვიძების სურვილი იყო. Tamoonz შეეცადა, ნამუშევრის ფერები და ესთეტიკა ძველი თბილისური უბნისთვის მიესადაგებინა, რათა მისი დანახვა მეზობლებს გახარებოდათ.
Tamoonz-ს მსგავსი მასშტაბის ნახატებზე არაერთხელ უმუშავია და ერთადერთი სირთულე პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები აღმოჩნდა. "ნიკოს" დახმარებით პროექტის განხორციელებას 5 დღე დასჭირდა.
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ნამუშევრებისა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ქუჩებს საქართველოს ბანკის, "ნიკოსა" და პროექტებში ჩართული ხელოვანების დამსახურებით ამშვენებს.
“ჩვენი ფესტივალი უკვე საქართველოს 8 ქალაქსა და რეგიონში ჩატარდა. ჩვენი მეგობრობის დაწყებიდან დღემდე 50-ზე მეტი კედელი მოხატეს ქართველმა და უცხოელმა ხელოვნებმა. სწორედ ამ პერიოდში დავიწყეთ ვარკეთილში უშველებელი კედლების მოხატვა და ქალაქში პირველი ქუჩის გალერეაც ამ დროს გაიხსნა. საკმაოდ ბევრი ექსპერიმენტიც ჩავატარეთ და ასევე ბევრი ახალი არტისტიც აღმოვაჩინეთ. დრო უქმად არ დაგვიკარგავს, საქმეც გვემატება და ადრინდელთან შედარებით მეტი შესაძლებლობაც გვაქვს”, — ამბობენ "ნიკოს" ორგანიზატორები.
“ჩვენი ბრენდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ისეთ ადამიანებსა და პროექტებს, რომლებსაც თავისი წვლილი შეაქვთ ქვეყნის განვითარებაში. ქართულ ქუჩის მხატვრობაში ბოლო წლებში ბევრი საინტერესო არტისტი გამოჩნდა, მათი ყველა ნამუშევარი ხარისხობრივადაც და კონცეპტუალურადაც საკმაოდ მაღალ დონეზეა და “ნიკოსთან” კოლაბორაციით ჩვენ ამ არტისტებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ მათი იდეები სკეჩებიდან უზარმაზარ კედლებზე გადაიტანონ და საქართველოს სხვადასხვა ქალაქები მოახვედრონ მსოფლიოს სტრიტარტის რუკაზე", — აცხადებენ საქართველოს ბანკში.
საქართველოს ბანკისა და "ნიკოს" სამომავლო გეგმებში პროექტებში უფრო მეტი ხელოვანის ჩართვა, ქუჩის ხელოვნებით მეტი ადამიანის დაინტერესება და საქართველოს მასშტაბით კიდევ მრავალი გამორჩეული კედლის შექმნაა.
-
დიდუბეში სატვირთო მანქანის მძღოლს დამუხრუჭებისას საკუთარი ტვირთი დაეცა და დაიღუპა დიდუბეში სატვირთო მანქანის მძღოლს დამუხრუჭებისას საკუთარი ტვირთი დაეცა და დაიღუპა
გადახედვა
-
რუსების გადაწყვეტილების გამო NASA-ს ასტრონავტებს კინაღამ ევაკუაცია მოუწიათ რუსების გადაწყვეტილების გამო NASA-ს ასტრონავტებს კინაღამ ევაკუაცია მოუწიათ
გადახედვა
-
მეცნიერებმა მარსულ მეტეორიტში ძოწი იპოვეს მეცნიერებმა მარსულ მეტეორიტში ძოწი იპოვეს
გადახედვა
-
სევდის გადადების ხელოვნება, ანუ როგორ ვკარგავთ ბედნიერების უნარს მოჩვენებითი სიმშვიდის სანაცვლოდ სევდის გადადების ხელოვნება, ანუ როგორ ვკარგავთ ბედნიერების უნარს მოჩვენებითი სიმშვიდის სანაცვლოდ
გადახედვა
-
ტესტი: რამდენად კარგად გახსოვს ფეხბურთის ტექნოლოგიური რევოლუცია? ტესტი: რამდენად კარგად გახსოვს ფეხბურთის ტექნოლოგიური რევოლუცია?
-
ომბუდსმენი: "ვაფიქსირებ მზაობას, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით მონიტორინგი განვახორციელო" ომბუდსმენი: "ვაფიქსირებ მზაობას, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით მონიტორინგი განვახორციელო"
გადახედვა
-
ბავშვობის ჰობიდან ცხოვრების წესამდე — ზიზი ამირანაშვილის ფერადი შემოქმედებითი გზა ბავშვობის ჰობიდან ცხოვრების წესამდე — ზიზი ამირანაშვილის ფერადი შემოქმედებითი გზა
გადახედვა
-
რას ცვლის უცხოურ ვალუტაში გადარიცხვების და ბანკომატიდან თანხის განაღდების საკომისიოს ზრდა? რას ცვლის უცხოურ ვალუტაში გადარიცხვების და ბანკომატიდან თანხის განაღდების საკომისიოს ზრდა?
გადახედვა
-
მოსამართლეს განაჩენის გამოცხადებისას სასჯელის ზომა შეეშალა — ია დარახველიძეს 3 წლის ნაცვლად 5 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი მოსამართლეს განაჩენის გამოცხადებისას სასჯელის ზომა შეეშალა — ია დარახველიძეს 3 წლის ნაცვლად 5 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი
გადახედვა
-
ირანში ქალების წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება — ცნობილ მომღერალს ჰიჯაბის გარეშე სიმღერისთვის 74-ჯერ გამათრახება მიუსაჯეს ირანში ქალების წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება — ცნობილ მომღერალს ჰიჯაბის გარეშე სიმღერისთვის 74-ჯერ გამათრახება მიუსაჯეს
გადახედვა
-
გიორგი კალატოზის გზა იუთუბერობამდე — დაიჯერე და გახსენი თიბისის ანაბარი გიორგი კალატოზის გზა იუთუბერობამდე — დაიჯერე და გახსენი თიბისის ანაბარი
-
EU NEIGHBOURS EAST: კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 79% სჯერა, რომ ევროკავშირის წევრობა მეტ სარგებელს მოიტანს, ვიდრე ზიანს EU NEIGHBOURS EAST: კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 79% სჯერა, რომ ევროკავშირის წევრობა მეტ სარგებელს მოიტანს, ვიდრე ზიანს
გადახედვა
-
4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 7 პირი დამნაშავედ ცნეს 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 7 პირი დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
100 ლარის ნაცვლად — 50, 300 ლარის ნაცვლად — 150 — სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება 100 ლარის ნაცვლად — 50, 300 ლარის ნაცვლად — 150 — სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: ამ 7 მოქალაქისთვის თავისუფლების აღკვეთა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის დავალება ირაკლი კუპრაძე: ამ 7 მოქალაქისთვის თავისუფლების აღკვეთა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის დავალება
გადახედვა
-
მთავრობა გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ქმნის მთავრობა გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ქმნის
გადახედვა
-
წყურვილის 2 სახე არსებობს: აი, როდის როგორ გვწყურია წყურვილის 2 სახე არსებობს: აი, როდის როგორ გვწყურია
-
2011 წლის მიწისძვრისას წარმოქმნილმა სეისმურმა ტალღამ იაპონია გადააადგილა 2011 წლის მიწისძვრისას წარმოქმნილმა სეისმურმა ტალღამ იაპონია გადააადგილა
გადახედვა
-
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის — მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის — მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
-
გაიარე მეტი უსაფრთხოდ — თეგეტა მოტორსის საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში გაიარე მეტი უსაფრთხოდ — თეგეტა მოტორსის საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
-
რა ვიცით ქართული პასპორტის მქონე კაცზე, რომელმაც პოლონეთში პუტინის კრიტიკოსი მხატვარი მოკლა? რა ვიცით ქართული პასპორტის მქონე კაცზე, რომელმაც პოლონეთში პუტინის კრიტიკოსი მხატვარი მოკლა?
გადახედვა





კომენტარები